დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს ვერძი ქალების დღეა. თქვენი მომხიბვლელობა უმაღლეს დონეზეა. ეს საქმიან სფეროში სასარგებლო ნაცნობობას მოგიტანთ. შესაძლოა, ამ ნაცნობებს შორის მძლავრი მფარველიც აღმოაჩინოთ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს პირად ურთიერთობებში უსიამოვნებები ელოდება. რაც არ უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, ეცადეთ, თავზე კონტროლი არ დაკარგოთ. მთლიანობაში, დღე წარმატებით ჩაივლის, პრობლემები საქმიან სფეროში მოგვარდება.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი დღეა. ხართ ენერგიული, მომხიბლავი, გამჭრიახი, შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხში ყველას დარწმუნება. და მაინც, გარიგებების დადებისას ფრთხილად იყავით. საქმიან პარტნიორებთან შესაძლებელია კონფლიქტი გაუგებრობების გამო. დღეს ყველა გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონეთ. დღის მეორე ნახევარში დრო დაუთმეთ ოჯახს, პირად ცხოვრებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, მოერიდოთ გუნდთან ერთად მუშაობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხვალისთვის გადადეთ. არ მიიღოთ სარისკო გადაწყვეტილებები საქმიან სფეროში, რადგან ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ. ენდეთ მხოლოდ მათ, ვისაც კარგად იცნობთ. დღის მეორე ნახევარში პროფესიული წარმატებაა მოსალოდნელი. პარტნიორთან ერთობლივ ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს განვლილ ცხოვრებას გადახედეთ, გაიაზრეთ კარგად, შესაძლოა, რამე ახლებურად შეხედოთ. დღეს რაც მოხდება, ყველაფერს თავისი დატვირთვა ექნება, ყურადღება მიაქციეთ ამ დღის მინიშნებებს. მიხედეთ საოჯახო საქმეებს. წარუმატებლობებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. ემოციები გააკონტროლეთ, რომ საყვარელ ადამიანს უხეში სიტყვით გული არ ატკინოთ. იყავით მშვიდი და ბრძენი.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღეიდან ლომების ცხოვრებაში დგება პერიოდი, რომელიც შესანიშნავად მიესადაგება საქმიანი პროექტის ცხოვრებაში რეალიზებაზე მუშაობას. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ წარმატების გარანტი თქვენი ახლობელი ადამიანები იქნებიან. მთლიანობაში ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გააფართოვოთ საქმიანობის სფერო და ადრე მიღებული გამოცდილება სწორად გაიაზროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

საკმაოდ დაძაბული დღეა. შესაძლოა, გაუგებრობა მოხდეს თქვენსა და თქვენს ხელმძღვანელობას ან ხელქვეითებს შორის. გააკეთეთ ის, რაც საჭიროა. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ, თქვენს ახალ იდეებს, როგორც მომავალი აჩვენებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, ხოლო მათზე დახარჯული ძალისხმევა, შესაძლოა, ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. დღეს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს და გაუგებრობებს მათთან ურთიერთობების გაფუჭების საშუალება არ მისცეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

სასწორების სასიცოცხლო ენერგია, სექსუალობა და მომხიბვლელობა უმაღლეს დონეზეა. დღეს შეძლებთ წინა დღეებში ჩაფიქრებულის შესანიშნავად რეალიზებას. თუ კარგად დაფიქრდებით და შეუპოვრობას გამოიჩენთ, ბევრს მიაღწევთ. საქმიანი ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან სარგებელსა და სიხარულს მოიტანს. კარგი დღეა სპორტისთვის, სეირნობისთვის, ქალაქგარეთ გასვლისთვის.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

იყავით შეუპოვარი და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. დღეს ნებისმიერი სამუშაო თქვენია. მაღალი თვითშეფასების წყალობით იდეებს, მართალია, დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მაინც ხორცს შეასხამთ. სახლში მოსალოდნელია სერიოზული ნივთის ყიდვა, მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება. დღეს დიდი ალბათობაა ტრავმების მიღების, ამიტომ იფრთხილეთ. ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

კარგი დღეა პროფესიული თუ პირადი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. არ მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ, არც საკუთარ ემოციებს აჰყვებით. სწორ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში ინტუიცია და ჯანსაღი აზრი დაგეხმარებათ. მოსალოდნელია უმნიშვნელო ფინანსური დანაკარგები, მაგრამ ბიუჯეტის შევსების შესაძლებლობა მალე გაჩნდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

ნაყოფიერი და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ. მაღალია შემოქმედებითი პოტენციალი, მოგწონთ ახალი საქმის გაკეთება, თამამი იდეების რეალიზება. მაგრამ არასტაბილურია ემოციური ფონი. ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული თხის რქებიც კი შეიძლება გამოვიდნენ წყობილებიდან, ჩვეული ჯანსაღი აზროვნება ხანდახან გღალატობთ. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ, თუ ფრთხილად იმოქმედებთ. არ გარისკოთ და წინდახედულად მოიქეცით. დილით, შესაძლოა, რამე დაწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. დღის მეორე ნახევარი პირველზე რთული იქნება, რაც, პირველ რიგში, ძლიერ და წინააღმდეგობრივ ემოციებს უკავშირდება. საჭიროა მოთმინება, გაწონასწორებულობა, ცივი გონება. ასე ბევრ პრობლემას აირიდებთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

თქვენი ნებისყოფა საოცარია და პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, არის ალბათობა, რომ ძალები იმ ვითარების შენარჩუნებაზე დახარჯოთ, რომელმაც დიდი ხანია, ამოწურა თავი. მთლიანობაში, დღე ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნება. ხართ ენერგიული, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ენერგიასაც აქვს საზღვარი, ამიტომ დროულად შეისვენეთ. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0