2 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 2 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

© Sputnik / Maria Tsimintiaკურო
2 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კურო

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

2 მაისს დაბადებულები

2 მაისს კეთილშობილი, მხიარული და მშვიდობისმოყვარე ადამიანები იბადებიან; ყოველთვის მზად არიან რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, თან ამას სრულიად უანგაროდ გააკეთებენ ისე, რომ დახმარების თხოვნაც არ დაგჭირდებათ. ასევე მათი განმასხვავებელი თვისებაა კარგად განვითარებული ინტუიცია. ის ამ დღეს დაბადებულებს ეხმარება საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგების განსაზღვრაში. ჰყავთ მეგობრები, რომლებიც აფასებენ და ყურს უგდებენ მათ რჩევებს. გარდა ამისა, ამ დღეს დაბადებულებს შემოქმედებასთან დაკავშირებული პროფესიებისადმი აქვთ მიდრეკილება. დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ რთული კონფლიქტების მოგვარება, რადგან ამ ადამიანებიდან სითბო და სიმყუდროვის შეგრძნება გამოსჭვივის. ზოგადად, მათ არ უჭირთ თანხის გამომუშავება, თუმცა აფასებენ არა სამუშაოს, არამედ კომფორტსა და სიმყუდროვეს.

2 მაისს დაბადებულებს განსაკუთრებით აინტერესებთ პიროვნების განვითარება - დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ამ საკითხზე თავიანთ მოსაზრებებს ისინი დიდი სიამოვნებით უზიარებენ გარშემომყოფებს, ამასთან, თითოეულ ნაფიქრს კარგად იაზრებენ და მოსაზრებას არ იცვლიან. ამ დღეს დაბადებულების გასულელება არც ისე ადვილია. გამჭრიახობის გარდა, მათთვის უცხო არ არის აზროვნების პროცესი და ფსიქოლოგია.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

2 მაისს დაბადებულები ოჯახსა და საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხებში ავტორიტარიზმის მომხრენი არიან. ამ სფეროებში ისინი საკუთარ კანონებს აწესებენ. საქმიან სფეროში მარტო მოქმედებენ, რადგან კოლექტივში მუშაობა უჭირთ. პირდაპირობა და გულწრფელობა კოლექტივში პატივისცემის მოპოვებაში ეხმარება, მაგრამ კარგი დიპლომატები მათგან იშვიათად დგებიან. ხანდახან სხვის საქმეშიც უყვართ ჩარევა, ცოტა ჭორაობაც, მაგრამ ეს ცნობისმოყვარეობის გამო მოსდით და არა ცუდი ზრახვებით. თავად ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ მათზე გავრცელებულ ჭორებს.

ამ დღეს დაბადებულთაგან უმეტესობა ანალიტიკოსია, თუნდაც ხელოვნების სფეროსთან ჰქონდეს კავშირი. მოქმედებისას ყოველთვის ცდილობენ, გონებით იხელმძღვანელონ და არა ინტუიციით. მათთვის ერთ-ერთი პრობლემაა უტაქტობა.

„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში>>

მკვეთრი გამონათქვამების გამო 2 მაისს დაბადებულები, შესაძლოა, უსიამოვნებებს გადააწყდნენ. მათ უნდა იმუშაონ და დიპლომატიის უნარები განავითარონ. ისინი გარკვეულწილად პედანტები არიან; ცდილობენ, შეადგინონ პრაქტიკული გეგმები, რომ შემდეგ მაქსიმალურად განახორციელონ ისინი. არიან კარგი ორგანიზატორები. მათი ინდივიდუალიზმი პირად ცხოვრებაზეც მოქმედებს, მაგრამ ეს ადამიანები, როგორც წესი, მაინც ოჯახურ ვითარებას ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ სამუშაო დღის შემდეგ ოჯახურ სიმყუდროვეს ეძალებიან.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

ზედმეტი სიჯიუტე სრულყოფისკენ სწრაფვის გზაზე 2 მაისს დაბადებულებისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან ამას ხშირად მიჰყავს ისინი ფსიქოლოგიურ სტრესამდე. მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას თავისა და ყელის ტკივილისას, შფოთვისას. ფიზიკურად თავი ზომიერად უნდა დაიტვირთონ, დასვენებით კი - სრულფასოვნად დაისვენონ. დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ამ დღეს დაბადებულები ხშირად უგულებელყოფენ დასვენებას, ეს კი სერიოზული შეცდომაა, რადგან კარგი დასვენების შემდეგ მათი შრომისუნარიანობა ორმაგად გაიზრდება. მათი ჯანმრთელობისთვის უმთავრესია ემოციური სტაბილურობა და სიმშვიდე.

რჩევა:

ტაქტი და დიპლომატიურობის განვითარება - სწორედ ამაზე უნდა იზრუნოთ პირველ რიგში. ასევე უნდა შეზღუდოთ ბავშვების აღზრდაში სიჯიუტე. არ ღირს ზედმეტად გულდახურულობა. ხშირად მოდუნდით - ეს ბედნიერების შეგრძნებაში დაგეხმარებათ. თუ შეცვლით თვითშეფასებას, ამით ცხოვრებასაც შეცვლით.

ყველა ახალი ამბავი
0