როგორი არიან 13 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© FB / Diverse Georgia თეთნულდი
თეთნულდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 13 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

© Sputnik / Maria Tsimintiaთხის რქა
როგორი არიან 13 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.

ამა ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.

ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>

13 იანვარს დაბადებულები

13 იანვარს წინააღმდეგობებით სავსე ადამიანები იბადებიან - ისინი თითქოს გაორებულნი არიან, ხან სიკეთესა და სიხარულს „აფრქვევენ“, ხან - სისასტიკესა და სიცივეს. შეუძლებელია მათი განწყობის პროგნოზირება, თუნდაც დაახლოებით განჭვრეტა, რას უნდა ველოდოთ მათგან. ასეთი გაორება მათ ყველაფერს უფუჭებს და წარმოადგენს, როგორც ცვალებად ადამიანებს, რომელთა ნდობა არ შეიძლება. ფინანსურად, როგორც წესი, უმართლებთ, თუმცა ფულადი სახსრების უუნარო განკარგვა მოწიფულობაში გაღარიბებასა და სხვადასხვა ნივთის დაკარგვას უქადის.

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

13 იანვარს დაბადებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინ გეგმაზომიერი სვლა და ცხოვრებისეული სტატუსის ზრდა. ერთნი ბედმა კეთილდღეობით დააჯილდოვა, მეორენი კი - ამ კეთილდღეობის მოპოვებისთვის იბრძვიან. როგორც კი გადალახავენ ერთ ცხოვრებისეულ სტატუსს, უკან დაბრუნება უკვე აღარ სურთ და ახალი მწვერვალების დაპყრობის წყურვილით არიან შეპყრობილი. თუ მოახერხებენ თავიანთი „ღარიბული“ წარსულის უკან მოტოვებას, თავიანთ წარსულსა და წარმომავლობას დამალავენ. მათთვის ყველაზე ჩვეულია საშუალო კლასი ან მაღალი საზოგადოება. ამ დღეს დაბადებულები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობის, მორალური კმაყოფილების, უსაფრთხოებისა და კომფორტისკენ. და აქ მთავარია წარმატებისკენ სვლა.

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც ამ ზამთარში წარსულ სიყვარულს შეხვდებიან>>

13 იანვარს დაბადებულებისთვის სრულყოფილება ფუჭი სიტყვა არ არის - ისინი ამ იდეით არიან ღრმად გამსჭვალული; შეუძლიათ გაიხსნან სამყაროს წინაშე და სურთ, რომ ახლობლები და ოჯახიც ასევე სრულყოფილების გზას შეუდგნენ. მათი ერთგული თანამგზავრი და დამხმარეა შესანიშნავი მეხსიერება და ულევი ოპტიმიზმი. რადგან 13 იანვარს დაბადებულები მუდამ საუკეთესოს ძებნის პროცესში არიან, მათ მერყეობის გრძნობა სჩვევიათ. ამავე დროს, მოითხოვენ საკუთარი სურვილების, რეკომენდაციების, მისწრაფებების უზადო შესრულებას. ამიტომ არის ასე მტკივნეული მათთვის წარუმატებლობა. თუ გააცნობიერებენ, რომ საჭირო შედეგს ვერ მიაღწევენ, უკიდურესობაში ვარდებიან - დეგრადაციას განიცდიან, რაც მათ პიროვნებას დიდ ზარალს აყენებს.

ტიგრაი, ეთიოპია - Sputnik საქართველო
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

სიამაყით შეპყრობილებს თავიანთ ახლობლებზე დაბალ პოზიციაზე ყოფნა არ შეუძლიათ. 13 იანვარს დაბადებულებს ახასიათებს საკუთარი ნიჭის გადაჭარბებით შეფასება და ცხადის დაუნახაობა. რაც შეეხება სხვის აზრს, ამ დღეს დაბადებულებს მისი მოსმენაც კი არ უნდათ - სულ ტყუილად! მიჰყვებიან რა საკუთარ ინტუიციასა და გამჭრიახობას, შეიძლება სამყაროსგან და ახლობლებისგან იზოლირებული აღმოჩნდნენ. მეორე მხარე კი ისაა, რომ თუ საკუთარ სამყაროში ვინმეს შემოუშვებენ, მდგომარეობის პატრონებად იქცევიან და ოპტიმიზმის საოცარ ძალას ამჟღავნებენ. ბუნებით ჯიუტი და სიტყვაძუნწი არიან, მაგრამ მოსაწყენი ადამიანიაო, ამას ნამდვილად ვერ დააბრალებ. 13 იანვარს დაბადებულებმა საკუთარი ბუნების საუკეთესო თვისებები უნდა დააყენონ პირველ რიგში - სიკეთე, დიდსულოვნება, მოთმინება და მათი მეშვეობით მიაღწიონ მორალურ კეთილდღეობას. ასევე უნდა ახსოვდეთ თავიანთი ფესვების, ახლობლების შესახებ, რომლებსაც ისინი უანგაროდ უყვართ.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ჯანმრთელობა

13 იანვარს დაბადებულები ახალგაზრდობაში ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ, მაგრამ მოწიფულობაში უკვე დიდ ინტერესს იჩენენ თავისი ორგანიზმის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ხანდახან ექიმების გაღმერთებამდე და მათზე დიდი იმედების დამყარებაში გამოიხატება. პრობლემები ძირითადად ეხება სახსრებს - ეს უფრო აქტუალური ხდება ასაკთან ერთად, ამიტომ მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ფიზიკურ ვარჯიშს, თუმცა ზედმეტიც არ უნდა მოუვიდეთ. კვებას რაც შეეხება, უნდა იკვებონ მცირე პორციებით და ხშირად, რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ბოსტნეული.

როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას>>

რჩევა:

ცხოვრებისეული სიმშვიდე ცრუ ოცნებაა. ნუ მიატოვებთ ძიებასა და შეცნობის პროცესს. ბუნების ძალით მოცემული შანსები სრულად გამოიყენეთ, ნუ უარყოფთ ახალ შესაძლებლობებს; ნუ ჩაიციკლებით უკვე მიღწეულ მწვერვალებზე; მოარჯულეთ თქვენი ეჭვიანობა; განსაზღვრეთ ფულის ფასეულობა და გაიგეთ, რომ მისი მოპოვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას.

ყველა ახალი ამბავი
0