დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ოქტომბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. იმ საქმეში, რაც აქამდე ცუდად გამოგდიოდათ, წარმატებას მიაღწევთ. შეამჩნევთ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. წვრილმანი შეცდომები გამორიცხული არ არის, მაგრამ მათ უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვება. იცვლება ურთიერთობები გარშემომყოფებთან, თქვენი გავლენა ოჯახში შესამჩნევი ხდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თვე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

ყველაფერი კარგად მიდის, სანერვიულო არაფერი გაქვთ. ვარსკვლავები მხარში გიდგანან. მოსალოდნელია ბედნიერი თანხვედრები, სასიამოვნო სიურპრიზები. ინტუიცია გიკარნახებთ, თუ როგორ იმოქმედოთ რთულ სიტუაციებში. იქნება შესაძლებლობა, რამე მომგებიანად იყიდოთ. შეგიძლიათ სამომავლო გეგმები დააწყოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დილით წვრილმანი გაუგებრობებია მოსალოდნელი. ხშირად პრობლემები ვინმეს უყურადღებობის გამო ჩნდება. მათი გამოსწორება თქვენ გიწევთ. ეს გაღიზიანებთ, მაგრამ ცდილობთ თავშეკავებას, რაც არაერთხელ აგაცილებთ თავიდან უსიამოვნებებს. დღის მეორე ნახევარი იღბლიანად აეწყობა. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღე წარმატებულად იწყება. უნდა იჩქაროთ, რომ ამ პერიოდში გაუმკლავდეთ რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს. დააკვირდით გარშემომყოფებს – ვისაც დღეს თქვენი წარმატებები გულწრფელად გაუხარდება, მათთან მომავალში საქმიანი ურთიერთობები შეგიძლიათ იქონიოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. დაისვენეთ ან რამე წვრილმანი საქმეებით შემოიფარგლეთ.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ხელსაყრელი დღეა, როდესაც რთულ საქმეებშიც კი შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა. დღეს დიდი მნიშვნელობა დანაპირების შესრულებას, თუნდაც ეს წვრილმანი იყოს. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც დამღლელი, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდება და წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენზე. დღეს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების შეტანა არ ღირს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დილიდან სიფრთხილე გმართებთ – ეს რთული პერიოდია, როდესაც უმნიშვნელო შეცდომასაც კი სერიოზული შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, ვითარება სწრაფად შეიცვლება სასიკეთოდ, გაიხსნება უამრავი საინტერესო შესაძლებლობა პროფესიულ სფეროში. პირად ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, პირიქით, შესაძლოა, მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის. მნიშვნელოვანი საქმეები მოსალოდნელი არ არის. შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი საქმეები, მოაწესრიგოთ დოკუმენტები. მოგვიანებით უფრო კარგი პერიოდი დადგება. მოგელით მნიშვნელოვანი შეხვედრები. კარგად აწყობთ ურთიერთობებს უცხო ადამიანებთან, მაგრამ ახლობლებთან კონტაქტი რამდენადმე გიჭირთ.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღეა, როდესაც შეგიძლიათ რაღაც უჩვეულოსა და რთულ ამბავში ჩაერთოთ – ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ახალი ინტერესები. ახლობლები თქვენ მხარდასაჭერად მზად არიან. ურთიერთობები ძალდაუტანებლად ჩაივლის, ადვილად პოულობთ ადამიანებთან საერთო ენას.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დილით მოსალოდნელია წვრილმანი გაუგებრობები, დასანანი შემთხვევები, მაგრამ მათი გულთან ახლოს მიტანა არ ღირს. დროა, მნიშვნელოვან საქმეებს შეუდგეთ. ნაშუადღევს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ვარსკვლავების მხარდაჭერას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები, შეხვედრები, ნაცნობობა. შეგიძლიათ რამე შეიძინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღე წარმატებულად და ნაყოფიერად დაიწყება. დრო უქმად არ დაკარგოთ – რამდენიმე საათში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. მაგრამ რთულ და მასშტაბურ საქმეებში არ იჩქაროთ. მოძებნეთ საიმედო მოავშირეები გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო დასვენებას, თქვენთვის სიმპათიურ ადამიანებთან შეხვედრას გპირდებათ.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საკუთარი ძალების რწმენა საშუალებას გაძლევთ, გადალახოთ დაბრკოლებები, მოძებნოთ მოკავშირეები. შესაძლებელია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ასევე ძველი კონფლიქტის მოგვარება. თავს ბევრად მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნობთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

კარგი დღე გელოდებათ. გამოიყენებთ ვითარებების იღბლიან დამთხვევას და გააკეთებთ იმას, რაც დიდი ხანია, ჩაფიქრებული გაქვთ. შესაძლოა, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, რომელზეც უარის თქმა, დიდი ალბათობით, არ ღირს. შესაძლებელია მცირე თანხის მიღება, რამის ყიდვა. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს, თავისი ჰობი ფინანსურ წყაროდ აქციოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0