როგორი არიან 11 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 11 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
როგორი არიან 11 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.

ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.

ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.

11 იანვარს დაბადებულები

11 იანვარს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარენი და დაუცველები, მერყევი და გულდახურული არიან. ისინი ემოციურები არიან, მაგრამ ეს თვისება ნევროზულობის შეფერილობას იღებს. შეიძლება გამუდმებული შფოთვის, განგაშის, განცდების მდგომარეობაში იყვნენ, სადღაც ეჩქარებოდეთ, სულ რაღაცას აკეთებდნენ. არ შეუძლიათ დასვენება და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. მათ ცხოვრებაში ხშირი იქნება ნერვული შეტევები, თუ ცხოვრების წესს არ მოაწესრიგებენ და სამუშაოსა და დასვენებას ერთმანეთს არ შეუთავსებენ; წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციური გამოფიტვა გარდაუვალია. ამ ადამიანებს რთული კარმა აქვთ და კარმას ისინი დედამიწაზე საუკეთესო სულიერი თვისებებით - სიკეთითა და თავმდაბლობით „გამოიმუშავებენ".

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

11 იანვარს დაბადებულებს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თვისება აქვთ - ზუსტად აფასებენ გარშემომყოფ ადამიანებს, მოვლენებს. აწონილ-დაწონილი შეფასებისთვის არცთუ დიდი დრო სჭირდებათ. ისინი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან და აქვთ ძლიერი ნებისყოფა. თავიანთ მთავარ კოზირად მიუკერძოებლობასა და რეალიზმს მიიჩნევენ; თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ დღეს დაბადებულებისთვის საფუძვლად მათივე საკუთარი პრინციპები უდევს, მათი ობიექტურობა ეჭვს ბადებს. და ის, ვინც თავისი კრიტერიუმების, შეფასებების, მოლოდინების ქსელიდან თავს დააღწევს, მზადაა უმაღლესი მართლმსაჯული გახდეს.

ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით>>

11 იანვარს დაბადებულები ცხოვრებაში უმაღლესი მორალისტები არიან და ამიტომ მათ მოქნილად ფიქრი უჭირთ. ეს აისახება ბავშვებთან ურთიერთობებში, რადგან მზად არიან, მათი ნორმების საწინააღმდეგო ნებისმიერი საქციელი გაკიცხონ. ასე ბავშვებს დამოუკიდებლად აზროვნებისა და ქცევის სურვილი უქრებათ. ამიტომ, 11 იანვარს დაბადებულებმა უნდა მოთოკონ დამრიგებლური ტონი, არ შექმნან კონფლიქტები ოჯახის შიგნით, რომელიც მომავალში, შესაძლოა, თაობებს შორის ანტაგონიზმში გადაიზარდოს. ნაცნობი მასალის შეფასებისას 11 იანვარს დაბადებულები ბრწყინავენ ცოდნითა და ერუდიციით.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

თავიანთ საქმეში ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის აღწევენ პროფესიონალის სტატუსს, არიან გამოცდილი ექსპერტები ან არბიტრები. ბევრი მათგანი ამჟღავნებს შესაშურ ანალიტიკურ უნარსა და ენთუზიაზმს, რათა უგულისყურო ადამიანები გამოავლინონ. იოლად ამჟღავნებენ თაღლითობასა და სიყალბეს, ამიტომ კორუფციასა და საქმეში აფერის გამოვლენაში ბადალი არ ჰყავთ. ასეთი პროფესიონალების შეცდომაში შეყვანა ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. თუმცა ეს დამახასიათებელი თვისება ხანდახან შეიძლება ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს - სიჯიუტემ შეიძლება თვალი დაუბინდოს, ისინი პირდაპირ ივლიან და მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმენენ; თუ ერთხელ რაიმე არჩევანს გააკეთებენ, შემდეგ დისკუსიის გაგრძელების ყველანაირ მცდელობას უარყოფენ.

11 იანვარს დაბადებულები სიჯიუტესა და თავდაჯერებულობას ისეთ საკითხებშიც ამჟღავნებენ, სადაც არაკომპეტენტური არიან. ამას, ბუნებრივია, გარშემომყოფთა მრისხანება და გაღიზიანება მოსდევს, მაგრამ ამ დღეს დაბადებულებს ესეც ვერ აჩერებს და განაგრძობენ საკუთარი აზრის მტკიცებას. ამასთან დაკავშირებით, ამ დღეს დაბადებულებს მეტი მოქნილობა ნამდვილად არ აწყენდათ. 11 იანვარს დაბადებულები ბუნებით კეთილი, გულუხვი, ერთგული ადამიანები არიან, მათ უნდა მოთოკონ საკუთარი დიდაქტიზმი და „მოძღვრის" ფუნქცია და მაშინ შეუძლიათ, საუკეთესო მისაბაძი მაგალითის წოდებაც მიიღონ. წარმატებისკენ მიმავალ გზას შეუძლია მათი ცრურწმენებისა და სიჯიუტის შეკავება. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი ანალიტიკური ნიჭი, რათა მიაღწიონ სრულყოფილებას, განავითარონ გულღიაობის მომენტი და მოთმინება ადამიანების მიმართ.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ჯანმრთელობა

11 იანვარს დაბადებულებს, გარშემომყოფთა მსახურებისკენ სწრაფვაში, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ძალების ზღვრამდე გამოფიტვა სჩვევიათ. მათ უნდა ისწავლონ დასვენება, მოდუნება, უნდა გათავისუფლდნენ არასასურველი ფიქრებისგან. ხანდახან სადავეები უნდა მიუშვან, რომ ყველაფერი მათი კონტროლისა და მონაწილეობის გარეშე წავიდეს. ასეა თუ ისე, განცდებითა და განგაშის შეგრძნებით, დაძაბულობით იქმნიან კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემების პრობლემებს. 11 იანვარს დაბადებულები დიეტის დროს მკაცრად კატეგორიულები არ უნდა იყვნენ, ამიტომ მრავალფეროვანი მენიუ უნდა ჰქონდეთ. კარგი იქნება, თუ კულინარიულ ჩვევებსაც გამოიმუშავებენ. არ უყვართ ფიზიკური სავარჯიშოები, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამას დაძლევენ და ფიზიკური აქტივობისთვის ცოტა დროს მაინც გამოყოფენ - თუნდაც სიარულის ან ცურვისთვის.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

რჩევა:

იყავით მოქნილები, ღია ცვლილებებისთვის. მოუსმინეთ ადამიანებს, სანამ საბოლოო ვერდიქტს გამოიტანდეთ. აღიარეთ საკუთარი შეცდომები. შეაქეთ ადამიანები, თუ ისინი ამას იმსახურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0