დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი

© photo: courtesy of Giorgi Shermazanashviliსტეფანწმინდა შებინდებისას
სტეფანწმინდა შებინდებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს სიმტკიცე და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ, დაიცვათ საკუთარი ინტერესები, თუნდაც გარშემომყოფები საწინააღმდეგოს გირჩევდნენ. კამათის თავიდან აცილებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ, მაგრამ თუ თქვენს თვალსაზრისს გაიტანთ, მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ მართალი იყავით. მოსალოდნელია თანხის მიღება. ფინანსურ საკითხებში არ იჩქაროთ.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
ვინ დაიჭერს საქორწინო ბუკეტს წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ორი ნიშანი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი დღეა არაფორმალურ ვითარებაში ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლოა, სამუშაოსთან დაკავშირებით გაგიჩნდეთ ახალი იდეები, გეგმები. დღის მეორე ნახევარი მიესადაგება საყიდლებზე წასვლას, ასევე, ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, წინადადების ან მიწვევის მიღება. გრძნობთ გარშემომყოფების მხარდაჭერას, რაც კარგი განწყობის შენარჩუნებაში გეხმარებათ. ზოგიერთი თქვენგანი რამე ძველი გეგმის განხორციელებას შეძლებს. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. ხელსაყრელი დღეა ასევე უკვე ჩამოყალიბებული წყვილებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ფინანსების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია თანხის მიღება. ცხოვრების სხვა სფეროებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა არცთუ ისე მნიშვნელოვანი იქნება. უბრალო, მარტივი საქმეებიც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს წაიღებს, ასე რომ, მოთმინება გამოიჩინეთ. საქმიანი ურთიერთობები დაძაბულად ვითარდება, მოსალოდნელია კამათი. არ იჩქაროთ ძნელად მიღებული ინფორმაციის სხვებისთვის განდობა.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ცუდი დღე არ არის, მაგრამ ფინანსურ საქმეებში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. დღეს, თუ არ გააკონტროლებთ თავს, შესაძლოა, მთელი ფული ქარს გაატანოთ, ეს კი შემდეგ მთელი რიგი უსიამოვნებებით შემოგიბრუნდებათ უკან. თავი შეიკავეთ საეჭვო გარიგებებისგან, არ ენდოთ ყველას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ახლობლებთან გულწრფელი საუბრებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

საინტერესო და მრავლისმომცემი დღეა. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესობისკენ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება პირად ცხოვრებაში. ზოგიერთი თქვენგანი მოისმენს სასიამოვნო სასიყვარულო აღიარებას. გექნებათ გარემოს შეცვლის საშუალება. დღეს მიღებულ ინფორმაციას, დიდი ალბათობით, მომავალში გამოიყენებთ. ეცადეთ, შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

კარგი დღეა მომავალზე ფიქრისა და ახლობლებთან გეგმების განხილვისთვის. ახლა თქვენთვის ბევრი რამ ხდება ცხადი, წარსულს ჩაბარდება ეჭვები, რომლებიც ბოლო დროს ცხოვრებას გირთულებდათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი პერიოდია რამის ყიდვისთვის, ასევე, რამე უჩვეულო გარიგებისთვის. ბევრი თქვენგანი საკუთარ თავში კომერციულ ნიჭს გამოავლენს.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღის დასაწყისში ფრთხილად უნდა იყოთ. ამ პერიოდში ძალიან ბევრი მაცდური წინადადება გამოჩნდება. თუ ემოციებსა და ამ ცდუნებებს აჰყვებით, მომავალში სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარში თავშეკავებულობა გმართებთ. სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადადოთ. საქმეების მიმართ ნუ გექნებათ ზერელე დამოკიდებულება - ეს შეცდომებამდე მიგიყვანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღე ბევრ საინტერესო რამეს გპირდებათ. იქნება ახალი საქმეები, რომლებიც გაგიტაცებთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. თავი ბუნებრივად დაიჭირეთ და ბევრი აღფრთოვანებული დარჩება თქვენით. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

დღე კარგად დაიწყება. დღის პირველი ნახევარი მიესადაგება ახლობლებთან ურთიერთობების, საერთო გეგმებისა და საქმეების განხილვას. მოგვიანებით საქმიან ან მეგობრულ ურთიერთობებში, შესაძლოა, ფლირტის ელემენტი გაჩნდეს. მომხიბვლელობა და ადამიანებთან კონტაქტის უნარი, ასევე ინტუიცია პროფესიული საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სამუშაო პრობლემები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილეა საჭირო. თუ ამ პერიოდში თუნდაც უმნიშვნელო შეცდომას დაუშვებთ, არაერთი პრობლემა წარმოიშვება. სჯობს, უმნიშვნელო და მარტივ საქმეებს მიხედოთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად იღბლიანი იქნება. შეგიძლიათ, გააუმჯობესოთ ურთიერთობები ახლობლებთან. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და კარგი სიახლეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მნიშვნელოვანია, რომ თავშეკავებული იყოთ. რისკავთ, რომ უადგილო გამონათქვამებით ჩხუბის პროვოცირება მოაწყოთ, გამოიწვიოთ გარშემომყოფების უკმაყოფილება, გაიფუჭოთ ურთიერთობები ახლობლებთან. ამასთან, ასი პროცენტით დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და გონივრულ არგუმენტებს აინუნშიც არ აგდებთ. კარგი იქნება, თუ რამე ახალ საქმეს წამოიწყებთ და რუტინას გაერიდებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0