დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მოტყუებისა და ილუზორული იმედების დღეა. შესაძლოა, რამე წამოგაცდევინონ, მაგრამ თქვენც უნდა მოერიდოთ ჭორაობას. ეგოისტებსა და აგრესორებს მოერიდეთ. არ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, არ ჩაერიო ჩხუბსა და კამათში, დაიკავეთ ლოდინის პოზიცია, თუ ვინმე ჩხუბში ჩართვის მიზნით თქვენს პროვოცირებას შეეცდება, ხმას არ აუწიოთ. მოკლედ, ეცადეთ, დღე მშვიდად გაატაროთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კუროებისთვის რთული დღეა. ძალები ტყუილად არ დახარჯოთ. მიმოიხედეთ ირგვლივ - იქნებ, საკუთარმა თავმა და პირადმა იდეებმა ძალიან გაგიტაცათ და ამ დროს, რამე მნიშვნელოვანის მიღწევის შანსს უშვებთ ხელიდან. ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ემოციებს ნუ აჰყვებით. მოსალოდნელია კამათი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ თუ მშვიდად იქნებით, საკუთარ მოსაზრებას მათ ყურამდე მიიტანთ. საღამოს ჯანმრთელობის მცირეოდენი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს ძალზე წარუმატებელი დღეა. არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, შორეული მომავლის დაგეგმვა, სხვადასხვა ყოფითი საკითხის გადაწყვეტა. შესაძლოა, თქვენ მოტყუებას ან გაქურდვას შეეცადონ, ამიტომ მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. არ გარისკოთ და ყველაფერში ჭკუით იმოქმედეთ. უსიამოვნო ფიქრებისგან ხსნა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას შეუძლია.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ცრუ იმედებისა და სასტიკი მოტყუებების დღეა. ის, თუ როგორ იმოქმედებთ დღეს, ეს თავის ანარეკლს დატოვებს თქვენს პირად ცხოვრებაზე. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ნუ აჰყვებით ცდუნებებს. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს - მოსალოდნელია თავის ტკივილი, ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სამსახურში შესაძლებელია გაუგებრობები, მაგრამ სერიოზული - არა.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია. კარგი დროა სრულიად ახალი საქმის დასაწყებად. შესაძლოა, თავიდანვე კარგად არ გამოგივიდეთ საქმე, მაგრამ სიტუაციაში სწრაფად გაერკვევით. გექნებათ შესაძლებლობა, გაიცნოთ ფრიად საინტერესო და უჩვეულო ადამიანები. დღის მეორე ნახევარში მეტი სირთულეები და უამრავი საზრუნავი გელოდებათ. ძნელი იქნება ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილება. პირად ურთიერთობებში ზედმეტ გრძნობებს ნუ მისცემთ გასაქანს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღეს ქალწულები ენერგიას თითქოს პირდაპირ კოსმოსიდან იღებთ. აპატიეთ მტრებს და გახსენით გულის კარი სიყვარულისთვის. ნუ იქნებით ძალზე თავდაჯერებული, ნუ ეცდებით მბრძანებლობას - ახლობელი ამან, შესაძლოა, გაანაწყენოს. აჯობებს, თუ მას საკუთარ სიყვარულს აგრძნობინებთ. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის. ყურადღება გამოიჩინეთ უფროსი თაობის მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. დღეს მეორეხარისხოვანმა საქმეებმა თქვენი ყურადღება და ენერგია არ უნდა წაიღოს, ეცადეთ დღე უქმად არ დაკარგოთ - ამან, შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეარყიოს. დღის პირველ ნახევარში, დიდი ალბათობით, შეხვდებით საჭირო ადამიანს, რაც ბოლო დღეებში თქვენი საქმიანობის კარგი ფინალის საფუძველი გახდება.

Грузия - горный пейзаж на восходе - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 16–22 სექტემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა. დღეს თქვენს ოჯახში, შესაძლოა, რაღაც ჭორი შემოიჭრას, რაც გამოიწვევს გაუგებრობებს, ჩხუბს და შესაძლოა, დიდ სკანდალსაც. მოულოდნელი სიახლე, ახალი ვალდებულებები და სახლის საქმეები უამრავ დროსა და სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენში უსიამოვნო გრძნობებს აღძრავენ. არავის მისცეთ უფლება, თქვენს ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებებით, საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებზე დაყრდნობით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

დღე იღბლიანია ქალი მშვილდოსნებისთვის. რასაც არ უნდა შეეჭიდოთ, პირველი მცდელობაზე გამოგივათ. ხართ მომხიბლავი, მთელი სამყარო თქვენ ფეხქვეშაა, მთავარია, თვითონ არ დაკარგოთ თავი. თქვენგან განსხვავებით, ძლიერი სქესის წარმომადგენლები შეიძლება გზაზე დაბრკოლებებს წააწყდნენ, განსაკუთრებით, თუ თქვენ მიერ დაფუძნებული კომპანია რამდენადმე ავანტიურული და სარისკო მოქმედებებით ხასიათდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

შესანიშნავი დღეა ფიზიკური აქტიურობის, ურთიერთობებისა და ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის. საქმეების მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება იქონიეთ, გამოიყენეთ მოულოდნელი სვლები. თქვენი შესაძლებლობები და შემოქმედებითი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში აღტაცებას გამოიწვევს, შესანიშნავად წარმოაჩენთ თავს საზოგადოებაში, მიიქცევთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას, რამაც, შესაძლოა, პირადი ცხოვრება ძირეულად შეცვალოს. კარგი დღეა გართობისა და მოგზაურობისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მერწყულებისთვის მშვენიერი დღეა. თუ შემოქმედებით სფეროში საქმიანობთ, დღეს მუზას ელოდეთ, მაგრამ მარტოობა და მფარველი გჭირდებათ. თუ საქმიანი ხართ, თამამად შეუდექით საქმიან ურთიერთობებს ახალ პარტნიორთან. ვინც ადმინისტრაციულ სფეროში საქმიანობს, დღეს უნდა აჩვენოს, თუ რა შეუძლია. გამოიჩინეთ მოქნილობა. კარგი დღეა პირადი ცხოვრებისთვისაც - სასიყვარულო ფრონტზე სრული წარმატება გელოდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღეს, შესაძლოა, ახალმა ნაცნობებმა თვალსაჩინოდ გაჩვენონ, რომ ბევრად მეტი შეგიძლიათ და თან, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ სფეროში. მაგრამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავეთ, ჯერ კარგად დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. სასიყვარულო საქმეებში ზედმეტი მგზნებარება დაიოკეთ. ამას პარტნიორთან ჩხუბის გამოწვევა შეუძლია. მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა, ამიტომ იფრთხილეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0