დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ოქტომბერი

© photo: Sputnikჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე წარმატებულად იწყება. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ რთულ საქმეებს შეეჭიდებით, რადგან წარმატებების მიღწევა უფრო იოლია. გვერდით იდგებიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ. კითხვების დასმა არ მოგერიდოთ, მაგრამ სირთულეების შესახებ დეტალურად ნუ ისაუბრებთ - ამის საჭიროება არ არის. მოგვიანებით უფრო რთული პერიოდი დადგება, ემოციური ფონი უფრო არასტაბილური გახდება.

 ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა - Sputnik საქართველო
ყველაზე ხელსაყრელი და ყველაზე საშიში დღეები ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. რამდენიმე საქმეს ერთდროულად გაუმკლავდებით. მიიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ, სხვებზე ადრე მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, სანამ გარშემომყოფები ეჭვებში იქნებიან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ყველაფერი იოლად არ გამოდის. თუ დღეს წარმატებების მიღწევა გსურთ, შეუპოვარი და მტკიცე უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი მეტოქე ძლიერი იყოს, ამიტომ მასზე გამარჯვება, შესაძლოა, მაშინვე ვერ შეძლოთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. შესაძლებელია, მიიღოთ თანხა, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაგიჭირდებათ. მაღალია უთანხმოებებისა და ჩხუბის ალბათობა, მათ შორის, თითქმის უცნობ ადამიანებთან. გიჭირთ ემოციების მოთოკვა და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის. მოახერხებთ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების მობილიზებას. მოსალოდნელია თანხის მიღება.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე - ოქტომბრის ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღე სიფრთხილეს მოითხოვს. უნდა იცოდეთ ადამიანების გარჩევა, არ შეიძლება ყველას ნდობა, შესაძლოა, მათი მხრიდან ცუდი გავლენის ქვეშ მოექცეთ, დაუშვათ შეცდომები. სახლში საზრუნავი მოგემატებათ. არ არის გამორიცხული, რომ ახლობლებს დაგროვებული პრობლემების გადაწყვეტაში თქვენი დახმარება დასჭირდეთ, ამის გამო თქვენი გეგმების გადადება მოგიწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

კარგი დღეა. ის ბევრ თქვენგანს მოუტანს ახალ იდეებსა და გეგმებს. შესაძლოა, მიხვდეთ, დროა, სტრატეგია შეცვალოთ, რადგან ჩვეული მეთოდები საჭირო შედეგის მიღებაში ვეღარ გეხმარებათ. ახლობლებთან ურთიერთობები ჩვეულებრივზე უფრო გართულდება: თქვენი ხშირად არ ესმით სწორად. ცდილობთ გაღიზიანება დამალოთ, მაგრამ ემოციების გაკონტროლება რთულია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს პოზიტიურ ტენდენციების გავლენა სჭარბობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღე არასასიამოვნო მომენტებს მთლიანად იქნება მოკლებული. ნებისმიერი უთანხმოება გარშემომყოფებთან განწყობას გიფუჭებთ. საბედნიეროდ, გვერდით იდგებიან მეგობრები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. კარგი დღეა მუშაობისთვის, შეგიძლიათ, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეებს შეეჭიდოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

უნდა იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე მეორე, ამიტომ სწორედ ამ დროს აჯობებს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შეხვედრების დანიშვნა. მიუხედავად ამისა, მაინც სათანადო სიმაღლეზე უნდა იყოთ და ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. განსაკუთრებით კარგად გამოგდით ის საქმეები, სადაც დამოუკიდებლად მოქმედებაა საჭირო. დღის მეორე ნახევარში გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობები. ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი დაძაბულად ჩაივლის. აცნობიერებთ, რომ გონივრულია სიმშვიდის შენარჩუნება და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ემოციების მოთოკვა გიჭირთ. დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება საინტერესო საქმეები, რაც ძალიან გაგიტაცებთ და მათ ენთუზიაზმით მოკიდებთ ხელს. ახლობლები დაგეხმარებიან. მოულოდნელად შეიძლება გადაწყდეს ძველი პრობლემები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღის დასაწყისი დაძაბული იქნება. თქვენთან საქმის დაჭერა რთულია: ხშირად ბრაზობთ წვრილმანების გამო, ჰყვებით ემოციებს იქ, სადაც ჯანსაღი აზრით უნდა იხელმძღვანელოთ. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციები გაძლიერდება და დაიბრუნებთ სულიერ წონასწორობას. საღამოს გაჩნდება კარგი იდეები. შეგიძლიათ, რამე ძველი პროექტებიც გაიხსენოთ და მათ ახლა შეასხათ ხორცი.

ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
რა გველოდება ოქტომბერში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთულად გამოგდით, საჭირო შედეგის მისაღებად დიდი ძალისხმევის გამოჩენა გიწევთ. თქვენ მოუთმენელი ხართ შედეგის მიღება დაუყოვნებლივ გსურთ, ამიტომ ხანდახან საეჭვო მეთოდებს მიმართავთ. დაუფიქრებელ საქციელს უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. ეცადეთ, სერიოზული დატვირთვა აიცილოთ თავიდან - გადაღლილობის გამო, შესაძლოა, თავი ცუდად იგრძნოთ. დაისვენეთ, რათა ძალები აღიდგინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

დღე საკმაოდ უიღბლოდ დაიწყება. ნებისმიერი წვრილმანის გამო, შესაძლოა, წონასწორობიდან გამოხვიდეთ. ემოციური ფონი მალე დასტაბილურდება და სიტუაციაც, მთლიანობაში, უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მუშაობისთვის. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანები, რომელთა მხარდაჭერა მომავალში არაერთხელ გამოგადგებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0