დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

იმის იმედი, რომ წარმატებებს იოლად მიაღწევთ, არ გქონდეთ. ფრთხილად იყავით იმათთან, ვინც ოქროს სასახლეს გპირდებათ. ეს ის დღეა, როდესაც ყველაზე მოკრძალებული გამარჯვებისთვისაც კი დიდი ჯაფა მოგიწევთ. არასასურველია რამის სამომავლოდ გადადება. საღამოს სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ და ეს განწყობაზე ცუდად აისახება. ეცადეთ, გაღიზიანება მოთოკოთ. ამაზე იქნება დამოკიდებული ახლობლებთან ურთიერთობები - თუ ემოციებს გაუმკლავდებით, კონფლიქტიც არ იქნება.

შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად ნოემბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

საჭიროა დღის პირველი ნახევრის მაქსიმალურად გამოყენება, როდესაც კარგი იქნება მოკავშირეების მოძებნა, კარგი რჩევების მიღება, იღბლიანი შოპინგი, მომგებიანი გარიგების დადება. მოგვიანებით დიდი ყურადღება იქნება საჭირო საქმეებში, ასევე, საკუთარი თავის მიმართ, რადგან ჩვეულებრივზე ხშირად არის მოსალოდნელი სტრესული ვითარებები. არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო თავი ცუდად იგრძნოთ. ფრთხილად იყავით კულინარიული ექსპერიმენტების მიმართ, რადგან თქვენი საჭმლის მონელების სისტემა ძალზე დაუცველი იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

არცთუ კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. მოსალოდნელია საქმის შეყოვნება, უიღბლო დამთხვევები, რის გამოც საჭირო შედეგის მიღება გაჭიანურდება. ასევე არ არის გამორიცხული ფინანსური სირთულეები. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და საღამო დილაზე ბევრად უკეთესი იქნება. მოსალოდნელია კარგი სიახლეები თქვენ ან თქვენ ახლობლებზე. ასევე, ამ პერიოდში არაერთი საუკეთესო იდეა შეიძლება გაგიჩნდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

მნიშვნელოვანია, რომ თავი ხელში აიყვანოთ. დღე მრავალ ძლიერ ემოციას მოიტანს, მაგრამ თუ ამ ემოციებს აჰყვებით, შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. სჯობს, ჯანსაღი აზრით იმოქმედოთ, რომლის წყალობითაც მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს და მიზნამდე უმოკლეს გზას იპოვით. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. ამ დროს შეიძლება საუბარი სრულიად სხვადასხვა რამეზე ისე, რომ უთანხმოებების შიში არ გექნებათ.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. რამე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მოვლენები მოსალოდნელი არ არის. შეგიძლიათ, მშვიდად დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მიიღოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ბოლო ხანს ხშირად გაწუხებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ძველ ნაცნობს. არ არის გამორიცხული, რომ ფრიად სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ბევრ წვრილმანს, დიდი ალბათობით, მომგებიანად იყიდით, მაგრამ მოერიდეთ მსხვილ შენაძენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

რთული დღეა. ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ - დღეს დიდი ალბათობაა იმისა, რომ იჩხუბოთ იმ ადამიანთან, რომელთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდით. ხანდახან ძალზე მკვეთრია თქვენი გამონათქვამები, ან იძლევით რჩევებს, რომლებიც არავის უთხოვია თქვენთვის. დამოუკიდებლად თუ იმოქმედებთ, შესაძლებელია წარმატებების მიღწევა. განსაკუთრებით კარგად გამოგდით ის საქმეები, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

შესანიშნავი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, ბიზნესთან და სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად. შეგწევთ უნარი, რომ დაიცვათ საკუთარი თვალსაზრისი, გადაარწმუნოთ ოპონენტები. იქნება შანსი, რომ დადოთ მომგებიანი გარიგება ან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შეთანხმება. ზოგიერთ თქვენგანს საინტერესო მგზავრობა ელოდება, თუ არსად აპირებთ გამგზავრებას, გამონახეთ დრო, რომ გაისეირნოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ აზრებთან მარტო დარჩებით.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ბევრთან პოულობთ საერთო ენას. არ არის გამორიცხული, რომ ძალზე ძლიერი მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, რომლებიც რთულ მომენტებში თქვენი ძლიერი საყრდენი გახდებიან. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია გულწრფელობა, გულგახსნილობა. მოსალოდნელია სირთულეები დოკუმენტების გაფორმების დროს. ხანდახან მნიშვნელოვანი დეტალები გეპარებათ მხედველობიდან და გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული იქნება. ამ დროს ადვილად ეგებით პროვოკაციებზე, განიცდით ნებისმიერ წვრილმანს. არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა არაკეთილმოსურნეებმა ამით ისარგებლონ. მოგვიანებით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს ბევრად თავდაჯერებულად იგრძნობთ. შესაძლებლობა იქნება, რომ დადოთ მომგებიანი გარიგებები, წარმატებით გადაჭრათ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხი, ამასთან, ფულთან და ქონებასთან დაკავშირებით სხვებსაც საჭირო რჩევებს მისცემთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ძალზე მშფოთვარე დღეა. ემოციური ფონი დაძაბულია, ადვილად კარგავთ წონასწორობას, ღელავთ და ნერვიულობთ წვრილმანების გამო. ხშირად გიწევთ არაკეთილმოსურნე ადამიანებთან შეხვედრა, რომლებსაც თქვენი პროვოცირება შეუძლიათ. არ არის გამორიცხული ფინანსური დანაკარგები, წარუმატებელი შოპინგი. ასეთ დღეებში მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. იყავით გულწრფელი და გულღია მათ მიმართ და ისინი თქვენთვის ძალიან სასარგებლო რჩევებს არ დაიშურებენ.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ამ დღისგან ძალიან ბევრს ნუ ელოდებით. ის ზომიერად წარმატებული იქნება. ყოველთვის ვერ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით ხშირად დაუშვებენ შეცდომებს ის მერწყულები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობიან და სხვის რჩევებსა და გამოცდილებას არ ითვალისწინებენ. კარგად ჩაივლის მგზავრობა, ნაყოფიერი იქნება საქმიანი შეხვედრები. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადების მიღება, რაზე უარის თქმაც არ მოგინდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

იღბლიანია დღის დასაწყისი. წარმატებებია მოსალოდნელი იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. არ გადადოთ საინტერესო საქმეები, გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორ გადაწყვეტილებებში, ამიტომ მოუსმინეთ მას. დღის მეორე ნახევარი განსხვავებული იქნება. ემოციური ფონი დაიძაბება, გართულდება წონასწორობის შენარჩუნება. განწყობა, შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანების გამო გაფუჭდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0