დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წარმატებული დღეა. გამარჯვების მიღწევა ადვილია, სერიოზულ ძალისხმევას ახალი და უჩვეულო ამოცანებიც კი არ მოითხოვს. შესაძლოა, თავი შეგახსენონ ძველმა არაკეთილმოსურნეებმა, მაგრამ მათ ადვილად "მოიგერიებთ" - ძალა და ენერგია ძლიერ მეტოქესთან დასაპირისპირებლად საკმარისი გაქვთ. ყველა საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ხანდახან უნდა შეისვენოთ, რომ არ გადაიღალოთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დილით ნებისმიერი შეხვედრა კარგად ჩაივლის, შეთანხმების მიღწევა თითქმის ყველასთან შეგიძლიათ. ამ პერიოდში კარგია დოკუმენტების შედგენა და გაფორმება. შესაძლოა, გაჩნდეს კარგი იდეები. დღის მეორე ნახევარში ძალას მოიკრებს ნეგატიური ტენდენციების გავლენა. ყველაფერი მცირე სირთულეებით, უმნიშვნელო უთანხმოებებით დაიწყება, შემდეგ კი უფრო სერიოზული პრობლემებია შესაძლებელი. იოლი არ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერს გაუმკლავდებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც რამე ახლისა და სასარგებლოს სწავლის საშუალებას იძლევა. ამასთან, შეძლებთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას, ბევრი ეჭვისა და შიშის უკან მოტოვებას, დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა. გამძაფრებული გაქვთ ინტუიცია, ქვეცნობიერის კარნახს სწორად იგებთ, ეს კი მრავალი პრობლემის თავიდან აცილებაში გეხმარებათ. ადვილად ხვდებით გარშემომყოფების ზრახვებს და ვინც თქვენს მოტყუებას ფიქრობს, იოლად ამხელთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. ბევრი თქვენი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება. ხართ ენერგიით სავსე, არ გეშინიათ სირთულეების, ენთუზიაზმით ეკიდებით რთულ ამოცანებს. მოსალოდნელია წარმატებები სწავლაში. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი პერიოდია საყიდლებისთვის. შესაძლოა, რამე საჩუქარი და დაუგეგმავად თანხა მიიღოთ. ასევე მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება, ან სტუმრების მიღება, რაც ძალიან გაგახარებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

გადაჭარბებით არ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგრამ შეუსვენებლად შრომა - არა. დაღლილობის გამო უფრო აგრესიული და გაღიზიანებული გახდებით, მოიმატებს კამათი და ჩხუბი, რაც ძალიან ავნებს მნიშვნელოვანს საქმეებს. პირადი ურთიერთობები უფრო ხელსაყრელად განვითარდება, მათთან საერთო ენის გამონახვას იოლად შეძლებთ, ისინი მეტად შემწყნარებლურად ეკიდებიან თქვენს სისუსტეებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღე მრავალ ახალ შესაძლებლობას ხსნის. ხელსაყრელი ვითარება იქმნება ინიციატივის გამოსაჩენად. შეიძლება ახალი საკუთარი პროექტების დაწყება, ან სხვის პროექტებში მონაწილეობა. თქვენს იდეებს ხშირად უჭერენ მხარს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. პირადი ურთიერთობები თითქმის ერთადერთი სფეროა, სადაც შეიძლება პრობლემები გაჩნდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა მუშაობასთან, ბიზნესთან, თანამშრომლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის. არ მოგერიდოთ საკუთარ თავზე საუბრის, აჩვენეთ თქვენი საუკეთესო მხარეები - ახლა თვითრეკლამა ძალიან წაგადგებათ. შესაძლებელია საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. პირადი მომხიბვლელობა საქმიან ურთიერთობებზე კარგ გავლენას ახდენს. სასწორ მშობლებს შვილების წარმატებებით სიხარული გელოდებათ.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ნებისმიერი მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გამოჩენა გჭირდებათ; ჩვეული საქმეებიც უფრო რთულად გეჩვენებათ. გვერდით დამხმარე ადამიანებიც თითქმის არ გყავთ. ნებისმიერი საკითხის განხილვისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოთმინებით მოისმინეთ სხვისი მოსაზრება. ეს ბევრ უსიამოვნო მომენტს აგარიდებთ თავიდან. ხშირად იქმნება რთული, არაერთმნიშვნელოვანი ვითარება. მასში გასარკვევად დრო გჭირდებათ. არ იჩქაროთ და არც სხვას მისცეთ თქვენი აჩქარების საშუალება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღეს გაჩენილი ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან წარმატებები ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად თავდაჯერებული ხართ. შესაძლებელია მცირე ფინანსური დანაკარგი. ამას მშვიდად შეხვდით - მალე თანხას მიიღებთ. ახლობლების თხოვნას, ეცადეთ, უარით არ უპასუხოთ. შეძლებთ რაღაც ოჯახური პრობლემის, ძველი უთანხმოების მოგვარებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

ბევრ კითხვაზე მოძებნით პასუხს. არის შანსი, რომ მიიღოთ არა მხოლოდ ფასეული ინფორმაცია, არამედ ასევე მნიშვნელოვანი თანხა, რომელსაც, დიდი ალბათობით, სათანადოდ გამოიყენებთ. ყველა გარიგების დაგეგმვა დღის მეორე ნახევარში სჯობს. არ არის გამორიცხული უთანხმოებები ახლობლებთან, თუმცა, სერიოზულ ჩხუბამდე საქმეს არ მიიყვანთ. ყველაფრის მოგვარება მშვიდი საუბრით შეიძლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

იოლი დღე არ იქნება. მოსალოდნელია სირთულეები, დაძაბული მომენტები. გარშემომყოფებმა უსიამოვნო სიურპრიზები შეიძლება მოგიმზადონ. მაგრამ ეს ყველაფერი წონასწორობიდან ვერ გამოგიყვანთ; ყველა პრობლემას მშვიდად გადაწყვეტთ და არ წამოეგე3ბით პროვოკაციებს. იქცევით ღირსეულად. ახალი ნაცნობობისთვის არცთუ კარგი დღეა, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები კი გახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღე მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს, თქვენ კი ყველა საქმის გაურკვეველი დროით გადადება გსურთ. არ აჰყვეთ ამ ცდუნებას, რადგან დასანანი იქნება, თუ წარმატებების მიღწევის შანსს ხელიდან გაუშვებთ. ამასთან, ბევრი ადამიანი დაგეხმარებათ, იპოვით თანამოაზრეებს. დაქვეითებულია ენერგეტიკული პოტენციალი, სწრაფად იღლებით. შესაძლოა, რამე ქრონიკულმა დაავადებამ შეგახსენოთ თავი. ეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0