როგორ დავგეგმოთ ოქტომბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

20-21 ოქტომბერი: კლებადი მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედში. სჯობს, ყურადღება სახლის საქმეებზე, დალაგება-დასუფთავებაზე გადავიტანოთ, მოვიკითხოთ ნათესავები, ძველი მეგობრები. კარგი დღეა სულიერი ძიებებისა და ოჯახისა და მეგობრების წრეში დასვენებისთვის.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე - ოქტომბრის ჰოროსკოპი

22-23 ოქტომბერი: კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ეს თანავარსკვლავედი მთვარეს ნეგატიურ ხასიათს შესძენს. ამ დღეებში სჯობს, არ გარისკოთ, არ შეეცადოთ რამის მიღწევას უხეში ძალით. ნეგატივი და აგრესია ფიზიკურ დატვირთვაში მოიხსენით. იარეთ ბევრი, მოდუნდით, არ ამოანთხიოთ ჯავრი ახლობლებზე.

24-25 ოქტომბერი: კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანში - ესაა იდეალური დრო მუშაობის, საოჯახო საქმეებისა და ვალდებულებების შესასრულებლად. ხუთშაბათსა და პარასკევს შეგიძლიათ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ და შემდეგ, უქმეებზე დასვენება „დაიმსახუროთ".

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

26-27 ოქტომბერი: კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და პოზიტიური უქმეები. გააკეთეთ ის, რაც გსურთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფებს. თუ განმარტოება მოგინდებათ, განმარტოვდით, თუ სადმე წასვლა - წადით... არ იქნებით არაფრით შეზღუდული. მთავარია თავისუფლება და სიცოცხლის სიყვარული.

28-29 ოქტომბერი: მთვარე მორიელის ნიშანშია. 28 ოქტომბერს ახალმთვარეობაა, რომელიც არც ისე ცუდი დრო იქნება, რადგან მორიელი არავის არსად არ აჩქარებს. აკეთეთ მშვიდი საქმეები. 29 ოქტომბერს კი, როდესაც მთვარე ზრდას მორიელის ნიშანში გააგრძელებს, სჯობს, თავშეკავებული იყოთ და კონფლიქტებს მოერიდოთ.

30-31 ოქტომბერი: მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. პოზიტიური დროა. ოქტომბრის ბოლო ორი დღე, სჯობს, რამე ახლის ძიებაში გაატაროთ. არ ღირს რამე სასწაულის მოლოდინში ერთ ადგილზე ჯდომა.

ყველა ახალი ამბავი
0