კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 13–19 იანვრის პერიოდში

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგადად, ხელსაყრელი კვირაა ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის. რაც ყურადღესაღებია, ისაა, რომ ამ პერიოდში მატულობს ტრავმების მიღების საშიშროება. გაეცანით კვირის ასტროპროგნოზს და გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ უსიამოვნებები აირიდოთ თავიდან და ბედნიერება მოიზიდოთ.

ვარსკვლავების განლაგება ამ კვირაში საკმაოდ ხელსაყრელია. კვირის ასტროლოგიური პროგნოზით, ყველაზე მეტად ამ კვირაში ხარბ ადამიანებს გაუჭირდებათ. ამ ადამიანებმა უნდა გადალახონ ეგოიზმის გრძნობა და გულდახურულობაზე გაიმარჯვონ. ზოგადად, რა თქმა უნდა, სიხარბე არავინ უნდა გამოავლინოს.

ვერძი

ამ კვირაში დაქორწინებულ ვერძებს მუდმივად მოგიწევთ მეუღლესთან ურთიერთობების გამორკვევა. არ არის გამორიცხული სერიოზული კონფლიქტი. ასევე, მოსალოდნელია, რომ დღის წესრიგში ყოფითი საკითხები დადგეს.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

შუა კვირაში, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიგიწვიონ, არ მოგერიდოთ, თუ ყველას წინაშე სიტყვის წარმოთქმა გთხოვეს. ფინანსებში კრიზისული ვითარება დროებითია, ამიტომ არ ღირს განგაშის ზარის შემოკვრა და კრედიტის აღებაში აჩქარება. ნათესავები და ახლობლები დაგეხმარებიან თანხის საკითხში, მაგრამ დიდი რაოდენობით ფული არ ისესხოთ.

კურო

ჯანმრთელობა უსაფუძვლოდ არ ირყევა. თქვენ თვითონ უწყობთ ხელს იმას, რომ ხან რა აგტკივდებათ და ხან - რა. ნერვული სისტემა დაძაბული გაქვთ და ეს იმის გამო, რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება გსურთ. არ იჩქაროთ, რადგან სერიოზული შეცდომები შეიძლება დაუშვათ. წარმატებით ჩაივლის მივლინება, გაგიმართლებთ ფულის საკუთარ ბიზნესში ჩადებაში.

შთაგონება ეწვევა შემოქმედებით პიროვნებებს, თუ ხშირად გადაშლიან წიგნებს, შედევრებს გაეცნობიან და მიმართავენ საკუთარ მდიდარ გამოცდილებას.

ტყუპი

თუ გადაწყვეტთ, რომ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტულად და მკვეთრად შეცვალოთ, ეს მშვენიერია. კარგი იქნება, თუ შეიტანთ კაშკაშა შთაბეჭდილებებს, გააბამთ რომანტიკულ კავშირს. კარგი კვირაა ყველაფრისთვის, რაც დაკავშირებულია ინტიმურ თუ სულიერ სიახლოვესთან.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

სამუშაო სფეროში ფასეული ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ინტერნეტ-გვერდებს. მიიღებთ იმას, რასაც ეძებთ და ამასთან, ისინი კიდევ უფრო მომგებიან კალაპოტზე მიგითითებენ. შორეულ მგზავრობაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. ახლა ფულის ხარჯვის, ასევე, ახლობელი ადამიანების უყურადღებოდ დატოვების დრო არ არის.

კირჩხიბი

რა ელფერსაც მისცემთ განწყობას, ისე გაატარებთ ამ კვირას. საჭიროა დადებითი ენერგიით დამუხტვა. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობების შემდეგ, როდესაც საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ, გადით ბუნებაში, მიიღეთ პოზიტივისა და სუფთა ჰაერის „პორცია“. მთავარია, არ იფიქროთ იმაზე, რაზეც განცდები არანაირ შედეგებს არ მოიტანს.

კვირის ბოლოს მოსალოდნელია საქმიანი კუთხის საინტერესო ადამიანის გაცნობა. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობის თაობაზე წინადადებები მიიღოთ. უქმეებზე კარგი იქნება, თუ ფიზიკურად დაიტვირთავთ თავს, ასევე, დადებითად დაგმუხტავთ კულტურული ღონისძიებები.

ლომი

ლომებისთვის ამ კვირაში მთავარი სფერო სიყვარული გახდება. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მოზიდვაში გარეგნული სილამაზე დაგეხმარებათ. უნდა განაახლოთ გარდერობი, გაიკეთოთ ახალი ვარცხნილობა, რომ უფრო მიმზიდველი გახდეთ. მოგიწევთ ურთიერთობებში დომინანტის ფუნქციის შესრულება, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობისა და ხელში ინიციატივის აღება. ასტროლოგები გირჩევენ, ფსონს ორიგინალობასა და მრავალფეროვნებაზე ჩამოხვიდეთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

ამასთან, დადგა დრო, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, რადგან მოსალოდნელია მისი შერყევა, რასაც შეხვედრებზე და გართობაზე იძულებით უარის თქმა მოჰყვება.

ქალწული

ამ კვირაში, შესაძლოა, ცხოვრება ნაცრისფრად აღიქვათ და უფერულმა ყოველდღიურობამ გაგაღიზიანოთ. თუ გრძნობთ, რომ ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დაგიდგათ, პირველ რიგში, ტოქსიკურ, ნეგატიურ ადამიანებთან უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობები. მეორე – დაუკვირდით თითოეულ სიტყვასა და საქციელს, რათა ახალ–ახალი გაუგებრობები და უსიამოვნებები არ მოიზიდოთ. სჯობს, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ.

ურთიერთობები გარშემომყოფებთან, დიდი ალბათობით, დაძაბული, რთული იქნება. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდათ. მაგრამ ეს ასე არ არის – გაქვთ შესაძლებლობა, რომ იპოვოთ ახალი მეგობრები. ასევე ყურადღება გმართებთ ფულთან დაკავშირებით– გასწიეთ ეკონომია.

სასწორი

თუ რამე სამუშაო გაქვთ დასამთავრებელი, რომელსაც დიდი დრო დასჭირდა, სჯობს, ეს კვირის დასაწყისში გააკეთოთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და ფიზიკურად იაქტიუროთ. არ არის გამორიცხული, რომ მთელი ვირა პრობლემების გადაჭრას მოანდომოთ. სამსახურში ჩვეულებრივი რუტინული სამუშაო გელოდებათ, სიყვარულში კი – კაშკაშა პერიოდი.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

მარტოხელა სასწორებს, შესაძლოა, ბედნიერება გეწვიოთ, ან, ხანმოკლე რომანის მონაწილე აღმოჩნდეთ, ასევე, ზოგიერთს სამსახურებრივ ინტრიგაში მოუწევს გახვევა. მთავარია, არ ინერვიულოთ და დატკბეთ იმ ადამიანის გვერდით ყოფნით, რომელიც მოგწონთ. კარგი კვირაა გეგმების განსახორციელებლად, სახლის მოწესრიგებისთვის.

მორიელი

არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, სამუშაოს გამოცვლა, რომ უსიამოვნებები არ მოიზიდოთ. ამ კვირაში ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილოთ მნიშვნელოვან ოჯახურ საქმეებზე, მეგობრობასა და სიყვარულზე. 14 იანვარი საუკეთესო დღეა ბიუროკრატიული და ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის.

კვირის ბოლო შესანიშნავი დროა საყიდლებისთვის. 18 და 19 იანვარს თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა, ავეჯი, მოკლედ, გრანდიოზული საყიდლებისთვის იდეალური დროა. მთავარია, ამისთვის კრედიტი არ აიღოთ. ვალის აღება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება.

მშვილდოსანი

შესანიშნავი კვირაა რომანტიკისა და პაემნებისთვის, მაგრამ სწორედ ამ განწყობის წყალობით, შესაძლოა, პრობლემების გადაჭრაზე აღარ იფიქროთ. ეცადეთ, არ გადაუხვიოთ გეგმებს, არ დაარღვიოთ მოვლენათა ჯაჭვი. არ არის გამორიცხული, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნეგატიურ განწყობას მოგიტანთ. მიუხედავად იმისა, რომ მშვილდოსნებს არ გჩვევიათ საკუთარი თავის დადანაშაულება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი ცოდვის გამო თქვენ იგრძნოთ თავი დამნაშავედ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სამაგიეროდ, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები სათანადო სიმაღლეზე იქნება. არის შანსი, რომ დაწინაურდეთ. ძალზე კარგი პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციების მიღებისა და უნარების გამომუშავებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, დროებით გადადოთ შორს გამგზავრება, გარემოს მკვეთრი შეცვლა, ასევე, იფრთხილოთ, თუ რამის შეკეთება დაგჭირდებათ, ბასრ საგნებს მოერიდეთ.

თხის რქა

მთელი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, შეგაწუხოთ გრძნობამ, რომ რაღაც არ გააკეთეთ, ასევე, მოძრაობა დაიწყოთ წარმატების საწინააღმდეგო მიმართულებით. მოგიწევთ სწრაფად „გადაწყობა“, ცნობიერების ნაკადის შეცვლა და შემოქმედებითი შთაგონების ძიება. სასურველია, რომ ფულთან დაკავშირებული ვითარება კვირის ბოლომდე მოაგვაროთ.

კვირის დასაწყისში სასარგებლო იქნება ინიციატივის გამოჩენა, რამე ახლის დაწყების სურვილი, თვალსაწიერის გაფართოება. თუ მეგობრებმა სადმე მიგიპატიჟეს, მაგალითად, რომელიმე კურორტზე, უარი არ თქვათ. არ არის გამორიცხული საბედისწერო შეხვედრა, ახალი რამის სწავლა, რომელიც შემდეგ აუცილებლად გამოგადგებათ. შეწყვიტეთ წარსულის ანალიზი, ამას სჯობს, მომავლისკენ რწმენით გაიხედოთ.

მერწყული

ამ კვირაში თქვენი ძირითადი პრობლემა საფულის მდგომარეობა იქნება. ის, თითქოსდა, ცარიელი არ არის, მაგრამ მაინც არ გყოფნით ფული იმისთვის, რისი შეძენაც გსურთ. მოერიდეთ ეგოისტ ადამიანებთან ურთიერთობებს. მათთან ერთად მუშაობა რთული იქნება, ასევე გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა.

ვარსკვლავური სისტემა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება

არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით საინტერესო წინადადება მიიღოთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად იფიქრეთ და ნიუანსები გააანალიზეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობას მიხედოთ, დაფიქრდეთ, წონაში ხომ არ მოიმატეთ. უქმეებზე კარგი იქნება სტუმრად წასვლა, სასიყვარულო პაემნის მოწყობა, ასევე, საინტერესო საღამოს გატარება ოჯახში ან მეგობრებთან ერთად. დასვენების დღეები კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

თევზები

მთელი კვირა შინაგანი სამყაროს გამდიდრებას მოანდომებთ. ყურადღება მიაქციეთ სასიყვარულო სფეროს. შესაძლოა, რაღაც უცნაურობებმა მიიქციოს თქვენი ყურადღება, ამიტომ აჯობებს, თუ პარტნიორს გულახდილად დაელაპარაკებით. ზოგადად, დიდად ეჭვიანები არ ხართ, მაგრამ ამ კვირაში მოგიწევთ ამ მტკივნეული გრძნობების გადალახვა.

მთლიანობაში, კვირა დიდი მოვლენებითა და რამე ექსცესებით გამორჩეული არ იქნება. ახლა მთავარია, რიგითი უსიამოვნებები ზედმეტად მწვავედ არ აღიქვათ. მიჰყევით დინებას. მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობები, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს დროებითია. ცხოვრებაში რომ ახალი ფერები შემოიტანოთ, განაახლეთ გარდერობი და ხშირად ჩაიცვით კაშკაშა ფერის სამოსი.

ყველა ახალი ამბავი
0