კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 30 მარტი – 5 აპრილის პერიოდში

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში
გოგონა ჩამავალი მზის ფონზე პეპლებით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები შედარებით მშვიდ მდგომარეობაში იქნებიან, ადამიანებს, უმეტესწილად, თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემენ

კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომდინარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და შეძლებთ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მომენტები ან მათი გავლენა თქვენზე.

ვერძი

ამ კვირაში, სჯობს, ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ადამიანებს მოერიდოთ. მათ, შესაძლოა, არასწორი გზით წასვლა გაიძულონ. მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ მანიპულატორები და ენერგოვამპირები. შესანიშნავი კვირაა განმარტოების, მშვიდად მუშაობისა და რელაქსაციისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

კვირის ბოლოს დროის ნაწილი შეგიძლიათ ახლობლებს, ნათესავებს დაუთმოთ სამუშაო დღეებში კი დაგროვებული საქმეების გაკეთება მოგიწევთ. ვარსკვლავების უცნაური და არაერთმნიშვნელოვანი გავლენით, შესაძლოა, უცნაური სიზმრები ნახოთ ან უსაფუძვლო შფოთვამ შეგიპყროთ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ.

კურო

კუროებს ყველაზე მეტად სასიყვარულო სფეროში გაგიმართლებთ. ამურულ საქმეებში მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავის რწენა შეინარჩუნოთ. მთელ დროს მუშაობას ნუ დაუთმობთ, არამედ ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართაც.

ამ კვირაში სასურველია, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ. ეს მეტ ძალასა და ენერგიას მოგცემთ, რომ გადალახოთ დაბრკოლებები ფინანსურ და სხვა სფეროებში. მარტოხელები შეიძლება თავიანთი ცხოვრების სიყვარულს შეხვდნენ. შეგიძლიათ, თამამად დაუთმოთ დრო რომანტიკას, ფლირტს.

ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები>>

ტყუპი

კვირის დასაწყისში გარკვეული წარუმატებლობები გელოდებათ, მაგრამ ოთხშაბათიდან ენერგეტიკული ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. დაიწყება ახალი პოზიტიური ეტაპი, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლის საშუალებას მოგცემთ. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეარჩიოთ გზა, რომლითაც განაგრძობთ სვლას.

პანორამა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება

კვირა რომ მოსაწყენი არ იყოს, კარგი იქნება, თუ ოპტიმისტურ ადამიანებთან გექნებათ ურთიერთობები. ეს დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობაზე გადასვლაში და ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებების მიღწევაში.

კირჩხიბი

ამ კვირაში იღბალი გაგიღიმებთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ეს პერიოდი სწორად, პოზიტიური ნოტით დაიწყოთ. აპრილის თვეში გადასვლა საკმაოდ დინამიკური და არაპროგნოზირებადი იქნება, მაგრამ სწორედ ამაში იმალება მისი ხიბლიც. ეს დრო დიდხანს დაგამახსოვრდებათ, რადგან უამრავი საინტერესო რამ მოხდება.

სასურველია, კვირის მეორე ნახევარში თავი აარიდოთ მოსაწყენ საქმეებს. აპრილის დასაწყისი უნდა იყოს პოზიტიური, დინამიკური, რუტინას მოკლებული. კვირის ბოლოს შესაძლებელია მოულოდნელად თანხის მიღება, სასიამოვნო ნაცნობობა. სჯობს, თუ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე არავის არაფერს ეტყვით.

ქალური მაგია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით>>

ლომი

ლომებს საბედისწერო კვირა ელოდება, როდესაც მოხდება მნიშვნელოვანი მოვლენები როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროებში. ასტროლოგები გირჩევენ, არ ანდოთ უცხო ადამიანებს თქვენი საიდუმლო, არ ჩაებათ კონფლიქტში, რადგან, შესაძლოა, მტრები ფარულ მოქმედებებზე გადავიდნენ და თქვენი რეპუტაციის შელახვას შეეცადონ.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

კარგი იქნება, თუ გვერდით დაიყენებთ ძლიერი ხასიათისა და დიდი ამბიციების მქონე ადამიანს. ასეთი ადამიანებისგან თუ ოპტიმიზმი და იღბალი „გადაგედებათ“, ძალიან კარგი იქნება. ამასთან, მათ გვერდით იოლია გადაწყვეტილებების მიღება. ასტროლოგების რჩევაა, გამოცდილება მიღოთ ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ღია არიან საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

ქალწული

ვარსკვლავები და პლანეტები ახლა საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან, ასე რომ, მოვიდა დრო, კარგზე იფიქროთ და უკეთესის იმედი გქონდეთ. შეძლებთ ყველა შესაძლოა დაბრკოლების გადალახვას, თუ საკუთარი თავისას მეტად იწამებთ და ნაკლებად დაუჯერებთ გარშემომყოფთა დაპირებებს.

ადამიანებზე მხოლოდ მათი საქციელის მიხედვით იმსჯელეთ. ახალი ნაცნობები შეიძლება გახდნენ თქვენი როგორც მტრები, ისე მეგობრები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანები გააანალიზოთ სასიამოვნო თვისებებითა და უნარების მიხედვით. არ ღირს დაყოვნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. უნდა იყოთ მეტად ენერგიული და მიზანსწრაფული.

იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის>>

სასწორი

სასწორებმა მეტად უნდა დაიცვათ თავი, რათა გარშემომყოფებს თქვენს ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ. იდეალური პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომლებიც ინტუიციაზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე იქნება დაყრდნობილი. ასტროლოგები გირჩევენ, დროებით უარი თქვათ სარისკო გადაწყვეტილებებზე.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული

საქმეებში მოდუნება არ შეიძლება, სასიყვარულო ასპარეზზე კი საკმაოდ სასიამოვნო პერიოდი დგება. მარტოხელებს აქვთ მეორე ნახევრის მოძებნის შანსი, ხოლო ვისაც უკვე ჰყავს გულისსწორი, მათ ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა შეუძლიათ.

მორიელი

მარტის ბოლოს ფინანსურ საქმეებს მიხედეთ. უნდა გათავისუფლდეთ ვალებისგან. აპრილის სესხით დახვედრა არასასურველია. პლანეტები და ვარსკვლავები იდეალურ პირობებს შეგიქმნიან მუშაობისა და ბიზნესის წარმოებისთვის.

ადვილი იქნება გადაწყვეტილებების მიღება. ამ მხრივ ინტუიცია ძალიან დაგეხმარებათ. ცოტა ნაკლებად, მაგრამ ასევე გაგიმართლებთ სასიყვარულო სფეროში. ასტროლოგები გირჩევენ, არ გააკრიტიკოთ საყვარელი ადამიანი, ასევე მეგობრები.

ბრძნული ტყუილის საიდუმლოებანი: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან>>

მშვილდოსანი

თქვენთვის ამ კვირაში პრიორიტეტული ფინანსური სფერო უნდა იყოს. ვარსკვლავები და პლანეტები ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან იმისთვის, რომ ხელი შეგიწყონ ახალი ბიზნესის დაწყებაში, ახალი იდეებით კოლეგებისა და ხელმძღვანელობის დაინტერესებაში. ძალზე იღბლიანი პერიოდია კრეატიული მშვილდოსნებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები

ნუ იქნებით ეგოისტები. არ დაივიწყოთ ახლობელი ადამიანები, მხარი დაუჭირეთ მათ. დახმარების გულწრფელი სურვილი უფრო ბედნიერს გაგხდით. არ ღირს სხვისი პასუხისმგებლობის საკუთარ მხრებზე აღება, არც ალტრუისტობა – დახმარება კარგია, მაგრამ არც საკუთარი თავი უნდა დაივიწყოთ.

თხის რქა

ამ კვირაში ასტროლოგები გირჩევენ, მიხედოთ მნიშვნელოვან საქმეებს, მაგრამ მარტოობაში. მოგიწევთ სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ასევე, შესაძლოა, მოგიხდეთ ურთიერთობები ცუდი ენერგეტიკის ადამიანებთან, რომლებიც თქვენი სიკეთითა და დიდსულოვნებით სარგებლობას შეეცდებიან.

კვირა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტებით დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ ახლა არაა იმის დრო, რომ ნეგატივს ნეგატივით უპასუხოთ. კვირის მეორე ნახევარი კარგი დროა საოჯახო საქმეებისთვის, შემოქმედებითი განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის. კვირის ბოლოს გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა, რაც სასიყვარულო ასპარეზზე წაგადგებათ.

კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მერწყული

საქმეებში რომ კარგ შედეგებს მიაღწიოთ, დიდი ჯაფა დაგჭირდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები ცოტაოდენ დისჰარმონიაში არიან, ამიტომ მათგან დიდი დახმარების იმედად არ უნდა იყოთ. მარტისა და აპრილის გასაყარზე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, ნუ დაელოდებით სასწაულს.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

მეტი ურთიერთობა იქონიეთ კეთილ ადამიანებთან. ეს თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. დიდია ალბათობა, გამოჩნდნენ ძველი მეგობრები, ადრინდელი სიყვარული, ასევე, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ რაღაც ძველ უჩვეულო საქმეებს დაუბრუნდეთ. შესანიშნავი დროა უცხოური ენების შესწავლისთვის.

თევზები

მეტი კონტაქტი იქონიეთ ნათესავებთან, მეგობრებთან. ჰარმონიის მიღწევისთვის კარგი იქნება, თუ გადააადგილებთ ავეჯს. ზოგადად, ნებისმიერი ცვლილება პოზიტიურად აისახება თქვენზე. სამუშაო დღეებში აუცილებელია, რომ იყოთ პროდუქტიული და მნიშვნელოვან საქმეებს დიდი ყურადღება დაუთმოთ.

მნიშვნელოანია ინიციატივის გამოჩენა საქმიან სფეროში. ეს მოეწონებათ როგორც პარტნიორებს, ისე ხელმძღვანელობას. უნდა გათავისუფლდეთ სიზარმაცისა და აპათიისგან. ეს დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში, ფულადი პრემიის მიღებაში.

ყველა ახალი ამბავი
0