ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სავსემთვარეობა 14 სექტემბერს წარმატებას მოუტანს

© photo: Pixabay / sagorsadatწითელი მთვარე
წითელი მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოდგომის პირველი სავსემთვარეობა 14 სექტემბერს უწევს. ტრადიციულად მნიშვნელოვანი ეს ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანზე სხვადასხვაგვარად იმოქმედებს

გაიგეთ ჩვენს სტატიაში, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მოუტანს წარმატებებს სავსემთვარეობა 14 სექტემბერს

ვერძი: ამ დღეს ვარსკვლავები განსაკუთრებით კეთილგანწყობილი იქნებიან თქვენ მიმართ, მაგრამ კონკრეტული სფეროს დასახელება, რომელშიც გაგიმართლებთ, ჯერჯერობით ძნელია.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ სექტემბრის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

კირჩხიბი: კირჩხიბებს სავსემთვარეობა წარმატებას ფინანსურ საქმეებში მოგიტანთ. ეს შეიძლება იყოს რაღაც დამატებითი შემოსავლის წყარო ან მოულოდნელი მოგება ლატარიაში. ასტროლოგები ამბობენ, რომ სხვა სფეროებში ამგვარი გამართლების იმედი არ უნდა გქონდეთ.

ლომი: 14 სექტემბერს თამამად გაემგზავრეთ შოპინგზე. დიდი ალბათობაა, რომ სავსემთვარეობა ძვირფასი შენაძენების შანსს გაზრდის. ასევე გაუმართლებს მათ, ვინც სილამაზის სალონს ეწვევა.

ქალწული: ქალწულებს 14 სექტემბერს აზარტულ თამაშებში გაგიმართლებთ. მიუხედავად ამისა, ამით გატაცებას ასტროლოგები არ გირჩევენ. როგორც კი მოიგებთ, მაშინვე ადექით და წამოდით, სანამ მთელ ქონებას არ წააგებთ. ფორტუნის დახმარებას იგრძნობენ ისინიც, ვინც სპორტულ მოვლენებზე ფსონს ჩავა.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მორიელი: მორიელებს წარმატება სასიყვარულო საქმეებში გელოდებათ. მარტოხელები ახალი ურთიერთობების დაწყების შანსს მიიღებენ, რომელიც, შესაძლოა, საკმაოდ მტკიცე და ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ხოლო ვისაც ჰყავს მეორე ნახევარი, შეძლებს ურთიერთობების გამტკიცებას და ამის ახალ დონეზე გადაყვანას.

თხის რქა: წარმატებული იქნება სავსემთვარეობა თქვენთვისაც. არ ღირს დიდი მოგებისა და მნიშვნელოვანი წარმატებების ლოდინი. თქვენი წარმატება დამალული იქნება წვრილმანებში, მაგალითად ხანმოკლე მგზავრობაში, ან მეგობრებთან დროის გატარებაში.

თევზები: ამ დღეს ბედნიერი შემთხვევითობების მთელი რიგი გელოდებათ. ვიღაცას მოელის სასიამოვნო შეხვედრა, ვიღაცას - მომგებიანი ბილეთის ყიდვა; მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი იმედების დამყარება სავსემთვარეობაზე არ ღირს, ამით, შესაძლოა, ამით იღბალი დაფრთხეს.

ყველა ახალი ამბავი
0