დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს ყველა საქმეში სიმტკიცე და შეუპოვრობა გჭირდებათ. იქნებით მაღალშრომისუნარიანი და სურვილის შემთხვევაში, ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. თუ ახალ საქმეს შეუდგებით, სირთულეების წინაშე უკან არ დაიხიოთ. მუშაობასა და შემოქმედებაში წარმატებები გელოდებათ. არ ისარგებლოთ ახლობლების მოთმინებით ბოროტად, ხოლო ურთიერთობების გამოსარკვევად უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდეთ.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

პოტენციურად რთული დღეა, ჩხუბითა და კონფლიქტებით სავსე. თქვენზე დაგროვებული დაღლილობა და დაძაბულობა აისახება, მოსალოდნელია ურთიერთობების გამორკვევა მაღალ ტონებში. ცხოვრება ამტანობაზე გამოწმებთ და გამოცდებს გიწყობთ. იყავით ძალზე ყურადღებიანი ახლობლების მიმართ და ფრთხილი ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობებში. თავი შეიკავეთ აქტიური საქმიანობისგან, რისკთან დაკავშირებული მოქმედებებისგან, ფიზიკური ზედმეტი დატვირთვისა და შორეული მგზავრობისგან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღე ახალ არაერთ საზრუნავს მოიტანს. დღის დასაწყისი საფრთხეს შეიცავს, მოსალოდნელია ტრავმების მიღება, მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა, ასევე, სერიოზული უთანხმოებები გარშემომყოფებთან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობა, შესაძლოა, რომანტიკული გატაცებაც. დროის ამ მონაკვეთში იოლად გაუმკლავდებით საქმეებს. გქონდეთ ახლობლების დახმარების იმედი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ურთიერთობებისთვის. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სასიამოვნო მოულოდნელობები და ასევე არანაკლებ სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ; მამაკაცებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელოდებათ, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – საბოლოოდ, ყველაფერი თქვენთვის საუკეთესოდ შემობრუნდება. ასევე ხელსაყრელი დღეა საყიდლებისთვის, აქტიური დასვენებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

საკმაოდ დაძაბული დღეა, დატვირთული მოულოდნელი პრობლემებით პირად ცხოვრებაში. დღის დასაწყისში აგრესიულობას გარშემომყოფების მიმართ საპასუხო პროტესტი შეიძლება მოჰყვეს. დღის მეორე ნახევარში უჩვეულო მოვლენები გელოდებათ, რომელსაც კარგად გაუმკლავდებით. ეცადეთ, გონებით იხელმძღვანელოთ და არა ემოციებით, ეძებოთ კომპრომისები. კარგი იქნება, თუ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად იქნებით განწყობილი და სხვებს ძალიან მაღალ მოთხოვნებს არ წაუყენებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ძალიან კარგი დღეა. ახალ–ახალი ძალები გემატებათ. რაც არ უნდა წამოიწყოთ, დიდი წარმატებით უმკლავდებით. ასევე ბრწყინვალედ გაართმევთ თავს ნეგატიურ სიურპრიზებს, რომლებიც ბედმა მოგიმზადათ. მაგრამ აუცილებელია, რომ წარმატებებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. კარგი დღეა ინვესტიციებისთვის, ასევე, კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან ნივთს დღეს იყიდით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

დღეს რაც თქვენს ცნობიერებაში ხდება, გარე სივრცეზე აისახება. მუშაობის დროა. ახალი იდეები, რომლებიც დღეს გაჩნდება, მომავალში კარგი შემოსავლის მიღების საშუალება გახდება. არ გაანდოთ საკუთარი გეგმები არავის, რომ თქვენი იდეებით სხვამ არავინ ისარგებლოს. ეცადეთ, თავი აარიდოთ ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობებს. დღის მეორე ნახევარში არის ტრავმების მიღების ალბათობა, ამიტომ ფრთხილად იყავით.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღეს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას. არ გარისკოთ ზედმეტად, რადგან არის ტრავმების მიღების საშიშროება. თუ გარედან თქვენზე ზემოქმედებას შეეცდებიან, ვითარებას ტაქტიანად გაეცალეთ; სხვისი რჩევები არ მიიღოთ, რადგან არის ფინანსური დანაკარგების ან უთანხმოებების ალბათობა პირად ურთიერთობებში. დღეს არ ღირს ახალი ადამიანების გაცნობა. არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქმიან სფეროში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღეს რასაც გააკეთებთ, მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად გამოგივათ. ეცადეთ, სწორად და ზედმეტი ემოციების გარეშე შეაფასოთ არსებული სიტუაციები. ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, მსხვილი რამის შესაძენად, არასტანდარტული კომერციული გადაწყვეტილებებისთვის. ქალ მშვილოსნებს დამაინტრიგებელი პაემანი ელოდება, შესაძლოა, რომანტიკული ურთიერთობებიც დაიწყოს. მამაკაცებს კი თავის დროზე დაუსრულებელი პრობლემები და კრედიტები დააფიქრებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ფულის პრობლემები კვლავინდებურად გაღიზიანებთ და უსიამოვნო ემოციებს იწვევს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ აჰყვებით ცდუნებებს, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლის დროსაც უკან დასახევი გზა არ გექნებათ. ურთიერთობა იქონიეთ მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გაართულებთ მდგომარეობას, რათა შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა არ დაგჭირდეთ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ იმისთვის, რომ საერთო ენა გამონახოთ გარშემომყოფებთან, შესაძლოა, გეგმების შეცვლაც მოგიწიოთ. დღეს არასასურველია ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ზედმეტი აქტიურობა. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ კარგად გადახედეთ თქვენს ფინანსებსა და ხარჯებს, შეადგინეთ ბიზნეს–გეგმა მომდევნო დღეებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. ურთიერთობებში აუხსნელი დაძაბულობაა – რატომღაც თქვენი სხვაგვარად ესმით, მათ შორის, საყვარელ ადამიანსაც. მოსალოდნელია კონფლიქტი, სერიოზულიც კი. პროფესიული ვალდებულებები თქვენი გამოცდილების შესაბამისად შეასრულეთ. მოსალოდნელია, რომ ვინმე თქვენს მოტყუებასა და ფულის გამოძალვას შეეცადოს, ამიტომ ყურადღებით იყავით. ასაკოვანმა თევზებმა ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0