დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ოქტომბერი

© Pixabay / KarlKuჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. გექნებათ შანსი, პირადი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოთ. შეგიძლიათ, ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საღამოს მოახლოებასთან ერთად გაძლიერდება ნეგატიური ტენდენციების გავლენა, ემოციური ფონი არასტაბილური გახდება. მოსალოდნელია კამათი და ჩხუბი. არ გსურთ, რომ გულწრფელი იყოთ ახლობელ ადამიანებთან და ეს მათში ეჭვს ბადებს.

ტიგრაი, ეთიოპია - Sputnik საქართველო
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კარგ სიახლეებსა და კაშკაშა ემოციებს მოიტანს. შეძლებთ ძველი პრობლემების გადაჭრას, ახლობლების დახმარებას. სარგებელს მოიტანს იმ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც თქვენს გატაცებებს, ინტერესებსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებს იზიარებენ. არ არის გამორიცხული რომანტიკული შეხვედრა. ბევრ თქვენგანს ადამიანებთან კონტაქტში ინტუიცია დაეხმარება. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ შეურიგდეთ ადამიანს, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

სირთულეებს მოკლებული დღე არ იქნება, მაგრამ პრობლემები დროებითია, მათი გადაჭრა სწრაფად შეიძლება, მხოლოდ შეუპოვრობა და საკუთარი ძალების რწმენაა საჭირო. უარი არ თქვათ დასახულ მიზნებზე, თუნდაც რთული შესასრულებელი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს მოვლენებს საკუთარ ცხოვრებაში ახლებურად შეხედოთ, გამოასწოროთ შეცდომები. სხვაგვარ ხედვაში დაგეხმარებათ ახლობლებთან გულწრფელი საუბარი. ეჭვები და განგაშის გრძნობა წარსულს ჩაბარდება, დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

კარგი დღეა მტკიცე მოქმედებებისთვის. ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ რაღაც კარდინალურად შეცვალოთ, ხმამაღალი განაცხადი გააკეთოთ საკუთარ გეგმებსა და მოლოდინებზე, მოძებნოთ თანამოაზრეები, იპოვოთ გავლენიანი ადამიანები. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინტუიციას ენდეთ. ის არ გიღალატებთ არც წვრილმან და არც მნიშვნელოვან საკითხებში. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ საყვარელი ადამიანი სიურპრიზით გაახაროთ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ოთხი იდეალური, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

საოცარი აღმოჩენებისა და ბრწყინვალე იდეების დღეა. ძალზე მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი, საკუთარ ცოდნასა და ნიჭს სათანადოდ იყენებთ. რაც უფრო რთულია საქმე, მით უფრო დიდია წარმატების მიღწევის შანსი. შესაძლოა, მოულოდნელად მხარდაჭერა (მათ შორის, ფინანსური) მიიღოთ ადამიანისგან, რომელსაც თავის დროზე დაეხმარეთ. ოჯახში სასიამოვნო მოვლენაა მოსალოდნელი, ასევე, უკეთესობისკენ ცვლილებები ახლობლებთან ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

გაჩნდება ახალი იდეები, რომლებიც მარტივი და ამავდროულად, ძალზე ეფექტური იქნება. მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ. რაც უფრო მალე დაიწყებთ მათ გაკეთებას, მით უფრო უკეთეს შედეგებს მიიღებთ. ინიციატივა გამოიჩინეთ იქ, სადაც სხვები ერთ ადგილს ტკეპნიან და გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. შესაძლოა, წინადადება მიიღოთ, რის შემდეგაც თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება. ამ დღეს ადვილი იქნება მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ბევრი მუშაობა მოგელით, მაგრამ წარმატებები მნიშვნელოვანი იქნება. ხშირად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ. რაც უფრო გააჭიანურებთ საქმეს, მით მეტი პრობლემა მოგემატებათ. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად აეწყობა, თუ გარშემომყოფებს პრეტენზიებს არ წაუყენებთ და მათგან დიდი მოლოდინები არ გექნებათ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღე მოვლენებით აღსავსე იქნება, რაც, დიდი ალბათობით, მოგეწონებათ. ხართ ენერგიული, მტკიცე, თავდაჯერებული. ახალი ამოცანები არ გაშინებთ და სწორ პასუხებს მათზე იოლად პოულობთ. არის შანსი, რომ იპოვოთ ახალი მოკავშირეები, გაიცნოთ ადამიანები, რომელთა წყალობით თქვენ წინაშე ახალი კარი გაიხსნება. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები. არ შეუშინდეთ ინიციატივის გამოჩენას. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღეს ძლიერია პოზიტიური ტენდენციების გავლენა. ეს უნდა გამოიყენოთ დიდი ხნის წინ დასახული მიზნებისა და ახალი ჩანაფიქრების განსახორციელებლად. იღბალი თქვენი თანმდევია, მაგრამ მეტ წარმატებებს მიაღწევთ სამართლიანობის აღდგენის საკითხებში, შეცდომების გამოსწორებაში. ინტუიცია შეუცდომლად გკარნახობთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ცხადად წარმოჩინდება თქვენი საუკეთესო თვისებები. არ არის გამორიცხული თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიის დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ფრთხილად უნდა იყოთ. ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. გარშემომყოფების რჩევები არ წაგადგებათ და შესაძლოა, საზიანოც კი აღმოჩნდეს. მოერიდეთ საეჭვო ნაცნობობას, შორს დაიჭირეთ თავი ადამიანებისგან, რომელთა რეპუტაცია საეჭვოა. ძველი მეგობრები ეცდებიან, რომ შეცდომების დაშვებისგან გიხსნან. მოუსმინეთ მათ რჩევებს, არ გეწყინოთ შენიშვნები მათი მხრიდან.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

დღეს ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ. ჯანსაღი აზრის კარნახით მოქმედება იქ, სადაც სხვები ემოციებს ემორჩილებიან, დიდ უპირატესობას მოგცემთ. დროს უქმად არ კარგავთ, იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. სხვისი რჩევები კალაპოტიდან არ გაგდებთ. ასევე, კარგად არჩევთ ადამიანებს. ეცადეთ, თავი არაფრით დაივალდებულოთ. თუ ვინმეს რამე პირობა მიეცით, აუცილებლად შეასრულეთ, თუნდაც ძალიან გაგიჭირდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

მოსალოდნელია ცვლილებები საქმიან სფეროში. ბევრ რამეში სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა. ხანდახან, მხარდაჭერის მისაღებად, შეუპოვრობის გამოჩენა გიწევთ, მაგრამ ხშირად მხოლოდ განმარტებაა საკმარისი. რომ სწორად გაგიგონ. შესაძლებლობა გექნებათ, გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროთ და ამას სრულიად უანგაროდ გააკეთებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0