დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 სექტემბერი

© Facebook / The Protected Landscape of Tushetiდიდი ბორბალო
დიდი ბორბალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი დღეს ძალიან მაღალია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მისი წარმატებით დასრულების ალბათობა დიდია. განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ვერძებისთვის. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო რომანტიკული თავგადასავალი, პირად ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი, სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღეა, განსაკუთრებით მამაკაცი კუროებისთვის. მთავარია, არ გაუშვათ თქვენი შანსი ხელიდან და ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მტკიცედ განეწყოთ. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანობის ახალ სფეროში მოგიწიოთ გადასვლა. ქალ კუროებს შესაძლებლობა გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ გაიაზროთ წარსული პერიოდების გამოცდილება და სამომავლო გეგმები დააწყოთ. ორივე სქესის წარმომადგენლები დღეს თავშეკავებული უნდა იყოთ და ნეგატივს გარეთ გამოსვლის უფლება არ მისცეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

არცთუ მარტივი, არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა, მოულოდნელი პრობლემებმა და უარყოფითმა ინფორმაციამ, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს დასახული მიზნების განხორციელებაზე. იხელმძღვანელეთ ჯანსაღი აზრით, გამოიჩინეთ ინიციატივა, ეძებეთ საკუთარი პოზიციების გამტკიცების ხერხები - ეს ნებისმიერ საქმეში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. გართულებულია პირადი ცხოვრება - ურთიერთობები მეგობრებთან, გარშემომყოფებთან. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა. შესაძლოა, რომელიმე არაკეთილმოსურნემ თქვენთვის ზიანის მოყენება სცადოს. უნდა მოერიდოთ რამე რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რადგან ეს მოქმედებები, შესაძლოა, თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. საქმეებსა და ურთიერთობებში ენდეთ ინტუიციას.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

საკმაოდ ნერვული და არახელსაყრელი დღეა. ცხოვრებისეული ძალები და ემოციური პოტენციალი ეცემა, ამასთან, სახლის საზრუნავი და ყოფითი პრობლემები სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. დღეს არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდეთ. მოსალოდნელია კონფლიქტები ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი ინფორმაციის შესასწავლად, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, მგზავრობისთვის, ურთიერთობებისა და ახალი სასიყვარულო გატაცებებისთვის. სრულებით შესაძლებელია, რომ შემთხვევითმა ნაცნობობამ თქვენ მატერიალურ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ვარსკვლავები დაგეხმარებიან შემოსავლის ახალი წყაროს მოძებნასა და ახალი საქმიანობის ათვისებაში. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ძალზე არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, თავი აარიდოთ უსარგებლო კამათს, რომლის შედეგიც მხოლოდ განწყობას გაგიფუჭებთ და არაფერ სარგებელს არ მოიტანს. ნეგატიური დღეა ნებისმიერი კომერციული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით, თუ ეს რისკთან არის დაკავშირებული, ახალი წამოწყებებისთვის. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება, მაგრამ თქვენს დროს მთლიანად ყოფითი პრობლემები დაიკავებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

არ იქნება მარტივი დღე; მოსალოდნელია სირთულეები პროფესიულ და პირად ურთიერთობებში. პრობლემებია მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, ფრთხილად იყვნენ ახალ ნაცნობებთან, ხოლო მამაკაცებმა უნდა გამორიცხონ რისკი და ზედმეტი აქტიურობა პროფესიულ სარბიელზე. ასევე, ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

არაერთმნიშვნელოვანი და რთული დღეა. თქვენი ცხოვრების ემოციური და ფიზიკური შემადგენელი აღმასვლის პროცესშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა მოერიდოთ აქტიურობას საქმეებში, რადგან მოსალოდნელია შეცდომების დაშვება დოკუმენტებთან მუშაობისას, მოვლენების შეფასებისას. მოსალოდნელია სირთულეები სწავლაში. განსაკუთრებით არახელსაყრელი დღეა მომსახურების სფეროში დაკავებულთათვის. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს მოსალოდნელია კონფლიქტები კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან. დიდი ალბათობით, მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენს გეგმებში კორექტივებს შეიტანს. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც თქვენს ორგანიზმს ავნებს - როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე მოქმედებებს, რომლებსაც ტრავმის გამოწვევა შეუძლია.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა იმ მერწყულებისთვის, ვინც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, სწავლობს შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებებს. კარგი დღეა ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლებელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გეგმებს გადახედოთ, ასევე, სხვაგვარად შეაფასოთ ურთიერთობები ზოგიერთ კოლეგასთან ან პარტნიორთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

არ არის გამორიცხული, რომ სხვისი გავლენით არასასურველი შედეგები მიიღოთ. არაკეთილმოსურნეების ცილისწამებამ, შესაძლოა, დაარღვიოს მშვიდი და ნდობით გამსჭვალული ატმოსფერო თქვენს ოჯახში. სიახლეები და ახალი საოჯახო საზრუნავი თქვენგან ძალების მნიშვნელოვან მობილიზებას მოითხოვს. დღეს გამორიცხეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები. იმოქმედეთ სხვების რჩევების გარეშე, დამოუკიდებლად, ასევე დამოუკიდებლად მიიღეთ საჭირო გადაწყვეტილებები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0