19:00 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
257010

მთვარის კალენდარი საუკეთესო დამხმარეა ბედნიერების ძიებაში. ის შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, თუ როგორ სჯობს მოქმედება მთვარის ზოდიაქოს სხვადასხვა თანავარსკვლავედში ყოფნის დროს.

მთვარის კალენდარი დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ პრობლემები და იღბალი მოვიზიდოთ, დავგეგმოთ საქმეები მთვარის ფაზის შესატყვისად.

11, 12 ნოემბერი: 11 ნოემბერი მზარდი მთვარის ბოლო დღეა. ის კუროს ეგიდით ჩაივლის. არის არახელსაყრელი დღე, როდესაც არ ღირს გარისკვა, საჭიროა ყურადღება დეტალების მიმართ, სიზარმაცის დაძლევა. 12 ნოემბერი სავსემთვარეობის დღეა ასევე კუროს ნიშანში. ძალზე საშიში და არაპროგნოზირებადი დროა. ექსპერტები გვირჩევენ, მიზნად გავიხადოთ შინაგანი ჰარმონიის ძიება და მოვერიდოთ ისეთ უარყოფით გრძნობებს, როგორიცაა შური, ბრაზი, წყენა, ეჭვიანობა.

13, 14, 15 ნოემბერი: კლებადი მთვარე ტყუპის თანავარსკვლავედში ადამიანებში გაამძაფრებს სწრაფვას მიზნის სწრაფად მიღწევისკენ, მაგრამ ამ დღეებში აჩქარება ნამდვილად არ ღირს. მთვარე წინდახედულებას შეასუსტებს ჩვენში და სასწაულის მოხდენის იმედს მოგვცემს. ამგვარმა დამოკიდებულებამ საქმეებისადმი, შესაძლოა, იმედგაცრუებები და პრობლემები გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობას არ გავექცეთ.

16,17 ნოემბერი: ძალზე ხელსაყრელი ორი დღეა საოჯახო საქმეებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანში - ესაა აღმშენებლობითი ენერგიის, წარმატებისა და სიყვარულის დომინირების დრო. ასეთ პერიოდებში პოულობენ ხშირად ადამიანები თავიანთ მეორე ნახევარს, აგვარებენ კონფლიქტებს, უთანხმოებებს და ურთიერთობებში ახალ ეტაპს იწყებენ. ნუ შეუშინდებით კომპრომისების ძებნას.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

18, 19 ნოემბერი: კარგი დღეებია სულიერი ძიებების, თვითანალიზისა და ახალი ცხოვრებისეული მიზნების ძიებისთვის. ასტროლოგების დაჟინებული რჩევაა, არ ვისხდეთ უსაქმოდ, სანამ კლებადი მთვარე ლომის თანავარსკვლავედშია.

მთავარი თემები