დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ოქტომბერი

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი სამუშაოზე, მაგრამ ამისთვის კონკურენტები სწორად უნდა შეაფასოთ. ისინი იმაზე ძლიერი და გამოცდილი არიან, ვიდრე თქვენ ვარაუდობთ, ამიტომ მოდუნება არ შეიძლება. მზად იყავით, რომ გაუძლოთ შემოტევებს და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. მოსალოდნელია კამათი, მწვავე დისკუსიები. ხანდახან ახლობლებთანაც გიჭირთ ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი მოსალოდნელი არაა.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა, საქმეებს სწრაფად და იოლად უმკლავდებით, მაგრამ თქვენს წარმატებებს ვერავინ ამჩნევს, რაც გწყინთ. მაგრამ ეს დროებითია, მალე თქვენს ყველა მიღწევას ღირსეულად შეაფასებენ. ეს უფრო დღის მეორე ნახევარში მოხდება. მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ პირად ურთიერთობებში. სირთულეები არ ჩნდება. ახლობლებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

წარმატებების მიღწევა იოლი არ იქნება. მოგიწევთ შემოქმედებითი მეთოდების გამოყენება – დღეს ჩვეული მეთოდები ეფექტური არ იქნება. ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო, პროვოკაციებს ადვილად ეგებით, ამით კი შეიძლება თქვენმა არაკეთილმოსურნეებმა ისარგებლონ. ამასთან, ყველას ნუ ენდობით – მხოლოდ იმასთან იყავით მიმნდობი, ვისაც კარგად იცნობთ. ახლობლებთან ურთიერთობები გაგიჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

კარგი დღეა მუშაობისა და სასარგებლო საქმეების გაკეთებისთვის. კარგად უმკლავდებით საქმეებს და სხვების დახმარებასაც ახერხებთ. თქვენი ჩარევის წყალობით შესაძლებელი გახდება სამართლიანობის აღდგენა. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, საინტერესო წინადადებების მიღება. სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება, ასევე, კარგი იქნება სადმე გამგზავრება.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ. გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და აცნობიერებთ, რომ ეს ენერგია მშვიდობიან კალაპოტში უნდა მიმართოთ. შეგიძლიათ სრულიად ახალ, მათ შორის, რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. ურთიერთობებში იფრთხილეთ, ეცადეთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ – თქვენი სიტყვები, შესაძლოა, არასწორად გაიგონ. წაგადგებათ აქტიური დასვენება, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ და გაგახალისებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მრავალ საინტერესო რამეს გპირდებათ. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ დატოვოთ კომფორტის ზონა და რაღაც სრულიად ახალი დაიწყოთ. შეგიძლიათ დაარღვიოთ საზოგადოდ მიღებული წესები, გასცდეთ ტრადიციების ფარგლებს – ეს ყველაფერი წაგადგებათ. შესაძლებელია, რომ ძველ იდეებთან დაკავშირებით თანამშრომლობა შემოგთავაზონ. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც ან მეგობრულ, ან რომანტიკულ სიტორიას დაუდებს სათავეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

იღბლიანი დღეა. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, ბევრს მიაღწევთ. შეგიძლიათ, ახალ საქმეებს მოკიდოთ ხელი, მოძებნოთ თანამოაზრეები, რომლებთანაც მომავალში, შესაძლოა, მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები გააგრძელოთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვისთვის, რემონტის ან სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის დაგეგმვისთვის. ასევე, მოსალოდნელია სტუმრების მოსვლა, რაც ძალიან გაგახარებთ.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

წარმატებებთან მტკიცე მოქმედებები მიგიყვანთ, ამიტომ განეწყვეთ ამისთვის. შეგიძლიათ სცადოთ არასტანდარტული, ახალი, ორიგინალური მეთოდები – ეს შესანიშნავად გამოგივათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი წინსვლა სამუშაოზე, პროფესიული პოზიციების გამტიცება. მოახერხებთ ფინანსური საითხების გადაჭრას. საქმიანი ალღო არ დაგაღალატებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

შესაძლებელია სირთულეები და პრობლემები, რომლებთან გამკლავებაშიც ინტუიცია დაგეხმარებათ. თუმცა, წარმატებები ცხოვრების არც ერთ სფეროში არ იქნება იოლი. განეწყვეთ იმისთვის, რომ ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. ხშირად იქცევით ემოციების კარნახით, რაც ყოველთვის ცუდი არაა, მაგრამ შედეგები დღეს სულ სხვაგვარი იქნება, ვიდრე მოლოდინი გაქვთ. ხანდახან შეისვენეთ და სიტუაცია შეაფასეთ, დაფიქრდით, როგორ აჯობებს მოქმედება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ამ დღემ, შესაძლოა, სათავე დაუდოს სასიკეთო ცვლილებებს. შეცდომებისგან დაკვირვება და ყურადღება გიხსნით. ნებისმიერ არაერთგვაროვან ვითარებაში სწორ პოზიციას ირჩევთ. დროს კარგად ატარებთ განმარტოებით და მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებთ. კარგი დღეა სწავლის, ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზისთვის. ცდილობთ, სხვისი გამოცდილება გაითვალისწინოთ. ბევრი თქვენგანი დღეს მიხვდება, რისი გაკეთება სურს მომავალში.

მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღე სასიამოვნო შეხვედრებსა და ახალ ნაცნობობას გპირდებათ. კარგი დროა ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან და ცხოვრებას სულ სხვა რაკურსით უყურებენ. ეცადეთ, დღეს თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახის მეტოქეობა და დაპირისპირება, ღია კონფლიქტები. დრო აჩვენებს თქვენს სიმართლეს. არასასურველია ახლობლებთან ფინანსური საკითხების განხილვა, სწორედ ამის გამოა მოსალოდნელი უთანხმოებების უმრავლესობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

თქვენს გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება. შეძლებთ ოცნებების რეალიზების დაწყებას, რუტინიდან თავის დაღწევას. არასასურველია ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, პირობის მიცემა. როგორი გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედებების თავისუფლება შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0