დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ოქტომბერი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს იღბლიანად იწყება. კარგი დროა ნებისმიერი შეხვედრისთვის. არა გაქვთ არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერაში ეჭვი შეიტანოთ. ნაშუადღევს პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება, საქმეების გაკეთება უფრო რთული გახდება. ამ დროს არასასურველია მნიშვნელოვანი შეხვედრების დაგეგმვა, რადგან მათი წარმატებით დასრულების შანსები ძალიან დაბალია.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

გარშემომყოფების კარგი დამოუკიდებულების მოპოვება არ გიჭირთ, მათი დარწმუნება საკუთარ სიმართლეში რთული არაა. ბევრი შეხვედრა თქვენთვის მომგებიანად ჩაივლის. ფრთხილად იყავით ახლად გაცნობილებთან - ისინი, შესაძლოა, ბევრ რამე დაგპირდნენ, მაგრამ შესრულება ძალზე საეჭვოა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წარმატებები სწავლაში, სამუშაოზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

გიჭირთ საკუთარ გრძნობებში გარკვევა, რადგან ისინი ძლიერი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამან, შესაძლოა, უცნაური, არალოგიკური საქციელისკენ გიბიძგოთ. საჭიროა ადამიანების გარჩევა იცოდეთ, რადგან მოსალოდნელია, რომ ვინმეს ცუდი გავლენის ქვეშ მოექცეთ. მოუსმინეთ ინტუიციას - ის გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. დღეს განსაკუთრებით საშიშია ზედმეტი ყველაფერი, მაგალითად, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, სტრესული ვითარებები, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ სერიოზულ უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. იყავით ყურადღებით, არ დაუშვათ შეცდომები წვრილმანებშიც კი. ამას, შესაძლოა, ძალზე უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს. სჯობს, გადადოთ სერიოზული საკითხების განხილვა. სახლში შესაძლებელია ფინანსებთან, საერთო ქონებასთან და ყოფით საკითხებთან დაკავშირებით კამათი. მაგრამ მძიმე კონფლიქტამდე საქმეს არ მიიყვანთ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ნაყოფიერი დღეა. პრობლემები, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებით, დიდი ალბათობით, არ გაჩნდება. ხშირად ამართლებს უჩვეულო გადაწყვეტილებები, თუმცა, ამის გამო კამათი გარშემომყოფებთან გამორიცხული არაა. ეცადეთ, არ აღელდეთ და ისე აუხსნათ მათ თქვენი მოქმედებების მიზეზი. დღის მეორე ნახევარი მიესადაგება გრძელვადიანი გეგმების დაწყობას. თქვენ სწორად აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

იმოქმედეთ მტკიცედ. დღეს გაქვთ შანსი, რომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ საქმეებში, უკან ჩამოიტოვოთ მეტოქეები, აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. გექნებათ საშუალება, რამე ოჯახური პრობლემა გადაჭრათ, გაახაროთ ახლობლები. საყვარელმა ადამიანმა, შესაძლოა, სიურპრიზი მოგიმზადოთ. იქნება შესაძლებლობა, რომ რამე უკეთესობისკენ შეცვალოთ ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა. მზად არ ხართ, რომ სხვის მოსაზრებას მოუსმინოთ და ნებისმიერ ვითარებაში უკომპრომისო, ხისტ პოზიციას იკავებთ. ეს, თავდაპირველად არა, მაგრამ ცოტა ხანში უკვე კონფლიქტს გააღვივებს. ხელსაყრელი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა - ჯერ კარგად მოიფიქრეთ, რა გჭირდებათ.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ. მოსალოდნელია კამათი, მაგრამ ეს არ შეგაშინებთ, თქვენ დამაჯერებლად მოახერხებთ საკუთარი პოზიციის სისწორის დამტკიცებას. ადვილად ითვისებთ სიახლეებს - სწავლისთვის კარგი დროა. მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი. გაქვთ ბევრი კარგი იდეა, მაგრამ სხვის იდეებსაც სწორად, ობიექტურად აფასებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ყველასთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. ხართ ძალზე მომხიბლავი. ეს შეგიძლიათ, საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამასთან, ბევრი დაიწყებს თქვენთან ფლირტს. საღამო ახლობლებთან გაატარეთ. შეგიძლიათ განიხილოთ ის საკითხები, რომლებზეც აქამდე ვერ თანხმდებობდით. ახლა კომპრომისის მიღწევის შანსი არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

დღეს კარგი იქნება, თუ ისეთ საქმეებს გააკეთებთ, სადაც კონკრეტულ შედეგს დაუყოვნებლივ მიიღებთ. სწორედ ეს გაინტერესებთ და შთაგაგონებთ ნამდვილად. ახლობლები ბევრ რამეში გიწყობენ ხელს. შესაძლოა, ფინანსურ საკითხებში არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, მოსალოდნელია, რომ ფული ქარს გაატანოთ. არასასურველია კრედიტის აღება, ასევე, ვალის გაცემა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

განსაკუთრებით წარმატებული დღე იქნება მათთვის, ვისაც ნამდვილად სჯერა თავისი იდეების და უარს არ ამბობს მათ რეალიზებაზე. გექნებათ შანსი, რომ შეკრიბოთ თანამოაზრეების გუნდი. ნათლად ავლენთ ლიდერის თვისებებს, ბევრია მზად, რომ მოისმინოს თქვენი მოსაზრებები და გამოგყვეთ. ეცადეთ, ზედმეტად არ დაიღალოთ. დღეს უამრავი საინტერესო საქმე გელოდებათ, მაგრამ დასვენებაც არ უნდა დაივიწყოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დაწყებული საქმეების დასასრულებლად დიდი ენერგია დაგჭირდებათ. გამოიჩინეთ სიმტკიცე, იყავით შეუპოვარი, წარმატებების მიღწევის შანსი გაქვთ. დახმარება ხშირად იმ დროს მოდის, როცა საერთოდ არ ელოდებით. საღამოს მოსალოდნელია კარგი, ჰარმონიული ურთიერთობები. სხვის შეცდომებს არ აკრიტიკებთ, ხოლო საკუთარ შეცდომებს მალევე ასწორებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0