დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

წარმატებებს მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის შრომა მოგიწევთ. დღეს დაბრკოლებები მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჩვეულებრივზე ხშირად ჩნდება, მაგრამ თქვენს სიმტკიცეს ვერაფერი დაუდგება წინ. მოსალოდნელია უცნაური თანხვედრები, რის გამოც დაფიქრდებით, სწორი გზა შეარჩიეთ თუ არა. ახლა საკუთარ ალღოს უნდა მოუსმინოთ ყველაზე მეტად, ვიდრე გარშემომყოფების რჩევებს.

ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
რა გველოდება ოქტომბერში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ყურადღებით იყავით. თუ იჩქარებთ, შეცდომებს დაუშვებთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი შეცდომაში შეყვანა მოინდომოს, ამიტომ გადაწყვეტილებები კარგად აწონ–დაწონეთ. არ არის გამორიცხული გაუგებრობები სამუშაოზე. სხვისი დახმარების იმედი დიდად არ უნდა გქონდეთ. დღის მეორე ნახევარში შორეულ მგზავრობას მოერიდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს, ბევრი რამ კარგად გამოდის, მაგრამ სირთულეების მთალიანად თავიდან აცილება არ გამოვა. თქვენ ადვილად გაუმკლავდებით პრობლემებს, გარშემომყოფები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ბევრ ტყუპს გაუმართლებს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. შესაძლებელია მომგებიანად რამის ყიდვა, ან პერსპექტიულ ბიზნეს–პროექტში ფულის ჩადება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ბევრი რამის გაკეთება გართულდება. არ იჩქაროთ, ეცადეთ, თითოეული ნაბიჯი გათვალოთ. ემოციების კარნახით მოქმედებას უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გაგიძნელდებათ დანაპირების შესრულება, ამიტომ არავის მისცეთ რაიმე პირობა. დღის მეორე ნახევარი კარგია ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, სამომავლო გეგმების განხილვისთვის.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა, რომელიც კარგია მუშაობისა და სწავლისთვის. ხართ სერიოზული, ცდილობთ, არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან, ამჩნევთ მნიშვნელოვან დეტალებს. გექნებათ შანსი, რომ მნიშვნელოვან საქმეზე ისაუბროთ გავლენიან ადამიანებთან. პირადი მომხივლელობა გეხმარებათ საქმეებში, მაგრამ ის ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ მომაბეზრებელი ყურადღებისგან გათავისუფლება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერ საქმეს სერიოზულად ეკიდებით. სიფრთხილე და დეტალებისადმი ყურადღება შეცდომებისგან გიცავთ. გარშემომყოფებს თქვენი აუჩქარებლობა ხანდახან აღიზიანებს, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მივა. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა. თქვენით და თქვენი იდეებით დაინტერესდებიან ადამიანები, რომლებიც აქამდე ვერავის ამჩნევდნენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა. ხშირად აღწევთ წარმატებას დიდი ძალისხმევის გარეშე. მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევები, რომლის წყალობითაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. კარგი იქნება საკუთარი იდეების თანამოაზრეებისთვის გაზიარება, მათთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვა. არ არის გამორიცხული თანხის მიღება, რომელიც ძალიან წაგადგებათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე - ოქტომბრის ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

მრავალფეროვანი დღეა. გრძნობთ ძალების მოზღვავებას და გაქვთ განცდა, რომ ახლა ყველაზე რთული საქმეც კი გამოგივათ. მოსალოდნელია წინადადება თანამშრომლობაზე, რომელზეც უარის თქმა არ მოგინდებათ.  შესაძლოა, კარგი სიახლეები გაიგოთ ოჯახის რომელიმე წევრზე, ასევე, მოულოდნელად გადაწყდეს პრობლემა, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევდათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

მღელვარებისა და შფოთვის საფუძველი არ გაქვთ. თუნდაც რამე გეგმის მიხედვით არ წავიდეს, გასაგები გახდება, რომ ეს მხოლოდ უკეთეს შედეგებს მოიტანს. ხელიდან არ უშვებთ არც ერთ საინტერესო შესაძლებლობას, იმპროვიზირებთ, სადაც ეს საჭიროა. ინტუიცია გკარნახობთ, სად შეიძლება გარისკვა და სად – არა. არ არის გამორიცხული თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მშვიდი დღეა. კარგი იქნება, თუ დაწყებლ საქმეებს დაასრულებთ. ზოგჯერ სწრაფად და მტკიცედ მოქმედება მოგიწევთ, ზოგჯერ კი სიფრთხილის გამოჩენა. ეცადეთ, წვრილმანებს მიაქციოთ ყურადღება – ის რაც ახლა უმნიშვნელოდ მოჩანს, მომავალში, შესაძლოა, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. სარგებელს მოგიტანთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ – დღეს ამისთვის ხელსაყრელი დრო არ არის.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღე წარმატებულად ეწყობა. სირთულეების მთლიანად თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი ვერ გახდება, მაგრამ ისინი დასახული მიზნების მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. იმოქმედეთ დამოუკიდებლად. ეს საშუალებას მოგცემთ, დიდი დრო არ დაკარგოთ განმარტებებსა და საუბრებზე. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მშვიდი დღეა. შესაძლებელია მასშტაბურ პროექტებსა და საქმეებში ჩართვა. სწრაფად მიაღწევთ პირველ წარმატებებს და მიხვდებით, როგორ ჯობია შემდგომ მოქმედება. პირად ურთიერთობებში ინტუიციას მიენდეთ. შესაძლოა, თავი შეგახსენონ ძველმა ნაცნობებმა. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს ურთიერთობების აღდგენას, რომელსაც თავის დროზე ძალიან უფრთხილდებოდა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0