დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გადადებულ საქმეებს მიუბრუნდეთ. მათთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. ძველი ნაცნობები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ჩვეულებრივზე ხშირად ჩხუბობთ ახლობლებთან, თან, წვრილმანების გამო, მაგრამ მალევე ურიგდებით. საღამო საოჯახო საქმეებს მიუძღვენით. სერიოზული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავეთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

არცთუ მარტივი დღეა. წარმატებებს რომ მიაღწიოთ, გარისკვა მოგიწევთ. თუ არაფერს იღონებთ და ნებისმიერ სირთულესა და პრობლემას თავს აარიდებთ, შანსებს ხელიდან გაუშვებთ. გარშემომყოფები ხშირად გაკრიტიკებენ, მაგრამ ეცადეთ, არავის სთხოვოთ დახმარება და საქმეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ. ყველაზე ახლობელი ადამიანები ძალიან კარგად გიგებენ, მათთან ადვილად პოულობთ საერთო ენას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

დღეს გარისკვის ხასიათზე ხართ, თან მაშინაც, როცა ეს საერთოდ არ არის საჭირო. გარშემომყოფები გაფრთხილებენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, მაგრამ არავის უსმენთ. მტკიცე ნაბიჯებს გადადგამთ და შედეგებს საოცარს მიიღებთ. ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდება. ეცადეთ, მათთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

მხიარული და საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლოა, თავბრუდამხვევი და უჩვეულო მოვლენების მონაწილე გახდეთ. შეგიძლიათ, ახალ საქმეებს შეუდგეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მარტოს გაგიჭირდებათ. დამხმარე ადამიანებიც გამოჩნდებიან. დღეს თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

წვრილმანი სირთულეები გამორიცხული არ არის, მაგრამ სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ. ინტუიცია სწორ გზას გიჩვენებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა დასვენებისთვის, ძველ მეგობრებთან შეხვედრისთვის. უარი თქვით დამღლელ ფიზიკურ სამუშაოზე, ასევე ნებისმიერ ზედმეტ დატვირთვაზე. ამან, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ბევრი სამუშაო გექნებათ. ძველ საქმეებს ახალი ემატება, ამასთან, ბევრი გთხოვთ დახმარებას. თქვენ წინაშე ახალი პერსპექტბივები ჩნდება, მაგრამ თქვენი მოლოდინები ამასთან დაკავშირებით ძალზე მაღალია. ეცადეთ, ილუზიებს არ აჰყვეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასეთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები. მგზავრობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოიტანს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი დღეა. შეხვედრები კარგად ჩაივლის, გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობის თაობაზე წინადადება მიიღოთ. ზოგიერთ თქვენგანს პაემანი ელოდება. ტექნიკასთან იფრთხილეთ – დღეს, შესაძლოა, ამან პრობლემები შეგიქმნათ. ასევე, ვისაც ავტომობილი ჰყავს, შორ გზაზე თუ აპირებთ წასვლას, უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, მისი მდგომარეობა კარგად შეამოწმეთ.

მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მოთმინებით აღიჭურვეთ და თავის  კონტროლი არ დაკარგოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ კონფლიქტების თავიდან არიდებას. უსიამოვნო მომენტები მაინც არის მოსალოდნელია. შესაძლებელია უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ ეს დროებითი უსიამოვნება იქნება, მალე მოაგვარებთ პრობლემას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ამ დროს გაგებული კარგი სიახლეების გამო, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ძალზე ნაყოფიერი დღეა. ბევრს აკეთებთ სხვა ადამიანებისთვის, მაგრამ სულ არ ნანობთ, რომ დროებით დაივიწყეთ საკუთარი ინტერესები. შესაძლოა, უჩვეულო ურთიერთობები განვითარდეს. ბევრ ადამიანს მოსწონხართ. მოსალოდნელია თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, რამე უჩვეულო გარიგება შემოგთავაზონ. აქ ფრთხილად უნდა მოიქცეთ და გადაჭარბებით არ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

დღეს ძალიან მგრძნობიარე ხართ, ნერვიულობთ, თუ რამე ისე არ მიდის, როგორც გინდათ, გიჭირთ ძალების მოკრება, რომ ვითარება გამოასწოროთ. ახლობლების დახმარება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა, მათთან უბრალო გულწრფელმა საუბარმაც კი განწყობა აგიმაღლოთ და ამის შედეგად საქმეებშიც უკეთესად გაერკვეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, მათ შორის ისეთიც, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება ექნება.

სამყარო - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

საინტერესო დღეა. გაქვთ ახალი იდეები. ჩვეულ საქმეებშიც კი მოულოდნელი ელემენტები შეგაქვთ. გარშემომყოფები სიამოვნებით გეხმარებიან და თან – უანგაროდ. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ პერსპექტივებს გახსნის. ფულთან მიმართებით სიფრთხილე გმართებთ – დღეს თანხის ხარჯვის განწყობაზე ხართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

რაც უფრო რეალურად შეხედავთ მოვლენებს, მით უფრო წარმატებითა და ნაყოფიერად ჩაივლის დღე. კარგი პერიოდია საოჯახო საქმეებისთვის. თუ საყიდლებზე წახვალთ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთოთ – ახლა თქვენი ინტუიცია გამძაფრებულია და ის სწორად გიკარნახებთ, რა ნივთის ყიდვა სჯობს იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო ფერადოვანი გახდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0