დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერი კარგად გამოგივათ. თუნდაც ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ წავიდეს, შეძლებთ სიტუაციის კონტროლის საკუთარ ხელში აღებას. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ რომელიმე ძველი იდეის განხორციელებისთვის შესაფერისი დრო დადგა. ზოგიერთ თქვენგანს ახალი ნაცნობები დაეხმარებიან. მოსალოდნელია მგზავრობა, რომელიც დამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ გზას მარტო შეუდგებით.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღის დასაწყისი წინააღმდეგობრივი იქნება. ბევრ თქვენგანს გაუჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება. გიჭირთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა, ხოლო გარშემომყოფები ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამენ. მაინც შეძლებთ სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილებას, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

აჯობებს, თუ დღეს განსაკუთრებულად დამღლელსა და მნიშვნელოვანს არაფერს დაგეგმავთ. თუ გექნებათ საშუალება, დაისვენეთ, წაგადგებათ ძალების აღდგენა. საქმეებს ყურადღებით მოეკიდეთ. ზედმეტ მღელვარებას სიტუაციის დამძიმება შეუძლია. მიიღებთ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. არის საშიშროება, რომ ვიღაც სპეციალურად ცდილობს თქვენს შეცდომაში შეყვანას. იფრთხილეთ ახალ ნაცნობებთან, თუ ისინი დაჟინებით ცდილობენ, რომ თავი მოგაწონონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ყოველთვის ვერ ახერხებთ საკუთარი ძალების სწორად შეფასებას. ხანდახან გეჩვენებათ, რომ რასაც მოისურვებთ, ყველაფერს მიაღწევთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. სანამ რამე პირობას დადებთ, ან სხვის ნაცვლად პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ, კარგად დაფიქრდით. მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ისინი ხშირად გაკრიტიკებენ და შეცდომებზე მიგითითებენ. თქვენ კი სულ უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი მწვავედ რეაგირებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

კარგი დღეა. ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად განეწყოთ და ღრუბლებში არ იფრინოთ. არ მისცეთ უფლება ოცნებებსა და ფანტაზიებს, რომ რეალურ საქმეებს მოგწყვიტოთ მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მოსაწყენი საქმეების გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ ფინანსური საკითხები. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერად ჩაივლის. კარგი დროა როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

მშფოთვარე და არცთუ ნაყოფიერი დღეა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ხშირად გაფანტვინებენ ყურადღებას და კალაპოტიდან გაგდებენ. ხშირად ვერ ერკვევით, რომელი ამოცანა უნდა გადაწყვიტოთ სასწრაფოდ და რომელი - მოიცდის. მნიშვნელოვანია, რომ არ იჩქაროთ. თუ ყველაფერს კარგად აწონ-დაწონით, შეცდომასაც არ დაუშვებთ, არ გაებმებით არაკეთილმოსურნეების დაგებულ მახეში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღე სასიამოვნოდ იწყება, მაგრამ არცთუ ნაყოფიერად. შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ ძველ ნაცნობებს, გაიცნოთ ახალი ადამიანები. შესაძლოა, რამე უჩვეულო ღონისძიებაზე დაგპატიჟონ. მაგრამ ამ პერიოდში დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა ადვილი არ იქნება. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერად ჩაივლის. სწორედ ამის წყალობით მიაღწევთ წარმატებებს. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. თამამად შეგიძლიათ თქვათ, რასაც ფიქრობთ - ეს ბევრზე მოახდენს კარგ შთაბეჭდილებას. ასევე შეგიძლიათ, დაარღვიოთ ტრადიციები, ჩაატაროთ ექსპერიმენტები და ეძებოთ საკუთარი გზა მიზნების მისაღწევად. თქვენმა საქციელმა, შესაძლოა, ზოგიერთი გააოცოს, მაგრამ სწორედ ამის წყალობით მიაღწევთ წარმატებებს. არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ მეგობრობაში გადაიზრდება. ფრთხილად იყავით დოკუმენტებთან მუშაობისას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად, პრობლემების გადაჭრისთვის. ხართ მშვიდი და შეუპოვარი, მზადყოფნაში, რომ გადალახოთ სირთულეები და მეტოქეებს დაუპირისპირდეთ. თქვენს წარმატებებს ყურადღებას მიაქცევენ. შესაძლოა, თანამშრომლობა შემოგთავაზონ. პირადი ურთიერთობები არცთუ სახარბიელოდ ვითარდება. ახლობლები თქვენგან ბევრს ელოდებიან, თქვენ კი ცდილობთ მათი იმედების გამართლებას, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგდით.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

თავის გაკონტროლება დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ. გარშემომყოფები თითქოს სპეციალურად ცდილობენ თქვენი მოთმინების უნარის გამოცდას, ხშირად გისვამენ რთულ კითხვებს, ერევიან თქვენს საქმეებში და დაუკითხავ რჩევებს გაძლევენ. ჩხუბის თავიდან არიდება გიჭირთ. სულიერი წონასწორობის დაბრუნებაში საინტერესო საქმე დაგეხმარებათ, ასევე, გარემოს გამოცვლა. ხელსაყრელია ფინანსური სურათი. შეგიძლიათ ფულთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა. შესაძლებელია თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. ის მიესადაგება როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს. შესანიშნავად ეწყობით ადამიანებს. გაგახარებთ ახალი ნაცნობობა, განწყობას აგიმაღლებთ ღონისძიებებზე დასწრება. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ - დღეს თანხას ქარაფშუტულად ხარჯავთ. ფულისადმი ამ დამოკიდებულების გამო შესაძლებელია წარუმატებლობები საქმეებში.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეების მოძებნისთვის. გარშემომყოფებს იოლად დააინტერესებთ საკუთარი იდეებით. შესაძლოა, დაგეხმარონ ის ადამიანები, ვისგანაც მსგავსს არაფერს ელოდებოდით. ერთობლივმა მუშაობამ, შესაძლოა, სათავე დაუდოს მჭიდრო მეგობრობას. დღეს საქმიანი საკითხების გადაწყვეტისას პირადი სიმპათია-ანტიპათია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. იქნება იღბლიანი თანხვედრები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0