15:56 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
394910

მეგობრებად დარჩენა განშორების შემდეგ ყველას არ შეუძლია. ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ეს საერთოდ შეუძლებელია - ეს მათთვის პრინციპის საკითხია

არავინაა დაზღვეული განშორებისგან, განქორწინებისგან. ზოგი ერთმანეთს ათწლეულების თანაცხოვრების შემდეგაც შორდება. მათგან ზოგიერთი ახერხებს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას, ზოგი კი - ვერა.

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელი ნიშნებისთვის არის სრულიად წარმოუდგენელი ყოფილთა მეგობრობა და რატომ.

მერწყული

მერწყული შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ ასევე, ძალზე უხეში და ცივი. მას ძალიან უჭირთ სხვა ადამიანების ნდობა. მიუხედავად გარეგნული გულგრილობისა და უზრუნველობისა, ის ძალზე მგრძნობიარე და რომანტიკული პიროვნებაა.

ყოფილ მეორე ნახევართან ურთიერთობები მერწყულს ერთი მარტივი მიზეზის გამო უჭირს - სტკივა. ოდესღაც ამ ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში შემოუშვა სხვა და რაღაც მიზეზის გამო ეს ურთიერთობები ვერ აეწყო. რატომ უნდა აჩვენოს სხვებს საკუთარი ჭრილობები და ამით კიდევ უფრო ეტკინოს?

ლომი

ლომს წარსულის „გაშვებასთან" დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს. თუ ის მიატოვეს, განიცდის, ნერვიულობს, მაგრამ გადაიტანს, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად, არ ითხოვს მეორე შანსს.

თუ თვითონ ლომმა მიატოვა - უფრო მარტივადაა საქმე. ზოდიაქოს ეს ნიშანი მათ რიცხვს განეკუთვნება, ვისაც შეუძლია, გადაშალოს ცხოვრების ეს ფურცელი და მომავალს ოპტიმიზმით შეხედოს. ხოლო წარსულის ურთიერთობებმა რომ არ დაამძიმოს, ურჩევნია, მისგან საერთოდ გათავისუფლდეს - ერთხელ და სამუდამოდ.

კურო

კუროს ყველაზე დიდი სურვილი და მისწრაფება სიმშვიდე, სტაბილურობა და კმაყოფილებაა. ამის გულისთვის კუროს გულიდან სიყვარულის ამოგლეჯაც შეუძლია, თუ ის მას ცხოვრებით ტკბობაში უშლის ხელს და გეგმებს ურევს.

კურო, ლომის მსგავსად, ერთხელ და სამუდამოდ ემშვიდობება. და თუ ლომისთვის ეს, უბრალოდ, პრინციპია, კუროს, როგორც წესი, ეშინია, რომ დაბრუნებული ურთიერთობები, თუნდაც მეგობრული, მის ცხოვრებაში არეულობასა და ქაოსს შეიტანს. ხოლო კუროსთვის ეს ნამდვილი ტანჯვაა და თუ ეს შესაძლებელია, მაშინ, სჯობს, ამას თავი აარიდოს.

მთავარი თემები