ახალმთვარეობა 28 სექტემბერს: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობა ცვლილებებისა და განახლების დროა. ასტროლოგები გვირჩევენ, ასეთი დღეები ყოველთვის სასიამოვნო საზრუნავში გავატაროთ, მაგრამ ახალმთვარეობა 28 სექტემბერს არ იქნება მარტივი დრო

28 სექტემბერს, ახალმთვარეობის დღეს მთვარე მარსთან ასპექტში შედის. ჩვეულებრივ, ახალმთვარეობა ხელსაყრელ და უწყინარ დროდ არის მიჩნეული, მაგრამ ამჯერად გართულებები გარდაუვალია. საჭიროა ამ იშვიათი მოვლენის –როდესაც ახალი მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედში საშიშ მარსს ერწყმის – საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამისთვის ასტროლოგების რჩევები გამოგვადგება.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

რისი გაკეთება არ შეიძლება 28 სექტემბერს

კამათი – ახალმთვარეობაზე უთანხმოებები შეიძლება გამწვავდეს, ისედაც ნეგატიური ენერგეტიკით თითქოს ჰაერი იქნება გაჟღენთილი. შეძლებისდაგვარად საჭიროა კონფლიქტების თავიდან არიდება.

რ არის საჭირო „გმირობანას“ თამაში და „მთების გადადგმა“ – ახალი მთვარე – ახალი საქმეა, ასე ფიქრს ვართ მიჩვეული. მაგრამ 28 სექტემბერის ახალმთვარეობას, სჯობს, ახალი არაფერი დავგეგმოთ, არამედ დაწყებული საქმეები დავამთავროთ. ცეცხლოვანი მარსი და მთვარის ენერგეტიკის განულება – ორი ისეთი გარემოებაა, რომელსაც შეუძლია, ადამიანებს ამბიციური წამოწყებებისკენ უბიძგოს, რომელთა განხორციელებაც, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. ასტროლოგები გვირჩევენ, მოვუსმინოთ პრაქტიკულ ქალწულს და გმირობის ნაცვლად, ჩვეულებრივ ყოფით ამოცანებს მივხედოთ, მაგალითად, სახლის დალაგებას, ახლობლებზე ზრუნვას, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს, სწავლას.

თვითანალიზი – თუ რამე ეჭვები და საფრთხის შეგრძნება გაჩნდა, მაშინვე უნდა შევწყვიტოთ საკუთარ თავში ჩაღრმავება და სხვა რამეზე გადავერთოთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

არ შეიძლება ფულთან გაუფრთხილებელი დამოკიდებულება – არ უნდა გავფლანგოთ ფული უაზროდ, არ ავიღოთ კრედიტი, თუ უკვე გვაქვს ვალი. მაგრამ თუ არის საშუალება, შეიძლება ქველმოქმედების გაწევა, საჩუქრების ყიდვა.

რისი გაკეთება შეიძლება

დასვენება – შაბათ დღეს დასვენება ნამდვილად ყველას წაადგება. ეს ენერგიის აღდგენაში დაგვეხმარება.

„განტვირთვის შაბათი“ – გეგმა მათთვის, ვინც წონაში დაკლება გადაწყვიტა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, ტკბილეულზე და მავნე ჩვევებზე უარის თქმისთვის.

ნაგვისგან გათავისუფლება – იგულისხმება ნაგვის გატანა არა მხოლოდ სახლიდან, არამედ ფიქრებიდან, გონებიდან. ასევე, სასარგებლო აღმოჩნდება გარდერობის გადარჩევა – გადაყარეთ ან გააჩუქეთ სამოსი, რომელსაც არ იცვამთ.

ყველა ახალი ამბავი
0