დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე საკმაოდ დაძაბულად ვითარდება, მაგრამ თქვენ ოპტიმიზმს მაინც შეინარჩუნებთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, სად უნდა იყოთ მტკიცე და შეუპოვარი და სად – უკან დაიხიოთ. შესაძლებელია უჩვეულო და მაცდური წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ დათანხმება არ იჩქაროთ – ჯერ კარგად შეისწავლეთ ყველა პირობა. არ არის გამორიცხული, რომ ვინმე თქვენს მოტყუებას შეეცადოს.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
სავსემთვარეობა 14 ოქტომბერს: როგორ იმოქმედებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ყველაფერი რთული და არაერთმნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ ვითარებაში გარკვევას ცდილობთ. თუ ძალისხმევას გააორმაგებთ, კითხვებზე პასუხებს მიიღებთ. ამის გამო, შესაძლოა, სამომავლო გეგმები შეცვალოთ. გადახედეთ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან და დაფიქრდით, შეიძლება თუ არა მათი ნდობა სერიოზულ საქმეებში. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან მოსალოდნელია უთანხმოებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. გიწევთ სხვადასხვა საქმის გაკეთება და თითოეული ძალიან გიტაცებთ. ეხმარებით ახლობლებს. გაჩნდება შანსი, გააუმჯობესოთ ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბული იყო. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები მეგობრებთან, რომანტიკული პაემანი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

გარშემომყოფებთან ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულად ვითარდება. ხშირად გეჩვენებათ, რომ არასათანადოდ გაფასებენ, ყურადღებას არ გაქცევენ. თქვენც არ იქცევით უნაკლოდ, მაგრამ საკუთარ თავს გამართლებას ყოველთვის უძებნით. კარგი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. არ გიწევთ საუბრებსა და კამათზე დროის დახარჯვა. წაგადგებათ სადმე გამგზავრება, გარემოს შეცვლა.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღე რთულად დაიწყება. პრობლემები ხშირად ჩნდება იქ, სადაც არ ელოდებით. სირთულეებთან შეჯახებისას იბნევით და დამნაშავის ძებნას იწყებთ, ფუჭად კარგავთ დროსა და ძალას. ეს გარშემომყოფებს არ მოსწონთ და გაკრიტიკებენ, რაზეც მწვავე რეაგირება გაქვთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად ხელსაყრელად განვითარდება, შესაძლოა, გაიგოთ კარგი სიახლეები, შემოგთავაზონ საინტერესო წინადადებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია. სწორედ ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ ყველა სერიოზული საქმე. ბევრ დაბრკოლებას შეუპოვრობის წყალობით გადალახავთ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ფინანსური სირთულეები. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ფრთხილი მოქმედებაა საჭირო. თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო რეპუტაციის ადამიანებისგან, თუნდაც ისინი თავდაუზოგავად ცდილობდნენ თქვენი ნდობის მოპოვებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. იოლად მიაღწევთ ახლობლებთან შეთანხმებებს ერთობლივ მოქმედებებთან დაკავშირებით. შესაძლოა, საერთო მიზნების გამო საკუთარ გეგმებზე უარი თქვათ, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება. შეგიძლიათ, ოჯახისთვის რამე მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინოთ.

ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

არცთუ მარტივი, მაგრამ წარმატებული დღე იქნება. გექნებათ შანსი, რომ განამტკიცოთ პროფესიული პოზიციები, თქვენი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენოთ, გაიმარჯვოთ მეტოქეებზე. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო ადამიანებმა თანამშრომლობა შემოგთავაზონ. კარგად ჩაივლის მგზავრობა. არ მოიწყენთ – ვარსკვლავებმა უამრავი სიურპრიზი მოგიმზადეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

ადამიანების ამოცნობა უნდა ისწავლოთ. ეცადეთ, მხოლოდ მათთან გქონდეთ კონტაქტი, ვისაც მოსწონხართ, ესმის თქვენი და მხარს გიჭერთ. დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ კრიტიკის მიმართ. მოსალოდნელია წარმატებები სამუშაოზე. იხსნება ახალი პროფესიული პერსპექტივები. მოჩანს გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მეტოქეების ჩამოშორება და წარმატების მიღწევა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დაისვენეთ. ეს დღე მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებასა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას არ შეესაბამება. ძალების აღდგენა გჭირდებათ და ამის მერე ცხადი გახდება, საით უნდა წახვიდეთ. ახლა კი სჯობს, ჩვეული საქმეები გააკეთოთ და ისინი შემოქმედებითი ელემენტებით გაამდიდროთ. განწყობას აგიმაღლებთ მეგობრებთან ურთიერთობები. ხმაურიან და ხალხმრავალ ღონისძიებებს მოერიდეთ.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მრავლისმომცემი დღეა. იმოქმედეთ მტკიცედ და წარმატებას მიაღწევთ. რაც უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ ეჭვებზე, ორჭოფობაზე, მით უფრო დიდ შედეგს მიიღებთ. გარშემომყოფებს თქვენი ყველა სიტყვა და მოქმედება არ აღაფრთოვანებს, მაგრამ მიღებული შედეგის შემდეგ მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. ეცადეთ, მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

იქნება რთული, მაგრამ საინტერესო დღე. დღის  პირველი ნახევარი ბევრ გამოცდას მოგიწყობთ, მაგრამ აზარტი და შეუპოვრობა სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მალე ვითარება შეიცვლება და პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, კარგი სიახლეები სამუშაოსთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0