დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მოსალოდნელია მცირეოდენი სირთულეები, მაგრამ მთლიანობაში დღე არცთუ ცუდად ჩაივლის. შესაძლებელია დაყოვნება საქმეებში. არ არის გამორიცხული, რომ დღეს იმაზე ნაკლები საქმის გაკეთება მოასწროთ, ვიდრე ელოდებოდით. მოსალოდნელია უთანხმოებები ადამიანებთან, რომლებიც ადრე თქვენ მხარეს იყვნენ. მაგრამ საგანგაშო აქ არაფერია - შეგიძლიათ, რომ მშვიდად განიხილოთ ყველა პრობლემა და კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ წონასწორობა და პროვოკაციებს არ წამოეგოთ.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი დღეა განსჯისთვის, სწავლისთვის, ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზისთვის. მცირე დეტალებისადმი ყურადღება დაგეხმარებათ, რომ ამხილოთ არაკეთილმოსურნეები და მეტოქეების სუსტი წერტილები იპოვოთ. არ იჩქაროთ. ახლა მიზნისკენ კომფორტული რიტმით უნდა იმოძრაოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გექნებათ, მოახერხებთ ახლობლებთან ურთიერთობებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპი

კარგი დღეა რამე ახლის დაწყებისთვის. შეგიძლიათ, თქვენი იდეები სხვებს გაუზიაროთ, გამოიჩინოთ ინიციატივა: ახლა ამისთვის სწორედაც რომ შესაფერისი დროა. ეცადეთ, ერთმანეთში არ აურიოთ საქმიანი და პირადი ინტერესები, არ იხელმძღვანელოთ ემოციებით სამუშაოსთან, ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას. დღის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ ახლობლებთან მნიშვნელოვან საკითხებს არ განიხილავთ, რადგან დიდია უთანხმოებების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის შეხვედრები ძველ და ახალ ნაცნობებთან, მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას მათზე. შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ორივე შემთხვევაში აჯობებს, თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ. დაიღლებით ჩვეულებრივზე სწრაფად, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, როდესაც გეგმას შეადგენთ. დღის მეორე ნახევარში, სჯობს, მოერიდოთ გადაღლასა და სტრესულ ვითარებებს.

ტაილანდი - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 11–17 ნოემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. გექნებათ საშუალება, ისაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, იმსჯელოთ პრობლემებზე. გაგიჭირდებათ დეტალებზე ყურადღების კონცენტრაცია. მოსალოდნელია შეცდომების დაშვება. ბევრ თქვენგანს გაუჭირდება ახალია საქმის დაწყება. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ძალზე თბილი და ჰარმონიული იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს

ქალწული

მრავალფეროვანი და საკმაოდ დამღლელი დღეა. ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ, რაც ბევრ დროს წაგართმევთ. მოგიწევთ რამე საქმის გადადება. ეცადეთ, ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ, ახლა ვინმესთან ჩხუბი და კამათი ნამდვილად არ გაწყობთ. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა - დღეს შეუცდომლად შეარჩევთ იმ ნივთებს, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ და გაგახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ცუდი დღე არ არის, თუ მას თვითონ არ გააფუჭებთ თქვენი ნაჩქარევი გადაწყვეტილებებითა და დაუფიქრებელი ნაბიჯებით. სულ არ არის საჭირო აჩქარება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ხელსაყრელ მომენტს უნდა დაელოდოთ. ხანდახან ჩნდება გაუგებრობები გარშემომყოფებთან, რადგან ყველას არ მოსწონს თქვენი ტაქტიკა. ეცადეთ, პროვოკაციას არ წამოეგოთ, თავი აარიდოთ ჩხუბს. საღამოს მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მამაკაცების კომპლექსები და შიშები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

სწრაფად და მტკიცედ მოქმედებთ და არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ამ დროს, ემოციებზე აყოლა ახლა ნამდვილად არ ღირს. ემოციების გავლენით შეიძლება თქვათ და გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ. ახლობლებთან ურთიერთობები ყოველთვის სასიამოვნო არ არის, ხშირად გაკრიტიკებენ. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ ამ კრიტიკას მოუსმენთ, რადგან მასში სიმართლის მარცვალიც იქნება. საღამოს დაისვენეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას

მშვილდოსანი

კარგი დღეა საქმიან სფეროში ცვლილებებისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ სამუშაოს შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები, დაიწყოთ ხანგრძლივი თანამშრომლობა ახალ პარტნიორებთან. ასევე კარგი დღეა ინიციატივის გამოჩენისთვის პირად ურთიერთობებში. დღეს რასაც უნდა მოერიდოთ, ეს მოწყენილობაა - სწორედ ამის გამო შეიძლება გაგიფუჭდეთ განწყობა. ეცადეთ, რამე საინტერესო გააკეთოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. ბევრ საქმეში შეიძლება ბრწყინვალე შედეგების მიღება. რთული საქმეების გაკეთებას ენთუზიაზმით შეუდგებით. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ და სხვის მხარდაჭერას არ დაელოდოთ. არ არის გამორიცხული უთანხმოებები ადამიანებთან, მაგრამ ურთიერთობების გამორკვევა სამომავლოდ გადადეთ. საღამოს კარგი დროა საყიდლებზე წასვლისა და გარიგებების დადებისთვის.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
ბედნიერი იქნება თუ არა თქვენი შვილი - ამას მისი დაბადების საათი გეტყვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ემოციური ფონი დაძაბულია, ამიტომ გიჭირთ სიმშვიდის შენარჩუნება. ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა. განსაკუთრებით რთული დღე იქნება ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც დღეს, რატომღაც, ყველა ჭკუას ასწავლის. ამისგან ყურადღების გადატანაში რთული და საინტერესო საქმეები დაგეხმარებათ. გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები, რომელთა განხორციელებისთვის დამხმარეები დაგჭირდებათ. მათ შერჩევაში ინტუიცია დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის

თევზები

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. გადაწყვეტილებების მიღებასა და დასკვნების გამოტანას არ ჩქარობთ. გეგმების შედგენაზე, შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი დრო დაგჭირდეთ. მაგრამ თუ არ აჩქარდებით, იპოვით ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის გზებს. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. ყურადღებით იყავით, თუ მგზავრობა მოგიწიათ - კარგად შეამოწმეთ მარშრუტი და ბარგი და დარწმუნდით, რომ ყველაფერი საჭირო ადგილზეა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0