10:09 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
თბილისის ზღვა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი

CC BY-SA 4.0 / Levan Gokadze / Tbilisi Sea
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
85710

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს გარკვეული სირთულეები მოსალოდნელია, მაგრამ მათ შესანიშნავად უმკლავდებით. შესაძლებელი იქნება რაღაც ძველი კონფლიქტების მოგვარება. რთულ მომენტებში ინტუიციას ენდობით და ეს სწორიცაა. მოსალოდნელია თანხის მიღება. სჯობს, საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ, რადგან ფული შეიძლება არასაჭირო ნივთების შეძენაზე გაფლანგოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა, რომელიც მიესადაგება მუშაობას, სწავლას, ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეს. ხართ სერიოზული, ყურადღებიანი. ძალისხმევა თავის ნაყოფს გამოიღებს, მიაღწევთ ბევრს და მეტოქეებს უკან ჩამოიტოვებთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

არ ინერვიულოთ. უბრალო დღე არ რის – ემოციური ფონი დაძაბული იქნება, ამიტომ ნებისმიერ უსიამოვნებას თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. შეინარჩუნეთ ცივი გონება და მიიღეთ კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში გაუმკლავდებით არსებულ ვითარებას. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

არ იჩქაროთ. დღე არცთუ იოლად ჩაივლის, მაგრამ შეგიძლიათ ყველა გამოცდის გადალახვა შეუპოვრობით, რაც გარშემომყოფებს ძალიან მოხიბლავს. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები დაგეხმარონ კიდეც. ასევე, მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელთა განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. საღამოს კარგი იქნება დასვენება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღე სიურპრიზებით არის სავსე. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ შფოთვის საფუძველი არ გაქვთ – მოგწონთ იმპროვიზირება და სიტუაციაზე მორგება, ახალი შესაძლებლობების ძებნა. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენა. ენდეთ ინტუიციას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეხვედრები წარმატებულად ჩაივლის. საერთო ენას ყველასთან გამონახავთ. ცდილობთ ნებისმიერი საქმის უშეცდომოთ და ყურადღებით გაკეთებას. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდება და მრავალ წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ცუდი დღე არ გელოდებათ. მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ, მთლიანობაში, საქმეები კარგად გამოვა. რთულ მომენტებში მეგობრები დაგეხმარებიან. შესაძლოა, საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საყიდლებზე წახვიდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სახლის საქმეებისთვის. მოახერხებთ ოჯახური პრობლემების გადაჭრას, ახლობელი ადამიანის მხარდაჭერას. თქვენ წინაშე შეიძლება ახალი პროფესიული შესაძლებლობები გაიხსნას. ასევე არ არის გამორიცხული ცვლილები უკეთესობისკენ პირად ურთიერთობებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. შეიძლება შესანიშნავი შედეგების მიღება. თქვენგან მხოლოდ შეუპოვრობა მოითხოვება. არ შეუშინდეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. გარშემომყოფებს ეს მოხიბლავს. არ იჩქაროთ ფულის ხარჯვა. ბევრი წინადადება მაცდურად გეჩვენებათ, მაგრამ საჭიროა თანხის რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის შენახვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი ურთიერთობების გასამტკიცებლად, ეს კი ძალიან გეხმარებათ სამუშაო და ოჯახური პრობლემების გადაწყვეტაში. ურთიერთობები ახლობლებთან უფრო მარტივი, გასაგები და ჰარმონიული ხდება. შესაძლოა, სრულიად ახალი საქმეები გამოგიჩნდეთ, რომელთა რეალიზებას დიდი ენთუზიაზმით დაიწყებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

საქმე და საზრუნავი ჩვეულებრივზე მეტი გექნებათ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. ბევრ საკითხში ძალზე ხელსაყრელი დღეა, მთავარია, არ იჩქაროთ და თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალოთ, არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

წარმატება მოვა, მაგრამ უცბად არა. მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მზად ხართ იმპროვიზირებისთვის, გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღებისთვის. ეს მეტოქეებზე გამარჯვებაში დაგეხმარებათ. ინტუიცია დაგეხმარებათ, როდის უნდა გარისკოთ და როდის – სიფრთხილე გამოიჩინოთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების განსახილველად.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

მთავარი თემები