რას ავლენდა უნარების გამოცდა და რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ანალიტიკური უნარი

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენად საჭიროა ამ საგნის შესწავლა, ჩვენში დიდი ხანი გრძელდებოდა. საუბარია უნარ-ჩვევების გამოცდაზე, რომელიც აბიტურიენტთა უმრავლესობისთვის აქილევსის ქუსლად იქცა.

დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მისი ჩაბარება სავალდებულო აღარ არის. თუმცა მის აუცილებლობას ამ სფეროს სპეციალისტები დღემდე ასაბუთებენ და საამისო არგუმენტებიც მოჰყავთ.

კლასიკური განსაზღვრით, თუ ადამიანი აწარმოებს სათანადო მოქმედებას, მას თანდაყოლილი უნარიდან გარკვეული უნარ-ჩვევა განუვითარდება. მხოლოდ ზოგადი საუბრით რომ არ შემოვიფარგლოთ, გადავწყვიტეთ გავესაუბროთ პედაგოგ თამარ ოტიაშვილს, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი წარმატებული პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია და პროფესიით ექიმ-ბიოლოგი გახლავთ.

© photo: courtesy of Otiashvili Tamarთამარ ოტიაშვილი
რას ავლენდა უნარების გამოცდა და რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ანალიტიკური უნარი - Sputnik საქართველო
თამარ ოტიაშვილი

- ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება უნარ-ჩვევების გამოცდის გაუქმების თაობაზე და როგორია თქვენი არგუმენტები?

- ჩემი აზრით, უნარ-ჩვევების გამოცდის გაუქმება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ზოგადი უნარების ტესტირება უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების წარმატებათა პროგნოზირების საშუალებას წარმოადგენს – არა მხოლოდ სასწავლო, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ზოგადი უნარ-ჩვევები გულისხმობს: ინფორმაციის ადეკვატურ დამუშავებას, ლოგიკურ მსჯელობას, მოვლენათა შორის არსებითი მიმართებების წვდომის უნარს, ელემენტარულ მათემატიკურ ანალიზს და გარკვეული ალგორითმების ათვისებას. ამ საგნის შესწავლა ნებისმიერ პროფესიაში ლოგიკური აზროვნების, საკითხის მიმართ რაციონალური მიდგომის, გამართული წერისა და მეტყველების კულტურის განვითარებისთვის აუცილებელია. ჩემი საკმაო გამოცდილებით, აბიტურიენტები, რომლებიც მაღალ შეფასებას იღებდნენ ზოგადი უნარების ტესტში, უფრო წარმატებით სწავლობენ, ვიდრე ისინი, რომლებმაც ზღვარი დაბალი ქულებით გადალახეს.

- ამ გამოცდის ჩაბარების წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად დასახელდა ის, რომ სკოლაში ეს საგანი არ ისწავლება და აბიტურიენტს ამისთვის მომზადება სჭირდება...

- ზოგადი უნარების გამოცდის მიზანი არის არა რაიმე საგნის შემოწმება, არამედ იმის გარკვევა, თუ რამდენად აქვს აბიტურიენტს ელემენტარული მათემატიკური განათლება და ალღო, შეუძლია თუ არა მას მარტივი ლოგიკური ოპერაციების ჩატარება და როგორ აქვს გააზრებული წაკითხული ტექსტი. ჩემი აზრით, ზოგადი უნარები საჭიროა არა მხოლოდ საგამოცდო დონეზე, არამედ ის სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს, რადგან მისი ცოდნა მოსწავლეს სხვადასხვა საგნების ფართო რაკურსით აღქმასა და აზროვნებაში დაეხმარება. მოსწავლეები, რომლებსაც არა აქვთ მიღებული ზოგადი განათლების დონე, რომელიც უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებოდა, ელემენტარული ინტელექტუალური გამოცდილების მიღებას შესაბამის სპეციალისტებთან მომზადებით შეძლებდნენ. 

© photo: courtesy of Otiashvili Tamarთამარ ოტიაშვილი
რას ავლენდა უნარების გამოცდა და რით განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ანალიტიკური უნარი - Sputnik საქართველო
თამარ ოტიაშვილი

- ისტორიულად თუ არსებობდა ჩვენში მსგავსი საგნების სწავლის ტრადიცია? 

- ცნობილია, რომ ძველად საბერძნეთში და ჩვენთანაც არსებობდა მსგავსი ტრადიცია. პეტრე იბერის დროს სასწავლებლებში ცალკე დისციპლინებად იყო შესული ლოგიკა, რიტორიკა, მათემატიკა, რომელთაც უპირატესობა ჰქონდათ სხვა საბუნებისმეტყველო საგნებთან შედარებით.

- უცხოეთში თუ ისწავლება დღეს მსგავსი საგანი?

- დიახ, ევროპასა და ისრაელის კოლეჯებში თანამედროვე Gmat-ის (Graduate Management Admission Test) ტესტირება არსებობს. ზოგადი უნარების ტესტირება უმაღლეს სასწავლებლებში მომავალ სტუდენტთა შესაძლო წარმატებათა პროგნოზირების საშუალებას წარმოადგენს.

- საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაკვირვების შედეგად რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ?

- რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთ წელიწადში საშუალო ქულების მქონე მოსწავლემ მთლიანად აითვისოს ის, რაც 11 წლის განმავლობაში არ შეუსწავლია, მაგრამ უნარების მეცადინეობით ის უმაღლესში სწავლისთვის ელემენტარულ ინტელექტუალურ გამოცდილებას იძენდა. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება გრანტით შეძლო ჩემმა ყველა აბიტურიენტმა, ვინც უნარებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

- რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებული ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ?

- ამ სფეროში წლების გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ზოგადად ვაჟებს უფრო სწრაფი ანალიტიკური უნარი აქვთ, ვიდრე გოგონებს. ცნობილია, რომ ერთი და იმავე ამოცანის გადასაჭრელად ქალი და მამაკაცი ტვინის სხვადასხვა ნაწილს იყენებს. მამაკაცები სწრაფად იღებენ ინფორმაციას და მასზე სწრაფადვე რეაგირებენ. ქალი იმახსოვრებს ყველაფერს დეტალებში და ნებისმიერ საკითხს სიფრთხილით უდგება. მამაკაცისთვის მოკლე რეზიუმეც საკმარისია, ამიტომაც მათი ლოგიკური აზროვნება განსხვავებულია. ზოგად უნარ-ჩვევებშიც არსებობს მსგავსი მიგნება. ჩემი სასწავლო პრაქტიკიდან შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვაჟებს გაცილებით მაღალი ანალიტიკური უნარი გააჩნიათ, ვიდრე გოგონებს, თუმცა ამ უკანასკნელთაგან დეტალების მიმართ მეტი ყურადღება და ამ ფაქტზე დაკვირვება ხშირად ვაჟებთან თანაბარი შედეგებით ვლინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0