01:15 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

გაეცანით 12 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

თხის რქა
თხის რქა

11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.

მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.

ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.

ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

12 იანვარს დაბადებულები

12 იანვარს დაბადებულები არაორდინარულობით გამოირჩევიან, არიან ძლიერი, მტკიცე და ამბიციური ადამიანები. თუ მიზანს დაისახავენ, გზიდან არასდროს გადაუხვევენ; უდრეკობა სიძნელეების გადალახვაში მათი მთავარი დამხმარე თვისება ხდება. ამ დღეს დაბადებულების ცხოვრება სავსეა მოვლენებით, ხანდახან ეს მარათონს ემსგავსება, ხან კი - არსებობისთვის ბრძოლას. ცხოვრება მათ მუდამ აიძულებს, დაამტკიცონ საკუთარი გონებისა და იდეების უპირატესობა, მოუწევთ, პრაქტიკაში აჩვენონ თავისი სიცოცხლისუნარიანობა. ისინი იპყრობენ მოშურნეების ყურადღებას, რომლებიც უსიამოვნებებს ზურგს უკან უწყობენ. ყოველი არასწორი ნაბიჯი მოშურნეების განხილვისა და ინტრიგების ხლართვის საგანი ხდება. მატერიალური მხარე არამდგრადი აქვთ - მორიგ აღმაფრენას მორიგი მარცხი მოსდევს და ასე, გამუდმებით... მათ ოჯახურ ცხოვრებას, თუ ცივი არა, ნეიტრალური შეიძლება ვუწოდოთ.

12 იანვარს დაბადებულების გონება მთლიანად პროფესიასა და ყოველივე მასთან დაკავშირებულს უკავშირდება. კარიერის მოწყობას ყმაწვილობიდანვე იწყებენ და წარმატებისთვის მრავალი საკუთარი ინტერესის დათმობა შეუძლიათ. გარშემომყოფთა მსახურება კმაყოფილებას ანიჭებთ, თუმცა ყველაზე პრიორიტეტულია ცხოვრების საიდუმლოებით მოცული და ამაღელვებელი ასპექტები, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ მათ მონაწილეობას მოითხოვს, სხვების გარეშე. რადგანაც ამ დღეს დაბადებულებისთვის პროფესიული ზრდა ძალზე მნიშვნელოვანია, სპეციალობა ძალიან სერიოზულად უნდა შეარჩიონ. მათთვის სარგებლის მომტანი იქნება, თუ საკუთარ ეთიკურ პრინციპებს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან შეაჯერებენ. ასევე არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა - მსხვერპლშეწირვიდან ეგოიზმამდე, რადგან, შესაძლოა, გაუკონტროლებელნი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებული ბევრი ადამიანი თავის თავს აიგივებს რაიმე იდეასთან, იქნება ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, თან მასში, როგორც ჭაობში, ისე ეშვება. პირადი ცხოვრება კი უკანა პლანზე გადადის. თუმცა, შეუძლიათ, ეს თავიდან აირიდონ, თუ გააცნობიერებენ, რომ პროფესიული წარმატების გზა მათსავე საკუთარ იმიჯზე გადის. 12 იანვარს დაბადებული ადამიანები უპირატესად მხიარული არიან. უნდა მოერიდონ ისეთ საქციელს, რომელსაც გარშემო მყოფნი ამპარტავნებად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ისინი ამ დღეს დაბადებულების იგნორირებას მოახდენენ და მასთან ურთიერთობას შეწყვეტენ. ხანდახან არის სიტუაცია, როდესაც აუცილებელია მოთხოვნების შერბილება და სხვების დახმარება, მათი პრობლემებისა და საჭიროებების გაგება. მაგრამ ხანდახან იმდენად არიან გატაცებული თავისი იდეებით, რომ საერთოდ არ უწევენ ანგარიშს გაფრთხილებებსა და თუ რეკომენდაციებს.

12 იანვარს დაბადებულები, როგორც წესი, არასდროს ნებდებიან, თუ მიხვდნენ, რომ წააგეს, მაინც ბოლომდე იბრძვიან, რათა შეცვალონ მოძრაობის ტრაექტორია ან სხვა გზაზე გადავიდნენ. ისინი ძალზე მგრძნობიარედ აღიქვამენ ნებისმიერ მოვლენას - მარცხსაცა და გამარჯვებასაც; ხანდახან ნანობენ კიდეც, რაც თავისი სიჯიუტის წყალობით ჩაიდინეს. 12 იანვარს დაბადებულების გატაცებები გარედან უცნაურად ჩანს, რაც ხშირად მათი ექსტრავაგანტულობის განსჯის თემა ხდება. ამ დღეს დაბადებულებისთვის ცხოვრების ან დღის ჩვეულებრივი განრიგი არანაირად არ გამოდგება. მაგრამ თუ შეხვდებიან ისეთ პარტნიორს, რომელიც მათ ამ თვისებას „გააწონასწორებს", შეძლებენ მტკიცე საქორწინო კავშირის შექმნას.

ჯანმრთელობა:

12 იანვარს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ დაავადებებს, სანამ ის მათი კარიერის ან პროფესიისთვის საფრთხეს არ შექმნის. ამიტომ მათთვის ნამდვილად არის საჭირო ყოველ ექვს თვეში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ბავშვობიდან აწუხებთ კბილების პრობლემები. ნებისმიერი რამ - სებორეა, ზედმეტი წონა თუ სიგამხდრე მათ შიშებსა და შფოთვას აძლიერებს. ასეთი შიდა ატმოსფეროს გასანეიტრალებლად მათ ცხოვრების რიტმი უნდა მოაგვარონ და მოაწესრიგონ. ნაწლავების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ დიეტა უმი ბოსტნეულის, ხილის, მარცვლოვანებისგან, უნდა შეზღუდონ შაქრისა და ცხიმის მოხმარება. ფიზიკური აქტივობის მხრივ კი წაადგებათ სეირნობა, სუფთა ჰაერი და ნებისმიერი ზომიერი დატვირთვა.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

რჩევა:

კარიერის გამო პირადი ცხოვრება არ უნდა დაზარალდეს. დაიცავით მორალური კოდექსი. მიიღეთ და კარგად გააცნობიერეთ სხვების მოსაზრებები. პროფესიულ საქმიანობაში ერიდეთ უკიდურესობებს. გახსოვდეთ, რომ სამუშაო ცხოვრების მხოლოდ ნაწილია, დანარჩენი კი დაუთმეთ საკუთარ თავს, განვითარებას, ახლობლებს.

მთავარი თემები