დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ოქტომბერი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ბევრი საქმე გექნებათ. სირთულეები არ შეგაშინებთ. თუნდაც ვითარება არასახარბიელოდ აეწყოს, წარმატებებს მაინც მიაღწევთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველ მეტოქეზე გაიმარჯვოთ. ძალიან წაგადგებათ პირადი მომხიბვლელობა. ამის წყალობით ნებისმიერი შეხვედრა ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაივლის. მოსალოდნელია რომანტიკული გატაცება, ნაცნობობა, რომელიც, შესაძლოა, სერიოზული ურთიერთობებით დასრულდეს. ინტუიცია დღეს არ გღალატობთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ შემოქმედებით ამოცანებს გადაწყვეტთ. მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. მიზანსწრაფულობისა და თავდაჯერებულობის წყალობით თავს მძლეთამძლედ იგრძნობთ. მაგრამ ენერგიას სწრაფად კარგავთ და დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ძალაგამოფიტული გახდეთ. ამ დროისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. დაისვენეთ, სახლში გაატარეთ დრო, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური პროცედურები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი, შესაძლოა, დაძაბული იყოს. ყოველთვის ვერ ერკვევით, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და რომელი - არა. შესაძლებელია კონფლიქტები, კამათი. საჭიროდ არ მიგაჩნიათ ემოციების შეკავება, რაც ხელს არ უწყობს გარშემომყოფებთან ჰარმონიულ ურთიერთობებს. ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო სასიამოვნო და მსუბუქი იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

მრავალფეროვანი დღეა. ბევრ სიკეთეს გააკეთებთ. თქვენი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩება და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მხარდაჭერას მოინდომებენ. მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც ხანგრძლივ მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას დაუდებს სათავეს. კარგად ჩაივლის საქმიანი მგზავრობა. გზაში შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

მუშაობისა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ხელსაყრელი დღეა. შეიძლება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა. გაჩნდება ახალი მიზნები და ორიენტირები. თუ მტკიცედ და შეუპოვრად იმოქმედებთ, იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შესაძლებელია რომანტიკული თავგადასავლის დაწყება, თუმცა, სერიოზული ურთიერთობები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რამდენადმე "მსუბუქად" ხართ განწყობილი, ამასთან ინტუიცია ხანდახან გღალატობთ და შესაძლოა, ადამიანში შეცდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, სამუშაოსა თუ საქმიანობის სფეროს განსახილველად. ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში წარმატება თქვენი თანმდევი იქნება. დღეს დაწყებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში რომანტიკული ხასიათი მიიღოს. უფრო გაგიჭირდებათ უმნიშვნელო და ერთფეროვანი საქმეების გაკეთება. კარგი იქნება, თუ ახლობელი ადამიანი დროულად მიგითითებთ შეცდომებზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

შესანიშნავი დღეა. ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ. პრობლემებს სწრაფად აგვარებთ, ბედი გწყალობთ. არ შეუშინდეთ უჩვეულო პროექტების წამოწყებას. დრო დაგრჩებათ ოჯახის საქმეებისთვისაც, ნათესავებისთვის. შეგიძლიათ მათთან სამომავლო გეგმებიც განიხილოთ. ასევე შესაძლებელია რთული და უსიამოვნო საკითხების განხილვაც - არის შანსი, რომ ყველასთვის მოსარგები გადაწყვეტილება იპოვოთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

შესანიშნავი დღეა ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. ხართ კომუნიკაბელური, დაკვირვებული, სწრაფად ხვდებით ადამიანების ჭეშმარიტ ზრახვებს. შესაძლებელია ბოლო მოუღოთ ძველ კონფლიქტებს და აღადგინოთ ძველი კავშირები. კარგად ჩაივლის მგზავრობა, განსაკუთრებით - რომანტიკული. ზოგადად, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

მუშაობის თვალსაზრისით რთული დღეა. მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება სხვების ნაცვლად, სხვისი შეცდომების გამოსწორება. ეს ძალიან დამღლელი იქნება. შესაძლებელი იქნება იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელთა გაწყვეტასაც ძალიან განიცდიდით. კარგად გესმით საკუთარი თავისაც და გარშემომყოფებისაც. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება რაღაც მნიშვნელოვანი საკითხების ახლობლებთან მშვიდად განხილვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა. შესაძლებელია გეგმების შეცვლა - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩანაფიქრების ასრულება მოახერხოთ ისე, როგორც ეს თავდაპირველად გქონდათ ჩაფიქრებული. მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან გამოჩნდებიან მოკავშირეები და საქმეებში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებიან. მეგობრული შეხვედრები დადებით ემოციებს მოგიტანთ, ხოლო რომანტიკული, სავარაუდოდ, იმედგაცრუებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ - უამრავი მოულოდნელი მოვლენა ხდება. ამის გამო ხშირად გიწევთ გეგმების შეცვლა, რისკავთ წონასწორობის დაკარგვით. გაგახარებთ შუადღისას მიღებული ინფორმაცია. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. შესაძლებელია მოულოდნელი სასიყვარულო აღიარება, პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების ალბათობა დიდია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

გარემოებების ხელსაყრელი დამთხვევის წყალობით შესაძლებელი გახდება ძველი გეგმების რეალიზება. პროფესიულ საქმიანობაში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. გექნებათ საკუთარი პოზიციების გამტკიცების, გავლენიანი ადამიანების პატივისცემის მოპოვების საშუალება. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში. დღის მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებს მიუძღვენით. შეგიძლიათ საჭირო ნივთები შეიძინოთ სახლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0