კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 14–20 ოქტომბრის პერიოდში

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ეხმარება სირთულეების გადალახვასა და წარმატებების მიღწევაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ვარსკვლავები და პლანეტები მუდმივად იცვლიათ თავიანთ განლაგებას, რის გამოც სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანებზე

ვერძი

ვერძებს მშვიდი და პროგნოზირებადი კვირა ელოდება. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა დიდი ცვლილებების შემდეგ სტაბილური გახდა. ყველაზე უჩვეულო და კაშკაშა დღე ორშაბათია. ამ დღეს ახალი ნაცნობობის დიდი ალბათობაა, რომლის დროსაც ზოგიერთი თქვენგანი თავის სიყვარულს შეხვდება.

უქმეების მოახლოებასთან ერთად ძლიერ დაღლილობას იგრძნობთ მონოტონურობის გამო. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ეს კვირა უსაშველოდ გაიწელა. ეს, პირველ რიგში, ეხება მათ, ვისაც პრობლემები აქვს ან სიყვარულში, ან სამუშაოზე. არ დააყოვნოთ პრობლემების გადაჭრა.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

ამ კვირაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი სიყვარულის სფეროში. ეს განსაკუთრებით 15 და 16 ოქტომბერს არის შესაძლებელი. ამ დღეებში შეიძლება ერთობლივ ცხოვრებაზე და რომანტიკულ პაემანზე ყურადღების ფოკუსირება. ამ კვირაში მნიშვნელოვანია, რომ ახლობელ ადამიანებს აჩვენოთ საკუთარი სიყვარული და კომპრომისების მოძებნის უნარი.

კვირა დღეს ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარ საქმეებს, რელაქსაციასა და დასვენებას მიხედოთ. 14–20 ოქტომბრის პერიოდში შესაძლებლობა გექნებათ, განავითაროთ საკუთარი ინტუიცია და სხვა ფარული ნიჭი.

ტყუპი

ამ კვირაში თქვენთვის ძირითადი ამურული სფერო გახდება. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე შთაბეჭდილების მოხდენა ბევრად იოლი იქნება. ვისაც ურთიერთობები აქვს, მათთვის ყელაზე იღბლიანი დღე კვირა გახდება – ამ დღეს პლანეტები და ვარსკვლავები ძალზე აქტიური და აღმშენებლობითი იქნებიან.

სამუშაო დღეები პროდუქტიული იქნება. შეგიძლიათ დაკავდეთ მძიმე საქმეებით, მნიშვნელოვანი საკითხებით. წაგადგებათ სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ნივთების გადაადგილება. კარგი იქნება ახალი პროექტების წამოწყება. არ მოგერიდოთ რჩევების კითხვა.

დროს შემორჩენილი სიყვარული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ

კირჩხიბი

კირჩხიბებს ენერგეტიკის ნეგატივისგან გაწმენდა დამოუკიდებლად მოგიწევთ. ვარსკვლავები ძალზე პოზიტიური და აღმშენებლობითი იქნებიან, რაც წარმატებას მოგიტანთ. ყველაზე პროდუქტიული და კაშკაშა დღეები 14 და 17 ოქტომბერი იქნება. შეგიძლიათ შოპინგზე წასვლა, მუშაობა და აქტიური დასვენება.

უქმეებზე ყურადღება სახლის საქმეებზე გადაიტანეთ: დაალაგეთ, მოაწესრიგეთ ყველაფერი. ეს ოჯახური აურის უარყოფითი ენერგეტიკისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. სახლის ბინადრები გათავისუფლდებიან აპათიისა და დაბალი შრომისუნარიანობისგან.

ლომი

მშვიდი კვირა გელოდებათ, რომლის დროსაც ვარსკვლავები და პლანეტები ნაკლებად აქტიური გახდებიან. ეს საშუალებას მოგცემთ, ყურადღება გადაიტანოთ იმ სფეროზე, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვლით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიურად იფიქროთ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი.

თუ გაუგებრობებს სახეზე ღიმილითა და გულში სითბოთი შეხვდებით, ყველაფერში შეძლებთ წარმატებების მიღწევას. ახლა მთავარია, პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ და მნიშვნელოვანი მიზნები დაისახოთ. წინათგრძნობა არაერთხელ გიხსნით ფიასკოსგან.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

ქალწული

ქალწულებისთვის დგება პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ მოდუნდეთ, დაისვენოთ. იდეალური დროა შვებულებისთვის, საოჯახო საქმეებისთვის, საყიდლებზე წასვლისთვის. ყურადღება გაამახვილეთ ამურულ სფეროზე. სიყვარულში ყველაფერი მშვიდად და ზომიერად უნდა განვითარდეს. შეძლებთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტას, კომპრომისების მოძებნას.

ძალზე მნიშვნელოვანია ნეგატიური პროგრამების, ეჭვებისა და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება, საჭირო პოზიტიურ კილოზე აწყობა განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც თქვენი ცნობიერება გახსნილია პოზიტივისთვის. ძალზე იღბლიანი პერიოდია, თავს თავდაჯერებულად და უკეთესად იგრძნობთ ყველა თვალსაზრისით.

სასწორი

სასწორების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მწიფდება. შეძლებთ ბედის შეცვლასა და კარმის გაწმენდას. ამისთვის უნდა გააკეთოთ ბევრი სიკეთე, დაეხმაროთ ახლობლებს, მათთვის საყრდენი გახდეთ. კვირის ბოლოს კი ყურადღება საკუთარ თავს მიაქციეთ. შეგიძლიათ მაღაზიებში წასვლა, გარდერობის განახლება, ვარცხნილობის, გარდერობის შეცვლა.

წაგადგებათ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში წასვლა. უარი არ თქვათ მივლინებაზე ან მიწვევაზე. საქმიანობაში ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ. სახლშიცა და სამუშაო ადგილზეც ყველაფერი მოწესრიგებული უნდა გქონდეთ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი

მორიელებს, შესაძლოა, ახალი პრობლემები გაგიჩნდეთ. არ არის გამორიცხული, რომ არაკეთილმოსურნეებმა თქვენთვის ზიანის მოყენება მოინდომონ. ამან, შესაძლოა, თქვენი საქმეების შეფერხება გამოიწვიოს. ფინანსურ ფრონტზე ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია, თუ გულგრილი იქნებით მტრების გამოხტომების მიმართ. კონფლიქტები ასევე შესაძლებელია ოჯახში.

ძალზე მნიშვნელოვანი დღეა ორშაბათი. პლანეტები გააქტიურდებიან და დაგეხმარებიან ამოცანებისა და მიზნების გაფილტვრაში, საჭირო კილოზე აწყობაში. ამ დღეს უნდა გათავისუფლდეთ ეჭვებისა და სკეპტიციზმისგან – ამას თქვენი განვითარების დაყოვნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელის შეშლა შეუძლია.

მშვილდოსანი

14 და 16 ოქტომბერს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი დღეებია. ვარსკვლავები და პლანეტები აქტიურები და ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებაში იქნებიან, რაც ნებისმიერ საქმეში წაგადგებათ. თქვენი იღბლიანობა ძალიან გაიზრდება. უქმეებზე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება, ამიტომ მეტი სიფრთხილე გმართებთ.

კვირის ბოლოს უარი არ თქვათ ახლობლების დახმარებაზე. ვარსკვლავებს სურთ, რომ ბევრი სიკეთე გააკეთოთ გარშემომყოფებისთვის. ეგოიზმი, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში, ბედნიერების მიღწევაში შეგიშლით ხელს.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

თხის რქა

კვირის პირველ ნახევარში მოსალოდნელია აუხსნელი, არაკონტროლირებადი, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენები. ორშაბათს პლანეტები ძალზე აქტიური იქნებიან, რაც ძირითადი ცვლილებების ძირითადი მიზეზი გახდება. მოგიწევთ სიტყვიდან მოქმედებაზე გადასვლა, რთულ პროექტებთან შეჭიდება და გააქტიურება ამურულ სფეროში.

ზოგიერთი თქვენგანი თავის სიყვარულს შეხვდება. შეიძლება ინტუიციის ნდობა, რომელიც ამ კვირაში ძალიან გაძლიერდება. უქმეებზე წაგადგებათ გარემოს შეცვლა და სრულფასოვანი დასვენება.

მერწყული

ამ კვირაში მეტად ანგარიშიანი უნდა იყოთ 14, 15 და 16 ოქტომბერს ვარსკვლავები ძალზე აქტიური გახდებიან, რის გამოც მეტი სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოთ. კვირის პირველი ნახევარი ძალზე პროდუქტიული იქნება, შესაძლებელია საკუთარი სურვილების ასრულება.

პარასკევსა და უქმეებზე საყიდლების დროს მეტი დაკვირვება გმართებთ, რადგან, შესაძლოა, ზედმეტი დახარჯოთ, ან უხარისხო ნივთი შეიძინოთ. მიჰყევით ჯანსაღ აზრს და არ გარისკოთ უაზროდ, რომ ფინანსური დანაკარგი აიცილოთ თავიდან.

ადამიანები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები

თევზები

გარშემომყოფები მიმართ მეტად გულწრფელი უნდა იყოთ, განსაკუთრებით კვირის პირველ ოთხ დღეს, რომლებიც ძალზე პოზიტიური და იღბლიანი იქნება. კარგი იქნება ახლობლების რჩევების გათვალისწინება. ასევე, დაგეხმარებათ ინტუიცია. დაგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები და გადაწყვიტეთ, რომელ მიმართულებას აირჩევთ.

ძალიან წაგადგებათ ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურობა. არ ღირს განმარტოებით დარჩენა. კარგი იქნება დროის გატარება ადამიანებთან და მეორე ნახევრის ძიება. სამშაბათსა და ოთხშაბათს შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, ხოლო ორშაბათსა და ხუთშაბათს – შემოსავლების მოძიებაზე უნდა იზრუნოთ.

ყველა ახალი ამბავი
0