კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 18-24 ნოემბრის პერიოდში

© Sputnik / STRINGERშემოდგომა მარტყოფში
შემოდგომა მარტყოფში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში ზოდიაქოს ბევრი ნიშანი ვერ აარიდებს თავს სტრესულ ვითარებებს. ასტროლოგები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ სასიამოვნო საქმეებს, შევიცვალოთ გარემო და ხშირად დავისვენოთ

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლები, მონდომების შემთხვევაში, შეძლებენ ამ შვიდი დღის წარმატებითა და პროდუქტიულად გატარებას.

ვერძი

ვერძი ხშირად ავ და ბრაზიან ნიშნად მიაჩნიათ, მაგრამ ასეთი თქვენ გარემოებების გამო ხდებით. თავისთავად კეთილი და მეგობრული ადამიანები ხართ. 18–21 ნოემბერს, შესაძლოა, თქვენი მოშურნეები და არაკეთილმოსურნეები გააქტიურდნენ და განზრახულად პრობლემების შექმნით თქვენს კონფლიქტზე წამოგებას შეეცადონ. ამასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე და მოთმინება გმართებთ. 22 ნოემბერს ვარსვლავების ენერგეტიკა დადებითი გახდება და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

კვირის ბოლო უმეტესობისთვის ჯადოსნური პერიოდი გახდება. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, ან თავბრუდამხვევი რომანის დაწყება. შესაძლოა, მოულოდნელად ხარჯები გაიზარდოს, ამიტომ ყურადღებით იყავით ფინანსებთან მიმართებით და ზედმეტის უფლება არ მისცეთ თავს.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

კურო

ამ კვირაში თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გაიხსნება სასიყვარულო სფეროში. მეორე ნახევრის ძებნა შეიძლება წარმატებით დასრულდეს. დაოჯახებულებს ბედი გაგიღიმებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შაბათ–კვირა საყვარელ ადამიანს დაუთმოთ.

ყველაზე ხელსაყრელი დღეა კვირა. ვარსკვლავებისა და პლანეტების აქტიურობა დაგეხმარებათ, განახორციელოთ ბევრი ჩანაფიქრი, ან კარგად დაისვენოთ, შეიცვალოთ გარემო. ყველაზე საშიში დღეა ორშაბათი, მაგრამ 18 ნოემბერს პრობლემების თავიდან აცილებაში გამძაფრებული ინტუიცია დაგეხმარებათ. არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების, სიზარმაცე და უმოქმედობა ბევრად უფრო საშიშია.

ტყუპი

ტყუპებს ბოლო დროს ბევრი ნეგატიური აზრი დაგიგროვდათ. განცდებისა და დაძაბულობის საუკეთესო წამალი ახლობლებთან ურთიერთობები იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, ძალიან შორეული მომავლისთვის არ გადადოთ ოჯახური პრობლემების მოგვარება. ამ კვირაში მისი გადაჭრის შესაძლებლობები მოგეცემათ.

საჭიროა მეტი დროის გატარება ახლობლებთან, მათი მხარდაჭერა. 20 ნოემბერი ძალზე ხელსაყრელი დრო იქნება, რადგან პლანეტები უფრო პოზიტიური გახდებიან. მიხედეთ ჯანმრთელობასა და განწყობას, რათა მომატებული პროდუქტიულობა მთელი კვირის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

კირჩხიბი

კირჩხიბებს, შესაძლოა, ახალი მტრები და არაკეთილმოსურნეები გაგიჩნდეთ. ეს განსაკუთრებით ორშაბათსა და სამშაბათს არის მოსალოდნელი, სანამ ვარსკვლავები და პლანეტები დესტრუქციული იქნებიან. თავი უნდა დაიცვათ სხვისი ნეგატიური ენერგეტიკისგან. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს და აიმაღლეთ თვთშეფასება.

შუა კვირა იდეალურად მიესადაგება შემოქმედებითი თემების რეალიზებას. თქვენი განწყობა სტაბილური იქნება, ამიტომ ნებისმიერი შრომა შედეგს მოიტანს. შეიძლება მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან, მონაცემების შეგროვება, მაღაზიებში წასვლა. დასვენება და გართობა უქმეებისთვის დაგეგმეთ.

ლომი

ლომებმა ყურადღების კონცენტრირება პირად საქმეებზე უნდა მოახდინოთ, განმარტოვდით ან ყველაზე ახლობელ ადამიანებთან იქონიეთ კონტაქტი, რადგან ამ კვირაში ენერგეტიკული ვამპირების აქტიურობის გაზრდაა მოსალოდნელი. სიყვარულში იმედგაცურება გელოდებათ, ამიტომ სჯობს, ახალი ურთიერთობები ჯერჯერობით არ დაიწყოთ.

ამ კვირაში, შესაძლოა, თავი შეგახსენონ ადამიანებმა, რომლებთანაც დიდი ხანია, კავშირი შეწყვიტეთ. თუ ურთიერთობები ცუდად დამთავრდა, მათი ცხოვრებაში შემოშვება არ ღირს, რადგან პრობლემების გამეორების რისკი მაღალია. სამუშაოსთან დაკავშირებით აჯობებს, თუ დამოუკიდებლად იმუშავებთ.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?

ქალწული

ენერგეტიკული თვალსაზრისით რთული და ცვალებადი კვირაა მოსალოდნელი. ყველაზე ნეგატიური, სტრესული და საშიში კვირის პირველი ორი დღე იქნება. არ უნდა დაეცეთ სულიერად და უნდა შეინარჩუნოთ მაქსიმალური შრომისუნარიანობა. ფიზიკურ და ემოციურ დაძაბულობას ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა შეუძლია, ამიტომ დროდადრო დაისვენეთ.

ძალიან წაგადგებათ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა ღონისძიებას. არ დაივიწყოთ ადრე მიცემული პირობა და საქმე შუა გზაზე არ მიატოვოთ. უქმეები კარგი დროა საყიდლებისა და მთლიანობაში, ფინანსური აქტივობისთვის.

სასწორი

სასწორები მეტად ტაქტიანი უნდა იყოთ ადამიანებთან ურთიერთობებში და ნეგატიურ ემოციებს არ უნდა აჰყვეთ. ძალიან წაგადგებათ სადმე წასვლა – სხვა ქალაქში, მივლინებაში ან ექსკურსიაზე. გარემოს შეცვლა კარგ განწყობასა და ახალ ნაცნობობას გპირდებათ. ვისაც გყავთ პარტნიორი, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად გაემგზავრებით – ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს.

უმოქმედობა და სიზარმაცე შეგიქმნით საფრთხეს, რომ ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დაგიდგეთ. საჭიროა მეტი მოძრაობა, სახლიდან ხშირად გასვლა. სიყვარულში შესაძლებელია გრძნობების გაციება, ასე რომ, ურთიერთგაგების შესანარჩუნებლად ძალისხმევა დაგჭირდებათ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უხეშობასა და კონფლიქტებს მოერიდოთ.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"

მორიელი

ყველას აქვს ფინანსური უიღბლობის პერიოდები. თქვენს ცხოვრებაში სწორედ ასეთი დრო დგება, როცა საჭიროა ნაკლების დახარჯვა და მეტი ყურადღების მიქცევა ფულის გამომუშავებაზე.

პრობლემებია მოსალოდნელი სასიყვარულო ურთიერთობებშიც. მეორე ნახევართან რომ სიახლოვე შეინარჩუნოთ, მეტი დრო უნდა გაატაროთ მასთან. ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ კოლეგებისა და უცნობი ადამიანების პროვოკაციებს. ახლა ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით, ორშაბათს, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები დესტრუქციული და საშიში იქნებიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს, შესაძლოა, დროებით ნეგატიური აზრები და ფიქრები, სევდა და აპათია დაგეუფლოთ. მოგიწევთ ცხოვრებისეულ გზაზე ცვლილებებთან შეხვედრა, რომელთაგან ზოგიერთი არცთუ სასიამოვნო იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. თუ ამას შეძლებთ, წარუმატებლობა უქმეებზე უკან დაიხევს.

თამამად შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას, მაგრამ გადაწყვეტილებები მხოლოდ ალღოზე დაყრდნობით არ მიიღოთ – გონებაც ჩართეთ. ამბიციებმა ადგილი უნდა დაუთმოს გონივრულობასა და სიბრძნეს. აქტიურად დაისვენეთ – გაემგზავრეთ სადმე, ან უბრალოდ, რამე სასიამოვნო საქმით დაკავდით. მთავარია, უსაქმოდ არ დასხდეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს კვირა, შესაძლოა, არცთუ მარტივი იყოს, ამიტომ უნდა აიმაღლოთ ენერგეტიკა. თავდაჯერებული და ენერგიული თხის რქები გამარჯვებას ნებისმიერ სფეროში შეძლებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ძალა არ დაიშუროთ მიზნის მისაღწევად. 18–24 ნოემბრის პერიოდში არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს შიშებსა და მერყეობას.

კვირა მრავალფეროვანი და დინამიკური იქნება, დროდადრო გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ. ზოგიერთ საკითხში კოლეგებს და ახლობლებს მიმართეთ დახმარებისთვის. თუ დამატებით თანხის გამომუშავებას შეძლებთ, სჯობს, ჯერ არ დახარჯოთ ეს ფული.

მერწყული

მერწყულებს ხანდახან აგრესიულ ადამიანებად მიგიჩნევენ, რადგან დროდადრო მართლაც მიმართავთ საკმაოდ რადიკალურ ზომებს. ამ კვირაში აჯობებს, თუ თავს აარიდებთ იმპულსურობას, არ ჩაებმებით კამათში, არ გააღვივებთ კონფლიქტს.

იდეალური კვირაა ოჯახური საქმიანობისთვის. უქმეებზე კარგი იქნება სახლის საფუძვლიანი დალაგება, მოწესრიგება და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. პოზიტიური ენერგიით დამუხტვისთვის შეგიძლიათ მეგობრებისა და ნათესავების მოწვევა. მთლიანობაში, სჯობს, არ გადაუხვიოთ დღის სტანდარტულ წესრიგს და დრო უქმად არ დაკარგოთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

თევზები

თევზებს მრავალფეროვანი და რთული კვირა გელოდებათ. ნერვები დაძაბული გექნებათ. არასასურველი პერიოდია ახალი ნაცნობობის, სამუშაოს შეცვლისა და სარისკო საქმეებისთვის.

დახმარებას ახლობლების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება 18 და 19 ნოემბერს, სანამ ვარსკვლავები დესტრუქციული იქნებიან. რაც უფრო საიმედო იქნებით თავად, მით უფრო საიმედო იქნებიან თქვენი კოლეგები და მეგობრები. გაუფრთხილდით სულიერ სიმშვიდეს, არ დაივიწყოთ დასვენება, სეირნობა და ურთიერთობები პოზიტიურ ადამიანებთან.

ყველა ახალი ამბავი
0