დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ოქტომბერი

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მნიშვნელობას მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და გეგმებს ანიჭებთ. ამან გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს. თუ ყურადღებას მიაქცევთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მრავალ საინტერესო რამეს დაინახავთ და შენიშნავთ. საკუთარ იდეებს გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ. სანამ მათ რეალიზებას შეუდგებით, კიდევ ერთხელ კარგად გადახედეთ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 30 სექტემბერი – 6 ოქტომბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღის დასაწყისში სიფრთხილე გმართებთ, რადგან ამ დროს იოლია შეცდომების დაშვება. ხშირად სათანადოდ არ აფასებთ გარშემომყოფებს. ეს განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა საუბარია არაკეთილმოსურნეებზე. დღის მეორე ნახევარი უფრო უკეთესად ჩაივლის, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. იქნება შანსი, პირად ურთიერთობებში რამე უკეთესობისკენ შეცვალოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოძებნისთვის. ადამიანებთან იოლად ურთიერთობთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. სირთულეები შეიქმნება იმ ტყუპებისთვის, რომლებიც აკეთებენ საქმეს, რომელიც დეტალებისადმი სათანადო ყურადღებას მოითხოვს. გულისყურის მობილიზება ხანდახან ძალიან ჭირს და ამიტომ შეცდომების ალბათობა მაღალია.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ყველაფერი მნიშვნელოვანი დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია რაღაც საინტერესო მოვლენები, სასიკეთო ცვლილებები იმ სფეროში, რომელიც ახლა ძალიან გაინტერესებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მოუსმინეთ ინტუიციას. ეს უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე ადამიანების რჩევები. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. განწყობას მეგობრებთან შეხვედრა აგიმაღლებთ.

ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღის დასაწყისში გაუგებრობების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. ადვილად ეგებით პროვოკაციებს. არ არის გამორიცხული პრობლემები იმ ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. არავის არაფერს უთმობთ, რაც ყველას აღიზიანებს. საღამოსკენ ნეგატიური ტენდენციები შემცირდება, ძირითად სირთულეებს გადალახავთ და თავისუფლად ამოისუნთქავთ, მაგრამ ძალიანაც ნუ მოდუნდებით - ქარაფშუტული საქციელი დაუშვებელია. ყველაფერს სერიოზულად მოეკიდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

გიჭირთ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება. რამდენიმე საქმეს ერთდროულად ეჭიდებით, ხშირად არ ამთავრებთ დაწყებულს. რთულია იმ ქალწულებისთვის, ვინ ყველაფერში სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. ეს ყოველივე თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. შესამჩნევად გაგიუმჯობესებთ განწყობას ახლობლებთან ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

უაზრო და დამღლელი დღეა. თქვენ ხანდახან ახალ საქმეს ეჭიდებით ისე, რომ ძველი ჯერ არ დაგიმთავრებიათ. მოსალოდნელია შეცდომები გათვლებში, რისი მიზეზიც სიჩქარე იქნება. ეს განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როცა საქმე დოკუმენტებთან გაქვთ. გარშემომყოფებისგან სულ უმნიშვნელო შენიშვნაც კი გწყინთ. ამიტომ ურთიერთობებში დაძაბულობა გაიზრდება. თქვენს ინტერესებშია, რომ პრობლემები დროულად მოაგვაროთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოძებნისთვის. თქვენი იდეები ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე. ჩვეული საქმეები, შესაძლოა, ძალზე მოსაწყენი მოგეჩვენოთ, იქნება ცდუნება, რომ ისინი სხვებს გადააბაროთ. მაგრამ ასე მოქცევა არ ღირს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ საქმეებთან სათანადო გამკლავება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი და ფინანსური საკითხების გადაჭრისთვის. გამძაფრებული გაქვთ ინტუიცია, ამიტომ მოუსმინეთ მას. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დგება ურთიერთობებისთვის. პირად ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. ასევე, შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება მოჰყვება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

შესაძლოა, არცთუ მარტივი დღე იყოს, მაგრამ უნდა აღიაროთ, პრობლემებს თავად იჩენთ. დაუფიქრებელ საქციელს უსიამოვნო შედეგები მოსდევს, გაბრაზებულ გულზე ნათქვამ სიტყვებს - ჩხუბი და წყენა. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, ეს ბევრი სირთულისგან გიხსნით. გექნებათ შესაძლებლობა, რომ გაერკვეთ რაღაც რთულ საქმეში, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

არ იჩქაროთ. დღეს კატეგორიულად უნდა მოერიდოთ ნაჩქარევი, მოუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, გზადაგზა გეგმების შეცვლას, რამე ვალდებულებების აღებას საკუთარ თავზე, თუ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონით. კარგად მოფიქრებული ქმედებები კი საჭირო შედეგებს მოიტანს. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია წვრილმანი სირთულეები, მაგრამ ისინი ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ. კარგად ჩაივლის მგზავრობა. ბევრ თქვენგანს ელოდება დასამახსოვრებელი ნაცნობობა. ბევრზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. საღამო მიესადაგება სწავლას, ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს. მხედველობიდან არ გამოგრჩებათ არც ერთი დეტალი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0