დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მარტივი დღე არ გელოდებათ. საქმე ჩვეულებრივზე მეტი გაქვთ, საჭირო შედეგებს სწრაფად ვერ იღებთ. გიჩნდებათ სურვილი, რომ ყველაფერი მიატოვოთ და სხვა რამეზე გადაერთოთ. მოსალოდნელია ხარჯები, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტს საფრთხეს არ უქმნის. საღამოს შესაძლებელია მოულოდნელი საქმიანი წინადადებები მიიღოთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობის დაწყებისთვის, თანამოაზრეების შემოკრებისთვის. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს ის დროა, როცა ყველაფერი მარტივი და გასაგები ხდება. ილუზიებს არ აწყობთ, არამედ რეალურად აღიქვამთ მოვლენებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

გექნებათ საშუალება, რომ მხიარულად გაატაროთ დრო, დაესწროთ რამე საინტერესო ღონისძიებას. ადვილად ეკონტაქტებით ადამიანებს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, დოკუმენტებზე მუშაობა. შესანიშნავად უმკლავდებით საქმეებს, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღე წარმატებით ჩაივლის, თუ ემოციებს არ აჰყვებით, იქნებით თავშეკავებული გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. ჩვეულებრივზე მეტი შეიძლება იყოს პროვოკაციები, არაერთმნიშვნელოვანი ვითარებები. გახსოვდეთ საკუთარი ინტერესები, არ მოექცეთ საეჭო გავლენის ქვეშ. მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას, გარემოს გამოცვლას.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

მოთმინება გჭირდებათ. სწრაფად გამარჯვებების  მიღწევა დღეს ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ თუ ბევრს იშრომებთ, შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. ბევრ ადამიანს სურს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ საქმის ყველასთან დაჭერა არ ივარგებს. ხანდახან პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა და გამოცდილება. გაითვალისწინეთ სხვისი შეცდომები, რომ საკუთარი აირიდოთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

საქმეები არ გადადოთ. თუ დღის პირველ ნახევარში დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრს მიაღწევთ. კარგი დროა იმ ადამიანებთან შეხვედრისთვის, ვისაც გსურთ, რომ მოეწონოთ. შთაბეჭდილების მოსახდენად ბუნებრივად მოიქეცით. დღის მეორე ნახევარში ემოციური ფონი დაიძაბება. შეიძლება ინერვიულოთ, საკუთარ მოქმედებებში ეჭვი შეიტანოთ. ამ დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

დღის დასაწყისში შესაძლებელია წარმატებების დიდი ძალისხმევის გარეშე მიღწევა. გიმართლებთ, იღბალი თქვენ მხარესაა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. შეგიძლიათ ბევრზე მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის, მაგრამ მათ არ გაითვალისწინებენ, რაც გაგანაწყენებთ.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ემოციური „აფეთქებები“, სერიოზული განცდები მოსალოდნელი არ არის. იქნებით ინიციატივიანი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით სავსე. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ გაუფრთხილდით ძალებს, დროულად შეჩერდით, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ დაგეწყოთ. კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება, ვალის აღება არასასურველია.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ, მოიქცეთ უანგაროდ, ჩაერთოთ საქველმოქმედო აქციაში. პირველ პლანზე გამოდის ურთიერთობები ახლობლებთან. ძალზე ყურადღებიანი ხართ საყვარელ ადამიანებთან. საბაბი უთანხმოებებისა და კამათისთვის არ იქნება. დღის მეორე ნახევარი მიესადაგება სამომავლო გეგმების დაწყობასა და შეფასებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. განსაკუთრებით კარგია ის სწავლისთვის, კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის, ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრისთვის. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში საკუთარი ინტუიცია და არა სხვების რჩევები დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ. გაიზრდება შემოქმედებითი პოტენციალი.

დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ბევრს განიცდით წვრილმანების გამო და ყოველთვის ვერ ინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს დღე ბევრი თქვენგანისთვის ძველ საქმეებთან დაკავშირებით იმედგაცრუებასთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან. გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ, საბედნიეროდ, არსებული ვითარება ამის საშუალებას გაძლევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დილისთვის დაგეგმეთ, როდესაც ძლიერი იქნება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. მოგვიანებით შესაძლებელია პრობლემები, გაუგებრობები. დღის მეორე ნახევარი რთული იქნება ურთიერთობების თვალსაზრისით. დიდი ძალისხმევის  გამოჩენა მოგიწევთ, რომ არ იჩხუბოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0