დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10– ოქტომბერი

CC0 / Pixabay / პეიზაჟური ბაღი
პეიზაჟური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

არცთუ მარტივი, დატვირთული და საინტერესო დღეა. ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ მიდის, მოულოდნელი მოვლენები და უცნაური სიახლეები კალაპოტიდან გაგდებთ, მაგრამ ინტუიცია რთული მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს საქმეების სამომავლოდ გადადება. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დამოუკიდებლად გააკეთეთ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, შეაჯამოთ ნამუშევარი. ახლა აჩქარება საჭირო არ არის ეს სასიამოვნოა – შეგიძლიათ დაისვენოთ, ადამიანებს დაეკონტაქტოთ. ურთიერთობები როგორც საქმიან, ისე პირად სფეროებში ჰარმონიულად ვითარდება. კარგი დღეა სწავლისთვის. ზოგიერთ თქვენგანს კარგი ახალი ამბები ელოდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

რთული დღეა. ბევრი საქმე მოითხოვს ყურადღებას, ამასთან, გარშემომყოფები ხშირად გისვამენ კითხვებს და თქვენგან რჩევებს ელოდებიან. შეიძლება დაირღვეს შეთანხმებები, ეს განერვიულებთ და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, გადაულახავი დაბრკოლებები გზაზე არ გხვდებათ. ენდეთ ინტუიციას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღის დასაწყისში ჩვეულებრივზე ხშირად ხდება უთანხმოებები, კამათი, რაც განერვიულებთ. ხანდახან გეჩვენებათ, რომ თქვენი მხარდამჭერი არავინაა. თანდათანობით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ხდებით უფრო თავდაჯერებული, იჩენთ ინიციატივას და ამას სარგებელი მოაქვს. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რთული საქმეების გაკეთება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ყველაფერი რთულადაა, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ ცხოვრებას არ უჩივით, რადგან ხედავთ არა მხოლოდ პრობლემებს, არამედ შესაძლებლობებსაც. შეგიძლიათ დაისახოთ მაღალი მიზნები. ხართ მომხიბლავი, ადამიანებს  მოსწონხართ, მხარში ამოგიდგებიან, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა უანგაროდ არ ცდილობს თქვენს დახმარებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღე მრავალფეროვანი და საკმაოდ რთული იქნება. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, ყველას ბოლომდე მიყვანა ყოველთვის ვერ ხერხდება. გახსენებენ ძველ შეცდომებს და ამის გამო განწყობა გიფუჭდებათ, მაგრამ ცდილობთ თავის გაკონტროლებას. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა იზრდება. საღამოს კარგ სიახლეებს გაიგებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ხელსაყრელი და საინტერესო დღეა. ის სასიამოვნო სიურპრიზებსა და კარგ სიახლეებს გპირდებათ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი მგზავრობა, რომლის დროსაც კარგ დროს გაატარებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია სწავლისთვის, ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზისთვის. სწორი დასკვნების გამოტანაში ინტუიცია დაგეხმარებათ, ხოლო გამოცდილება და ჯანსაღი აზრი იმაში, რომ შეცდომები აიცილოთ თავიდან.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღის პირველ ნახევარში არაერთი განცდა გელოდებათ. გინდათ, რომ ყველაფერში სიცხადე შეიტანოთ, მაგრამ ვერ ახერხებთ. ეცადეთ, რომ გაღიზიანებამ ხელი არ შეგიშალოთ შეცდომების დროულად დანახვაში და მათ გამოსწორებაში. შესაძლებელია გაუგებრობები ოჯახში, წვრილმანების გამო ჩხუბი. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

მრავალფეროვანი, სხვადასხვა სიტუაციით სავსე დღეა, გელოდებათ უამრავი მოულოდნელი მოვლენა, უცნაური შემთხვევები. გეგმებს ვერ ახორციელებთ, გზადაგზა იმპროვიზირება გიწევთ. ეს მაინცდამაინც არ მოგწონთ, მაგრამ არჩევნის საშუალება არა გაქვთ. თქვენი არაკეთილმოსურნეები დღეს გააქტიურებული არიან. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც ბევრ რამეს გპირდებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. გექნებათ საშუალება, რომ ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოთ. სირთულეების არ გეშინიათ. ხშირად გადგებათ ძველი გამოცდილება. თქვენ მიმართ ბევრი ამჟღავნებს სიმპათიას, მაგრამ ახლად გაცნობილებს დიდად ნუ ენდობით. დღის მეორე ნახევარი შემოქმედებითი საქმიანობისთვის არის კარგი, ასევე ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინტუიციას დაუგდოთ ყურო, სწორედ მისი კარნახი მიგიყვანთ მიზნამდე. შესაძლებელია უკეთესობისკენ ცვლილებები ახლობლებთან ურთიერთობებში. იცით, როდის არის საჭირო შეუპოვრობა და როდის – მოქნილობა. ვერანაირი უთანხმოება ვერ გამოგიყვანთ წონასწორობიდან. დღის მეორე ნახევარში გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამოხსნათ ამოცანა, რომელზეც დიდი ხანით თავს იმტვრევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

კარგი დღეა მათთვის, ვინც ძალიან მაღალ მიზნებს არ ისახავს და რეალურად უყურებს ყველაფერს, გადაჭარბებით არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. არ არის გამორიცხული, რომ მცირე წარმატებებით დაკმაყოფილდეთ, მაგრამ საწუწუნო არაფერი გაქვთ. ახლობლებთან ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლის საშულება გექნებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0