10:05 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ოქტომბერი

© Sputnik / Alexander Imedashvili
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
57320

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მსუბუქი, საინტერესო, დასამახსოვრებელი დღეა. გაჩნდება უამრავი იდეა, გეგმა. იღბლიანი თანხვედრები პროფესიული ამოცანების სწრაფად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. გექნებათ კარიერულ კიბეზე წინსვლის შანსი. გაგახარებთ ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლებელია საერთო სამომავლო გეგმების დაწყობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

უნდა იჩქაროთ, რადგან სწორედ დღის პირველი ნახევარი კარგად მიესადაგება რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს. შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავთ. საქმიანი აქტიურობა თანდათანობით დაიკლებს, გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია. მოსალოდნელია უთანხმოებები გარშემომყოფებთან. შესაძლოა, ვინმემ თქვენი შეცდომაში შეყვანა გადაწყვიტოს, ამიტომ შეამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღის დასაწყისი წარმატებულია. ხართ ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით რაღაც საიდუმლოებები აღმოაჩინოთ, მაგრამ მისი განდობა სხვებისთვის არ იჩქაროთ. დღის მეორე ნახევარში საქმიანი აქტიურობა შემცირდება, მაგრამ იქნება საშუალება, შეხვდეთ მეგობრებს და დრო მხირულად გაატაროთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. ზოგიერთი თქვენგანი სასიყვარულო აღიარებას მოისმენს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ადვილი არ ინება, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. მთავარია, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, დასკვნების გამოტანა და რამე დაუფიქრებელი მოქმედებები. გარშემომყოფების ნათქვამი კარგად გაიაზრეთ. თუნდაც რამე ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან წარმატების მიღწევის შანსი არის. მოთმინება და შეუპოვრობა სათანადო ნაყოფს გამოიღებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღის დასაწყისში რომელიმე ერთ საქმეზე ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. ბევრი საქმე გექნებათ და ვერ გაერკვევით, რაზე გაამახვილოთ პირველ რიგში ყურადღება. დღის მეორე ნახევარი ძალიან სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ. არ არის გამორიცხული, რომ შეურიგდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღე კარგად ჩაივლის, თუ დროს ფუჭ კამათსა და ჩხუბზე არ დაკარგავთ. უთანხმოებები კოლეგებთან და პარტნიორებთან ჩვეულებრივზე ხშირად ჩნდება, მაგრამ მოახერხებთ, რომ ამან საქმის კეთებაში ხელი არ შეგიშალოთ. იფრთხილეთ ფულთან დაკავშირებულ საქმეებში. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ განწყობას, ეცადეთ, დიდი დრო არ დაუთმოთ პირქუშ აზრებსა და უსიამოვნო მოგონებებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

წარმატებული დღეა. ღირს რამე მნიშვნელოვანისა და რთულის გაკეთება. სწრაფად მიაღწევთ პირველ წარმატებებს, გექნებათ საკუთარი ძალების რწმენა. შესაძლებელია თანხის მიღება – არ არის გამორიცხუი, რომ ძველი ვალი დაგიბრუნონ ან ადრე გაკეთებული სამუშაოს ანაზღაურება მიიღოთ. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და მას თქვენს ინტერესებში გამოიყენებთ. სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ. საღამო კარგი დროა შეხვედრებისთვის, მათ შორის, რომანტიკული პაემნისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღის პირველ ნახევარში დიდი იქნება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, ამიტომ უნდა იჩქაროთ, რომ დასახული მიზნებისკენ ნაბიჯები გადადგათ და პრობლემები გადაწყვიტოთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია პერსპექტიული წინადადებების მიღება. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. კარგი დრო იქნება მომავალზე ფიქრისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის დასაწყისში რთული იქნება დაუფიქრებელი საქციელისგან თავის შეკავება. ბევრი აჰყვება მაცდურ სურვილებს, მაგრამ ეს შემდეგ სანანებელი გაუხდება. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს და აირიდეთ შეცდომები თავიდან. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა მუშაობისთვის. ადვილად გაუმკლავდებით რთულ ამოცანებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს მოსალოდნელია დასამახსოვრებელი შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა. ურთიერთობები გექნებათ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. შესაძლოა, მათთან საუბრების შემდეგ გეგმები და მიზნებიც შეიცვალოთ. ბევრი თქვენგანი გააცნობიერებს, რომ უფრო ბევრი რამ შეუძლია და ენთუზიაზმით მოეკიდება საქმეს, რომელიც აქამდე ძალიან რთულად ეჩვენებოდა. მოსალოდნელია საჩუქრების მიღება, სიურპრიზები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია ურთიერთობებისთვის. ხართ კეთილმოსურნე, გულწრფელი, ბევრს მოსწონხართ. შესაძლებელია ურთიერთობების მოგვარება მათთან, ვისთანაც ნაჩხუბარი იყავით. დღის მეორე ნახევარში საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მოგინდებათ. კარგი დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

თუნდაც ძალიან გაგიჭირდეთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, წვრილმანების გამო ნერვიულობთ. საბედნიეროდ, გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც გაგიგებთ და რთულ მომენტებში გვერდით დაგიდგებათ, სათანადო სიტყვებს შეარჩევს. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ, რაც არ გესიამოვნებათ, მაგრამ თავს კარგად გაართმევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

მთავარი თემები