დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ და წვრილმანებზეც ნერვიულობთ. გარშემომყოფებს ეს უცნაურად ეჩვენებათ და თქვენს გამხნევებას ცდილობენ, რაც გაღიზიანებთ. განცდებისგან სასარგებლო საქმიანობა დაგიცავთ. მათზე გაამახვილეთ ყურადღება და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. არაა სასურველი ფინანსური ვალდებულებების აღება. ასევე, არ გასცეთ ვალი.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

სირთულეები გამორიცხული არ არის, მაგრამ მათი გადალახვის ხერხებს, დიდი ალბათობით, მიაგნებთ. შესაძლებელია, რომ სწორედ დღეს მიიღოთ ის გამოცდილება, რომელიც შემდგომ გასაჭირისგან არაერთხელ გიხსნით. ჩვეული საქმეებისგან იღლებით, მაგრამ როგორც კი რამე საინტერესო გამოჩნდება, თავს კვლავ მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები

ტყუპი

კარგი დღეა იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ საქმეებს მიხედოთ, არის შანსი, რომ მართლაც ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწიოთ. არაა გამორიცხული, რომ ამისთვის რამე საშიშ ექსპერიმენტზე წახვიდეთ. არ არის აუცილებელი, რომ მარტომ იმოქმედოთ. დამხმარეები იმ ადამიანთა წრეში მოძებნეთ, რომლებიც თქვენს გამოცდილებას ენდობიან. ეცადეთ, არ იკამათოთ. საკუთარ მიზნებს ამ ადამიანების მხარდაჭერით უფრო მალე მიაღწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ეცადეთ, ყველა საქმეს სერიოზულად მოეკიდოთ, წარმატებების მისაღწევად სწორედ ეს არის ახლა საჭირო. ორგანიზებულობა და დისციპლინა პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ. დრო უქმად არ დაკარგოთ. შესაძლებელია საქმიანი შეხვედრები, ნაყოფიერი მოლაპარაკებები, თანხის მიღება. ფინანსურ საკითხებში ინტუიციას ენდეთ.

შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ნოემბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ხელსაყრელი დღეა ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის. ბევრთან პოულობთ საერთო ენას. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოულოდნელად სასიამოვნო ჩაივლის. საღამოს გექნებათ საშუალება, რომ თქვენთვის საინტერესო საქმე აკეთოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლებელია იმ ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ და ძალიან გენატრებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

არცთუ მარტივი დღეა. გელოდებათ მრავალი გამოცდა, რომელთა გადასალახავად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ბევრი საკითხის გადაწყვეტა ჩვეულებრივზე მეტად რთულდება. მაგრამ შეუპოვრობა თავის ნაყოფს გამოიღებს და არაერთმნიშვნელოვანი ვითარებიდან გამოსავალს იპოვით. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

სასწორი

ყველაფერში სიფრთხილე გჭირდებათ. დაუფიქრებელ საქციელსა და სიტყვას უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. ეცადეთ, არავის არაფრის პირობა არ მისცეთ – მისი შესრულება, დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ. განსაკუთრებულ კმაყოფილებას გგვრით მოამავლზეფიქრი და გეგმების დაწყობა, მაგრამ რეალობის ფარგლებში დარჩენა გიჭირთ და ხშირად სასურველს სინამდვილედ აღიქვამთ, ამიტომ ყურადღებით იყავით.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღეს სირთულეები გელოდებათ, მაგრამ არც ძალიან სერიოზული. შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი საქმეები, მათ შორის, მასშტაბური და რთული. შესაძლოა, დაგეხმარონ ის ადამიანები, რომელთაგან მსგავსს არ ელოდებოდით. გექნებათ რამე ოჯახური პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა; კარგი დღეა სერიოზული საუბრებისთვის. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

კარგი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოთ. შესაძლებლობა გექნებათ, ძველი კონფლიქტი მოაგვაროთ. თქვენი სიტყვები და მოქმედებები ბევრში იწვევს თქვენდამი პატივისცემას. კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა, ახალი იდეების განდობა გარშემომყოფებისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი მგზავრობა, რომლის მიზეზი ზოგიერთისთვის ახლობლის დახმარება იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

თხის რქა

კარგი  დღეა მუშაბისთვის. კარგად უმკლავდებით რთულ საქმეებს, ხანდახან უჩვეულო გადაწყვეტილებებს პოულობთ იქ, სადაც სხვები ჩიხში ექცევიან. გადგებათ მიღებული გამოცდილება. გამორიცხული არ არის პრობლემები ურთიერთობებში, განსაკუთრებით გიჭირთ იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებმაც არ იციან საკუთარ განცდებზე საუბარი. ამის გამო ხშირად ეჭვები გიჩნდებათ მათთან მიმართებით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ. მათი განხორციელება დაუყოვნებლივ არ ხერხდება, მაგრამ იცით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამას აუცილებლად გააკეთებთ. დღევანდელი დღის მოვლენები დაგეხმარებათ, რომ ბევრ რამეს სხვაგვარად შეხედოთ, შეიცვალოთ თვალსაზრისი. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია კამათი, მცირე უთანხმოებები, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მივა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თევზები

მნიშვნელოვანი დღეა. მოგიწევთ ბევრ რამეზე ფიქრი, სერიოზული გადაწყვეტილებები მიღება. რჩევისთვის, თუ დაგჭირდათ ის, ვის მიმართოთ, კარგად იცით და ამაში ინტუიცია გეხმარებათ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები. არ არის გამორიცხული, რომ მათგან რამე საინტერესო წინადადება მიიღოთ. ადამიანების მიმართ უფრო ლოიალური გახდებით და მათში უფრო ღირსებებს დაინახავთ, ვიდრე ნაკლოვანებებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0