22 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 22 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

20–29 თებერვალი

20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.

© FB/ Zodiac Signsთევზები
22 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.

ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

22 თებერვალს დაბადებულები

22 თებერვალს დაბადებულები მორცხვი, მორიდებული მერყევი და ფრთხილი, ამავე დროს, შრომისმოყვარე და მომთმენი, რაციონალური ადამიანები არიან. ახალგაზრდობაში ბევრი სირთულე და უსიამოვნება შეიძლება შეხვდეთ, მაგრამ თუ საკუთარ გამოცდილებასა და შეცდომებს გაითვალისწინებენ, შეძლებენ დასახული გეგმისკენ სვლასა და წარმატების მიღწევას. ამაში მათ შრომისმოყვარეობა, მიტევებისა და თმენის უნარი დაეხმარება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

22 თებერვალს დაბადებულებს შეუძლიათ მაღალი მიზნების გულისთვის საკუთარი ეგოიზმის ჩახშობა. მათი შინაგანი სამყარო მდიდარი, რთული და ცოტა დაბნეულია. არიან ძალზე ემოციური, მაგრამ ემოციების აქტიურ გავლენას თავიანთ ცხოვრებაზე უმკლავდებიან. ისინი ღრმად არიან დარწმუნებული, რომ გარშემომყოფები კეთილი ადამიანები არიან, ამიტომ მათი პატრიოტიზმი და დემოკრატიულობა უმაღლეს საფეხურს აღწევს. შეუძლიათ ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება, მათ შორის - ქვეყნის უმაღლესი პოსტისაც კი. მეტად განვითარებულ პიროვნებებს აქვთ საკუთარი წარმოდგენები და იდეალები, რომლებიც ვერ თავსდება ტერიტორიულ, ეროვნულ თუ რაიონულ საზღვრებში. არიან რა იდეალისტები, მოუწოდებენ ყველას საზოგადოებრივი თავისუფლებისკენ, ოცნებობენ საყოველთაო ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ბრძოლის, ტირანიისა და დისკრიმინაციის გარეშე.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

ამ დღეს დაბადებული ნაკლებად განვითარებული ადამიანები საზოგადოების წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ, თუმცა გარესამყაროს უსამართლობას ხედავენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ უსაქმურობას და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მშვიდ მსჯელობას. ვინც მზად არ არის, ხმამაღლა გამოთქვას საკუთარი აზრები, პესიმისტი ხდება, რადგან მათ იდეალისტურ ნატურას სამყაროს უსამართლობების ატანა არ ძალუძს.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

22 თებერვალს დაბადებულებს ძლიერი მოვალეობის გრძნობა აქვთ, ამიტომ ხანდახან სიმკაცრე ახასიათებთ. იტანჯებიან, როცა საკუთარი ფასეულობების წინააღმდეგ უწევთ მოქმედება და მნიშვნელობა არა აქვს, ეს თუ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. ისინი ნაკლებად კრიტიკული უნდა იყვნენ საკუთარი თავის მიმართ და რეალობა აღიქვან ისეთად, როგორიც ის არის. მომთხოვნი არიან ისინი არა მხოლოდ თავიანთი თავის, არამედ სხვების მიმართაც და ხშირად მათი მოთხოვნები, უბრალოდ, შეუსრულებელია. ამ დღეს დაბადებულები არასდროს ამბობენ უარს დახმარებაზე, თუმცა, ყოველთვის ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიასა თუ ანტიპათიას.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

22 თებერვალს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან; მაგრამ თუ ერთხელ ცუდად გახდნენ, შემდეგ იწყებენ ზრუნვას და სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას. გატაცებული ხდებიან მედიცინითა და ჰომეოპათიით. მათთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა, უნდა მოერიდონ ცხიმიან საკვებს, მიიღონ ვიტამინები, მიირთვან ბევრი ხილი, ბოსტნეული. ფიზიკური დატვირთვებიდან მათ წაადგებათ სირბილი, აერობიკა, ცურვა, ძალოსნობა, ალპინიზმი.

ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები>>

რჩევა:

ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიული საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ცხოვრება შეცდომების გარეშე არ არსებობს, ამიტომ მიეცით ნება თავსაცა და სხვებსაც, დაუშვან შეცდომები. პასუხისმგებლობა აიღეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გენდნენ. გახსოვდეთ - თქვენ პიროვნება ხართ, დააფასეთ საკუთარი თავი.

ყველა ახალი ამბავი
0