დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი

© photo: Coloured Forests / FBციხისძირი, აჭარა
ციხისძირი, აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

იყავით შეუპოვარი და შემოქმედებითი. ამ თვისებების წყალობით გაუმკლავდებით დაგროვებულ პრობლემებს, რთულ ამოცანებს. არ არის გამორიცხული უთანხმოებები ახლობლებთან. არ დაუშვათ კონფლიქტი მათთან, იყავით მომთმენი და თავშეკავებული. წაგადგებათ გარემოს შეცვლა, ეს პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილეა საჭირო, მოსალოდნელია გარკვეული უსიამოვნო შემთხვევები, უმნიშვნელო, მაგრამ დასანანი დანაკარგები. რთული პერიოდი დიდხანს არ გასტანს, მალე პოზიტიური ტენდენციების გავლენა ძალას მოიკრებს. შესაძლოა, რამე ყოფითი საკითხი მოულოდნელად გადაჭრათ. ფინანსური პრობლემები დროებითია, ამიტომ, სჯობს, თუ საყიდლებისგან თავს შეიკავებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ეცადეთ, არ გადაიღალოთ. თუ ვითარება ამის საშუალებას გაძლევთ, გადადეთ თქვენთვის უინტერესო საქმეები – მომავალში მათ უკეთესად გაართმევთ თავს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მოკავშირეების მოსაძებნად. შეხვედრა ადამიანთან, რომელიც თქვენს ინტერესებს იზიარებს, შესაძლოა, ლამაზი რომანტიკული ისტორიით დასრულდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

კარგი დღეა მუშაობის, სწავლის, სასარგებლო საქმეების გაკეთებისთვის. სწრაფად უმკლავდებით რთულ პრობლემებს. შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას, რომელიც არცთუ მარტივ სიტუაციაში სწორი გზის პოვნაში დაგეხმარებათ. ხართ მომხიბლავი, მეგობრულად განწყობილი. ხელსაყრელი დროა ნაცნობობისთვის, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწევთ. ადამიანებთან კონტაქტი თქვენთვის ძნელი არ არის. ამის წყალობით ადვილად იპოვით მოკავშირეებს, რომლებიც ზოგიერთი ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ იდეები, რომლებიც ჯერ დამოუკიდებლად დაამუშავეთ და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილეთ სხვებთან. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება ოჯახის წევრთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

იღბლიანი დღეა. მოვლენებს უჩვეულოდ უყურებთ და ამის წყალობით პრობლემის გადაჭრის ხერხებს სწრაფად პოულობთ. ახლობლებთან ურთიერთობებში დაძაბული მომენტები შეიძლება გაჩნდეს, რადგან მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობთ, ვიდრე საქმეებს. ჩხუბს თავს აარიდებთ, საღამოს უკვე ყველაფერი მოგვარდება. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

იღბლიანი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის. თქვენ შეძლებთ მათ გამოყენებას. მოერიდეთ ნებისმიერ ინტრიგას, ეშმაკობას, არაფერი გაართულოთ. მიზნის მისაღწევად ხშირად სულ მარტივი გზა არის ასარჩევი, ამოცანის გასაღები ზედაპირზე დევს. კარგი დღეა თანამოაზრეების მოსაძებნად. ურთიერთობები, რომლებიც დაიწყება, როგორც მეგობრული ან საქმიანი, შესაძლოა, გაგრძელდეს რომანტიკული ელფერით.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ხელსაყრელი დღეა გარიგებების დასადებად, ბიზნეს–პროექტებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, ხანგრძლივი თანამშრომლობის დაწყებისთვის. ახლობლებთან საერთო ენის გამოძებნა უფრო გიჭირთ, ვიდრე უცხოებთან, მაგრამ უმეტესობა შეძლებს სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილებას. კარგ შედეგს მოიტანს ძველ საქმეებთან მიბრუნება. ახლა უფრო თავდაჯერებული ხართ და მოახერხებთ მათ დასრულებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

იოლი გადასწყვეტი არაა, თუ რომელ საქმეს უნდა დაუთმოთ დღევანდელი დღე. გონება ერთს გკარნახობთ, ხოლო სული სხვას მოითხოვს. მზად იყავით, რომ შეეწინააღმდეგოთ ცდუნებებს – არ არის აუცილებელი, ყველა სურვილი დაუყოვნებლივ აისრულოთ. გაარჩიეთ ადამიანები, ზოგიერთი შეიძლება თქვენს გამოყენებას შეეცადოს. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერად ჩაივლის. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

მრავალფეროვანი, საინტერესო და მრავლისმეტყველი დღეა. შესაძლებელია რთული საკითხების გადაჭრა, სამომავლო გეგმების განსაზღვრა, უსარგებლო ნივთებისა და აზრებისგან გათავისუფლება. დადგა ახალ პროექტებზე მუშაობის დაწყების დრო. ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. მოსალოდნელია თანხის მიღება. პირად ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია შესაძლებელი.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

გამოგადგებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენისა და სხვადასხვა ტიპის ადამიანთან საერთო ენის გამონახვის უნარი. შესაძლებელია ძველი კონფლიქტების მოგვარება, ნაწყენი ადამიანების შემორიგება. დიდი ალბათობაა, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ნებისმიერი სახის ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. შეიძლება გარიგებების დადება, უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა. ხშირად გეხმარებათ ინტუიცია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებები, რომლებიც დიდ ცვლილებებს მოიტანს. სიახლეების არ გეშინიათ, მაგრამ, ამავე დროს, შეგიძლიათ, ყველაფერს ეჭვით შეხედოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღე ახალ შესანიშნავ შესაძლებლობებს გიხსნით და ხელიდან არ გაუშვათ შანსი. იმოქმედეთ მტკიცედ. დაგეხმარებიან არა მხოლოდ ახლობლები, არამედ თითქმის უცნობი ადამიანებიც. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0