07:13 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
533230

2019 წლის ოქტომბერში ფინანსურად ზოდიაქოს ბევრ ნიშანს გაუმართლებს. გაეცანით ფინანსურ ჰოროსკოპს და ნახეთ, ხართ თუ არა თქვენც ზოდიაქოს ამ ნიშანთა შორის

ოქტომბერში ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ელოდება თანხების შემოსვლა. ზოგიერთისთვის ეს საჭირო ნივთების ყიდვისთვის ბიძგი გახდება, ზოგი ინვესტიციების განხორციელებას ამჯობინებს. მოუსმინეთ ასტროლოგების რჩევებს, თუ როგორ და რაში დახარჯოთ ფული და გაითვალისწინეთ.

ვერძი

ვერძები იმდენად იქნებით სამუშაოში ჩაფლული, რომ ვერც კი შეამჩნევთ, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. სასიყვარულო ფრონტზე უიღბლობის კომპენსირებაში მომგებიანი პროექტები დაგეხმარებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ ახალი იდეების რეალიზებას და მათში ფულის ჩადებას. თვის შუა რიცხვებში წარმატება გელოდებათ - გაუმკლავდებით ამოცანებს და რთულ ფინანსურ პრობლემებს ინტუიციურად გადაჭრით. მიუხედავად ვარსკვლავების კეთილგანწყობისა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ დიდ შენაძენებს მოერიდოთ. ეს თვე უფრო ფულის დაგროვებისა და ვალების გასტუმრებისთვის არის კარგი.

კურო

ოქტომბრის შუა რიცხვებში ბიზნესმენ და ხელმძღვანელ კუროებს კარგი შემოსავლის იმედი უნდა გქონდეთ. სტაბილური ფინანსური მდგომარეობის წყალობით შეძლებთ ძვირფასი ნივთების შეძენას. მაგრამ არ ღირს მთელი ფულის ერთბაშად დახარჯვა, სჯობს, ჯერ ფინანსურ უსაფრთხოებაზე იზრუნოთ.

ტყუპი

ფინანსური საქმეების გასაუმჯობესებლად ტყუპებს ოქტომბერში ორმაგად მუშაობა მოგიწევთ. კარგი დროა სამუშაო ადგილის შეცვლისთვის. ძალისხმევა კარიერული წინსვლით დაგიფასდებათ, თუმცა, ოქტომბერში ხელმძღვანელი თანამდებობა არ გელოდებათ, სჯობს, გუნდურ მუშაობაზე გააკეთოთ აქცენტი. ოქტომბერში დიდ, კარგად მოფიქრებულ შენაძენზე უნდა იფიქროთ.

კირჩხიბი

ფინანსების თვალსაზრისით ოქტომბერი კირჩხიბებისთვის არცთუ ხელსაყრელი თვეა. თქვენ იგრძნობთ პარტნიორების ზეწოლას, თუმცა, უსიამოვნებები ბიზნესის გაფართოებაში ხელს ვერ შეგიშლით. თვის შუა რიცხვებიდან დაინტერესებული ადამიანების მხრიდან ფულით მხარდაჭერაა მოსალოდნელი.

ლომი

ლომები შეძლებთ ბალანსის დაცვას წარმატებასა და მარცხს შორის. მხოლოდ კომპეტენტურობა დაგეხმარებათ, რომ მრავალთვიანი შრომის შედეგები არ დაკარგოთ. ფინანსური კრიზისგან მკაცრი ეკონომია, ასევე შრომისმოყვარეობა და კონკრეტულ შედეგისკენ სწრაფვა გიხსნით.

ქალწული

ქალწულებს ოქტომბერში თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ, შესაძლოა, დაგროვებული ფულის დახარჯვა მოგიწიოთ, ნაწილის მაინც. არ დაივიწყოთ კრედიტები. პრობლემები აქტიურ მოქმედებებს გაიძულებენ. მოდუნება მხოლოდ თვის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ოქტომბრის დასაწყისში გაძლიერდება თქვენი ინტუიციური შესაძლებლობები. ყოველ შემთხვევაში, ალღო ამ თვეში არ დაგტოვებთ და ის შეუცდომლად გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

სასწორი

სასწორების კარიერაში აღმასვლა იქნება. ენთუზიაზმით იმუშავებთ პერსპექტიულ პროექტზე. ოქტომბერი იღბლიანი თვეა ინვესტიციებისა და საკუთარი ბიზნესის გახსნისთვის, ასევე, შეგიძლიათ, თავი ძვირადღირებული ნივთის შეძენით გაანებივროთ. ოქტომბრის დასაწყისში, შესაძლოა, საკუთარ ძალებში რწმენა შეგერყათ, მაგრამ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დროებითი მოვლენაა. მაქსიმუმ 20 რიცხვისთვის თვითშეფასება გაიზრდება და მწვერვალებ9ის დაპყრობისთვის მზად იქნებით.

მორიელი

თვის დასაწყისში მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის; შესაძლოა, მნიშვნელოვანი პარტნიორები გაიჩინოთ. ოქტომბერში მოახერხებთ ყველაფრის გაკონტროლებას, გაჩნდება ფულის გამომუშავების რამდენიმე ახალი იდეა. ეს მატერიალური სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება, მაგრამ ამ თვეში არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ დაუფიქრებლად შეიძინოთ რამე მსხვილი ნივთი. ასტროლოგები გირჩევენ, შეამციროთ ხარჯები და უარი თქვათ აზარტულ თამაშებსა და საეჭვო დაწესებულებებზე.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ოქტომბერში პროფესიული წარმატება გელოდებათ, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით არასტაბილურობა გაქვთ. მფლანგველობა ძვირი დაგიჯდებათ. სესხისთვის, სჯობს, ნათესავებს მიმართოთ. ამ თვეში არ ღირს ფასიან ქაღალდებზე ხელმოწერა, გარიგებების დადება. ასევე, ოქტომბერში მომატებულია ქურდობისა და ფულისა და ნივთების დაკარგვის ალბათობა.

თხის რქა

მთელი თვე თხის რქებისთვის საქმიან მგზავრობებში, მოლაპარაკებებსა და ბიზნეს-სტრატეგიების შემუშავებაში ჩაივლის. განსაკუთრებით ინიციატივიანი თხის რქები სოლიდურ პრემიას მიიღებენ და ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებენ. ხელსაყრელი დროა კაპიტალდაბანდებისათვის პერსპექტიულ პროექტში. სერიოზული საუბარი ხელმძღვანელობასთან, შესაძლოა, სამსახურებრივი დაწინაურებით დასრულდეს.

მერწყული

სექტემბრის შრომა ნაყოფს ახლა მოიტანს. შესაძლებლობა გექნებათ, შე9იძინოთ ნივთი, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. თითქმის ყველა გარიგება წარმატებული და მომგებიანი იქნება. მაგრამ, მაინც, ბევრი თქვენგანი გარკვეულწილად აგრესიული, გაღიზიანებული იქნება, წააწყდება საჩივრებსა და შენიშვნებს პროფესიულ სფეროში. ასტროლოგები გირჩევენ, შეიკავოთ ნეგატიური ემოციები.

თევზები

თევზები რთულ სიტუაციაში საკუთარი არაპრაქტიკულობის გამო შეიძლება მოხვდეთ. მოგიწევთ გადასახადების გადახდა, ვალის გაცემა და ფულის ოჯახზე დახარჯვა. თვის ბოლოს ბიუჯეტი თითქმის ნულს გაუტოლდება. მაგრამ ფინანსურმა წარუმატებლობამ არ უნდა შეგაშინოთ. თუ დეპრესიას არ მისცემთ თავს, ნოემბრის დასაწყისში უკვე კარგი ბონუსი გელოდებათ.

მთავარი თემები