დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

საწუწუნო არაფერი გაქვთ: დღის უდიდესი ნაწილი წარმატებით ჩაივლის. არ გაქვთ პრობლემები არც საკუთარ თავთან და არც გარშემომყოფებთან. თქვენი მომხიბვლელობის წინაშე ყველა უძლურია. შესაძლებელია წარმატებების მიღწევა საქმეებში, მაგრამ დიდ პროექტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეჭიდეთ, თუ მოკავშირეების მხარდაჭერაში ხართ დარწმუნებული. მარტოს გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზი.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

არ იჩქაროთ. დღეს სწრაფად წარმატების მიღწევა, რამე რთული საკითხის გადაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა. ბევრ ენერგიას დახარჯავთ, მაგრამ შედეგი საკმაოდ მოკრძალებული იქნება. მაგრამ არ ინერვიულოთ - მოგვიანებით გამარჯვების შანსი გექნებათ. ბევრი თქვენგანი სხვადასხვა საქმეზე ხარჯავს ენერგიას, რადგან ძირითადი მიზანი ვერ გაურკვევია. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელით თავის გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღე არცთუ მარტივი, მაგრამ საინტერესო იქნება. ბევრ თქვენგანს მოეწონება ის, რადგან, შესაძლებელი იქნება ფანტაზიის გამოჩენა, საქმეებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება, დამღლელი რუტინისთვის თავის არიდება. კარგად აეწყობა ურთიერთობები როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. შესაძლებელია რომანტიკული ან მეგობრული ურთიერთობების დაწყება - ყველაფერი თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული. არ მოგერიდოთ ინიციატივის გამოჩენა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

თავი გააკონტროლეთ - დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებს, არ თქვათ და გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. ხშირად გაღიზიანებთ წვრილმანები, მაგრამ გაბრაზების სერიოზული საფუძველიც გეძლევათ. ემოციები შეიკავეთ - რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ გარშემომყოფებს ამ ემოციებზე, მით უკეთესი. მოიგებენ ის კირჩხიბები, ვინც თავის ენერგიას მშვიდობიან კალაპოტში მიმართავს.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

არცთუ მარტივი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. მაღალია საქმიანი აქტივობა. გრძნობთ, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს აკეთებთ. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიული კავშირები და საკუთარი პოზიციები განამტკიცოთ. ჰარმონიულად განვითარდება პირადი ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარში ბევრ თქვენგანს აუმაღლებს განწყობას რომანტიკული პაემანი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, მოკავშირეების ძებნისა და პროფესიული კავშირების გამტკიცებისთვის. ახლა ბევრი სასარგებლოს გაკეთება შეგიძლიათ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფებისთვის. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. არ გადადოთ თამამი გეგმების რეალიზება. პირად ურთიერთობებში შეიძლება ინიციატივის გამოჩენა. მოსალოდნელია სიახლეების გაგება, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

კარგი დღეა საქმეებში ინიციატივის გამოსაჩენად. ახლა გაქვთ შანსი, რომ მიაღწიოთ იმას, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. არ არის გამორიცხული, რომ ძველი ნაცნობები დაგეხმარონ, რაც ძალიან გაგახარებთ. ზოგიერთი თქვენგანი საინტერესო წინადადებას მიიღებს. შესაძლებელია თანხის მიღება. ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე, საკუთარ თავზე ახალი ვალდებულებების აღებას არ ჩქარობთ და ეს სწორი პოზიციაა - ახლა შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 28 ოქტომბერი – 3 ნოემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე, შესაძლოა, საკმაოდ უსიამოვნოდ დაიწყოს. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენი კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ. ამასთან, ამოცანების, თუნდაც მარტივის, გადაჭრა გიჭირთ. ეს ყველაფერი განერვიულებთ. საღამოს მოახლოებასთან ერთად ძალებს მოიკრებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ, განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ამ დროისთვის შეგიძლიათ დაგეგმოთ ნებისმიერი შეხვედრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი და მშვიდი დღეა, ნერვიულობისა და შფოთვისთვის სერიოზული მიზეზები არ გაქვთ. მოგიწევთ რამე საინტერესო საქმის გაკეთება, საინტერესო ადამიანების გაცნობა; მათ შორის, არ არის გამორიცხული გაცნობა ადამიანისა, რომელიც მომავალში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა დღის მეორე ნახევარში სჯობს. კარგი დღეა მგზავრობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ სხვებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის არც დრო და არც ენერგია აღარ დაგრჩეთ. მაინც ეცადეთ, რომ საკუთარი გეგმები არ დაივიწყოთ. არის შანსი, რომ ადრე დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, მაგრამ ამისთვის სწრაფად და მტკიცედ მოქმედებაა საჭირო. დღის მეორე ნახევარში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებია მოსალოდნელი. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ, ჯერ კარგად გაერკვიეთ ვითარებაში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

რთული დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. გარშემომყოფების გაგება ყოველთვის იოლი არ არის, ხანდახან მათ სიტყვებში უსიამოვნო აზრს პოულობთ. მოსალოდნელია ჩხუბი წვრილმანებზე. სიმშვიდის აღდგენა სწრაფად შესაძლებელია, მაგრამ ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ, რისი სურვილიც ყოველთვის არა გაქვთ. მოსალოდნელია სამუშაოსთან ან თანამშრომლობასთან დაკავშირებით უჩვეულო წინადადება. არ იჩქაროთ და თანამიმდევრულად იმოქმედეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

რთული იქნება სულიერი წონასწორობის შენარჩუნება, სანამ არ იპოვით საქმეს, რომელიც ნამდვილად გაგიტაცებთ. ძალიან საშიშია უქმად ჯდომა - შესაძლოა, პირქუშმა აზრებმა დაგამძიმოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებიც გაკრიტიკებენ, მინიმუმამდე დაიყვანოთ. ახლა ასეთი კონტაქტები თქვენთვის საშიშია. შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს გიჭერენ და თქვენს მოსაზრებებს იზიარებენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0