კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 28 ოქტომბერი – 3 ნოემბრის პერიოდში

© Pixabay / geraltგზა მარადისობისკენ
გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკმაოდ ხელსაყრელი კვირა გველოდება. ვარსკვლავები და პლანეტები ჩვენ მხარეს იქნებიან, თუ მიზანს დავისახავთ და მისკენ თანამიმდევრულად დავიწყებთ სვლას.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი დადებითი თვისებები აქვს. ამ კვირაში სწორედ რომ დროა, ჩვენი პოზიტიური მხარეები გარშემომყოფებს დავანახოთ. ასე შესაძლებელი იქნება შემოდგომის ბოლო თვე სწორად და ეფექტურად დავიწყოთ.

ვერძი

ვერძებისთვის წინა პლანზე ფინანსებისა და სამუშაოს სფერო გამოდის. შრომისმოყვარეობითა და სამუშაოზე ენთუზიაზმით, პოზიტიური განწყობით წარმატებების მიღწევა შესაძლებელია. ამ კვირაში სერიოზული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ მთლიანობაში ვარსკვლავები კეთილგანწყობილი არიან. უნდა განაგრძოთ სვლა ჩვეული გზით და არ გარისკოთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ასტროლოგები გირჩევენ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და კონფლიქტებს მოერიდოთ, მშვიდად შეხვდეთ კრიტიკას თქვენთან მიმართებით. ასევე მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტს.

კურო

ვარსკვლავები და პლანეტები უქმეებზე დესტრუქციულ ენერგეტიკას შეიცვლიან და აღმშენებლობითი გახდებიან. ახალ თვეს პოზიტიურ ტალღაზე შეხვდებით. 2 ნოემბრიდან თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დაწყებაა მოსალოდნელი, ასე რომ, წაგადგებათ გარემოს შეცვლა, დასვენება, საყიდლებზე წასვლა.

პირად ცხოვრებაში, შესაძლოა, რაღაც საკითხებმა შეგაწუხოთ. ზოგიერთი თქვენგანი დაფიქრდება მარტოობის მიზეზებზე. ეს იქნება ფილოსოფიური ჭვრეტის დრო, მაგრამ ძალიანაც არ ჩაუღრმავდეთ ამ თემებს. ცხოვრების გზაზე, სჯობს, მეტი სიმსუბუქით იაროთ და ნეგატიური ფიქრები ჩამოიცილოთ.

ტყუპი

ტყუპებს, ბედნიერების მოსაპოვებლად, არა რამის პოვნა, არამედ ზედმეტის მოცილება გჭირდებათ. ეს ისაა, რაც სამყაროს სწორად აღქმაში გიშლით ხელს, მაგალითად, პესიმიზმი, ცხოვრებაზე წუწუნი და სხვა. ისინი წარმატების მიღწევაში დაბრკოლებებს ქმნის.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ადამიანებთან ურთიერთობებში ტაქტიანი იყავით, რადგან გარშემომყოფების ემოციურობა გაზრდილია. ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში ყოველდღიურ საკითხებს მიხედოთ, რომელთა გადადება არ შეიძლება. თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს საოჯახო საქმეები, მუშაობა, საყიდლებზე წასვლა.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის არცთუ მარტივი პერიოდი იწყება. კვირის დასაწყისში და ბოლოში მოსალოდნელია წვრილმანი უსიამოვნებები სახლშიცა და სამუშაოზეც, სიყვარულშიცა და ფინანსურ სფეროშიც. მათთან გამკლავებაში მოთმინება და ცოტაოდენი შეუპოვრობა დაგეხმარებათ. დაწყებული საქმეები არ მიატოვოთ შუა გზაზე – გამარჯვებასთან უკვე ახლოს ხართ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორი თვის გასაყარზე სახლში ხელსაყრელი ენერგეტიკა შექმნათ. ამისთვის ის უნდა დაასუფთაოთ, არ იჩხუბოთ სახლის ბინადრებთან. თუ მოტივაციასა და კარგი განწყობის მოზღვავებას იგრძნობთ, ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეუდგებით. იყავით ფრთხილი და თანამიმდევრული.

ლომი

გარშემომყოფები ლომების მიმართ მეტად გულისხმიერი და გულღია გახდებიან. თქვენს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება, როდესაც შესაძლებელია ახალი მეგობრების პოვნა, ასევე, ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობების გაწყვეტა. მიჰყევით ჩვეულ საქმეებს სახლშიცა და სამსახურშიც. ენერგეტიკული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

თუ რამე სანერვიულო შეგხვდებათ, საქმეებზე გადაერთეთ. კეთილ და გულისხმიერ ადამიანებს მაქსიმალურად დადებითად მოეკიდეთ. ურთიერთდახმარება ამგვარ პერიოდებში ბევრ პრობლემას გადაჭრის.

ქალწული

ამ კვირაში ენერგეტიკული ვამპირები გააქტიურდებიან, ამიტომ მათგან თავი უნდა დაიცვათ. ეცადეთ, გარშემო ადამიანები სწორად შეარჩიოთ. ენდეთ მხოლოდ ახლო მეგობრებსა და ნათესავებს. დანარჩენებთან საკუთარ გეგმებზე არ ისაუბროთ.

კვირის დასაწყისში, შესაძლოა, ნეგატიურმა აზრებმა, შიშებმა, ძველმა კომპლექსებმა და წყენებმა „შემოგიტიოთ“. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამუშაო კვირის ბოლოსთვის ან უქმეებისთვის უნდა გადადოთ, როდესაც ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა უფრო პოზიტიური და პროგნოზირებადი იქნება.

სასწორი

დგება დრო, როდესაც შეგიძლიათ, დაისვენოთ, შეიცვალოთ გარემო, გარდაქმნათ საკუთარი თავი და ცხოვრება. ამ კვირაში წარმატების გასაღები თქვენს მომატებულ აქტიურობაშია – იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და ეცადეთ, პრობლემები გადაჭრათ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...

ოქტომბრის ბოლოს არ გაგიჭირდებათ ცვლილებებთან შეგუება, ამიტომ შეგიძლიათ, თამამად ეძებოთ ახალი სამუშაო, ახალი ურთიერთობები დაიწყოთ, ან გადახვიდეთ ახალ დონეზე. ზოგადად, მეოცნებე ადამიანები ხართ და ეს თვისება ახლა მხოლოდ წაგადგებათ.

მორიელი

მორიელებს უფრო მომავალი აგაღელვებთ, ვიდრე წარსული. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ამ კვირაში შეესაბამება იმას, რომ გააანალიზოთ თქვენი ცხოვრება და ახალი მიზნები დაისახოთ.

დგება საქმიან სფეროში მომატებული აქტიურობის დრო. უქმად ნუ დაელოდებით ცვლილებებს, რადგან ძალზე დინამიკური პერიოდია. თუ სამუშაოზე სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, მეტი სითამამე და მოქმედება გჭირდებათ, სიყვარულის სფეროში მხოლოდ ანკესის გადაგდება და ლოდინი სჯობს. მოვლენების დაჩქარება ამურულ საკითხებში ახლა არასასურველია.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნებისთვის სასიყვარულო საქმეები იქნება პირველ ადგილზე. უკვე არსებულ ურთიერთობებში მოთმინება გჭირდებათ. თქვენი პარტნიორი, შესაძლოა, გაღიზიანებული გახდეს და ხშირად გაგაკრიტიკოთ. ნეგატივზე ნეგატივით ნუ უპასუხებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხუბი და დიდი უთანხმოებაა მოსალოდნელი.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ტრადიციულად, მიღებულია, რომ მშვილდოსნებს მოგზაურობა უყვართ. ამ კვირაში კი აჯობებს, თუ შორეულ მგზავრობას მოერიდებით, ასევე, არასასურველია გრანდიოზული ნივთების ყიდვა. ყურადღება გადაიტანეთ საოჯახო საქმეებზე, სიმშვიდეზე.

თხის რქა

თხის რქებისთვის ამურულ სფეროში აქტიურობის დრო დგება. მარტოხელები შეძლებენ თავიანთი სიყვარულის პოვნას, თუ გააქტიურდებიან და ახალი ნაცნობობისა არ შეეშინდებათ.

სამუშაოზე ახალი შესაძლებლობები გელოდებათ, განსაკუთრებით მათ, ვისი საქმიანობაც შემოქმედებას უკავშირდება. მათ გაუმართლებს: შესაძლებელია წინსვლა, მეტი თანხის გამომუშავება. ბევრ საკითხში შეგიძლიათ, ინტუიციას ენდოთ. ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

შესაძლებლობა გექნებათ, კარდინალურად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება. სამსახურში, შესაძლოა, გარკვეული გაუგებრობები შეგხვდეთ, მაგრამ, მთლიანობაში, ეს კვირა ძალზე პროდუქტიული იქნება.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

სასიყვარულო სფეროში თავდაჯერებულობა გჭირდებათ, ასევე, პოზიტიური აზროვნება. გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ოპტიმიზმისა და იუმორის მეშვეობით შეგიძლიათ. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება სხვისი დახმარების სურვილს. გულისხიერება თვის ბოლოს ბევრი ადამიანისთვის ძალზე დეფიციტური გახდება.

თევზები

ამ კვირაში, შესაძლოა, ეჭვიანობის გრძნობა გამძაფრდეს თქვენში, მაგრამ აჯობებს, თუ ამას თქვენი საყვარელი ადამიანი არ იგრძნობს. თავს ძალა დაატანეთ, რომ ამგვარი აზრებისგან გათავისუფლდეთ. ამ თვალსაზრისით სამუშაო დაგეხმარებათ – გადაერთეთ საქმეზე, ასევე, სახლის მოწესრიგებაზე.

ცხოვრებამ, შესაძლოა, კალაპოტი შეიცვალოს, ამიტომ მყარად დადექით, რომ იღბლიანი შესაძლებლობები ხელიდან არ გაგისხლტეთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ კვირაში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს, რაც ცხოვრებაზე შეხედულებებს შეგაცვლევინებთ.

ყველა ახალი ამბავი
0