დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 სექტემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს თქვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სულიერ წონასწორობასთან, შინაგან კომფორტთან. არახელსაყრელი დღეა სერიოზული საყიდლებისთვის, დღეს ეცადეთ ფინანსურ ხარჯებს. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული მსუბუქი კამათი და გაუგებრობები გარშემომყოფებთან. ასევე, მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები, გაზრდილია ტრავმების მიღების ალბათობა, ამიტომ იფრთხილეთ.

ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

კარგი დღეა შემოქმედებისა და სწავლის სფეროებში დაკავებული კუროებისთვის. ასევე ხელსაყრელი დროა საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვის. არ არის გამორიცხული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, მიიღოს წინადადება, რაც მათ საქმიანობის სფეროს შეცვლის აუცილებლობის წინაშე დააყენებს. ასეთ შემთხვევაში არ ენდოთ ინტუიციას, ყველაფერი გააანალიზეთ, იკითხეთ რჩევა და მხოლოდ ამის მერე გადაწყვიტეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღეს ძალაზე აქტიური ხართ შემოქმედებით საქმეებში, სამუშაო თვისებები იმ ნაყოფს მოიტანს, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. შესაძლოა, ოცნებაც აიხდინოთ და ძვირადღირებული ნივთი შეიძინოთ. ყოველდღიურ პრობლემებს იოლად და წარმატებით გადაწყვეტთ. რაც კმაყოფილების გრძნობას მოგანიჭებთ, ამაღლდება თქვენი თვითშეფასება. ასევე, დღეს განსაკუთრებით მომხიბლავი ხართ, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობებში ყოველთვის დადებითი ეფექტის მომტანია.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღეს სიფრთხილე გმართებთ, რადგან არის ტრავმების მიღების დიდი ალბათობა. ასევე, დაგაფიქრებთ ოჯახური, საკუთრებასთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ყველანაირი ნეგატივის დამარცხებაში პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ. არ მოუსმინოთ მრჩევლებს - სხვისი რეკომენდაციები დღეს მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ, მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ ალღოს. საუკეთესო გადაწყვეტილებაა დღეს ბუნებაში დასვენება.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ბევრ რამეში წარმატებული დღეა. პლანეტების განლაგება ხელს უწყობს ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებულ საქმეებს. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში, ასევე, უარი არ თქვათ დახმარებაზე, რჩევებზე, რაც ძალიან წაგადგებათ. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ისეთი მოვლენა მოხდეს, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს თქვენს საქმეებზე მომავალში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

არასასიამოვნო დღეა, რადგან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის გაუგებრობები. გუნდში მუშაობისა და ახლობლებთან ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია სიტუაციის არასათანადო შეფასებას, გაუფრთხილებლობით საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს. საქმეებში ყურადღებითა და სიფრთხილით იმოქმედეთ, განსაკუთრებით, თუ დოკუმენტებთან გიწევთ მუშაობა. მოერიდეთ კამათსა და ჩხუბს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოქმედებებში სიფრთხილე გჭირდებათ. ამ პერიოდში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, კომერციულ საქმიანობაში ზედმეტად არ გარისკოთ. ურთიერთობებისას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან კონტაქტს მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარი უკვე კარგი დროა პროფესიული საქმიანობისა და მტკიცე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მორიელებისთვის საკმაოდ დაძაბული დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო მოვლენები, ასევე არ იქნება სათანადო სიმაღლეზე ფიზიკური მდგომარეობა. ფრთხილად იყავით ავტომობილის საჭესთან. თქვენი დახმარება შეიძლება ახლობლებს დასჭირდეს. საკვების მიღებისას ზომიერება დაიცავით, ასევე, მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, არ ეცადოთ საკუთარი სიმართლის ძალის გამოყენებით დამტკიცებას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ჯანმრთელობის მხრივ არცთუ ხელსაყრელი დღეა. დაქვეითებულია სექსუალური აქტიურობა. არ არის გამორიცხული ურთიერთობების გამწვავება ჩხუბისა და ურთიერთწყენის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უიღბლობა გდევთ თან. თუმცა, საღამოსთვის ვითარება შეიცვლება, ადამიანებთან ურთიერთობები ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. კარგი დროა დასვენებისთვის, განსაკუთრებით, თუ ეს დასვენება წყალთან იქნება დაკავშირებული.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. დღეს ჩაფიქრებული გეგმა, დიდი ალბათობით, მალე განხორციელდება, მაგრამ აჯობებს, თუ ამის შესახებ არავის არაფერს ეტყვით, რათა არაკეთილისმყოფელებმა გეგმების განხორციელებას ხელი არ შეუშალონ. ერთობლივი მოქმედებებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან აჯობებს, თუ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებთ, დღეს ის დრო არაა, როცა სხვის მოსაზრებებს უნდა დაეყრდნოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს წინა პლანზე გამოდის არასწორი და ცრუ დაპირებების თემა. მოსალოდნელია სერიოზული ფინანსური დანაკარგები, ჯანმრთელობის პრობლემები. თავი რომ დაიცვათ უსიამოვნებებისგან საქმეებში, არავის არაფერი გაანდოთ, არ უამბოთ საკუთარი გეგმების შესახებ, უცნობ ადამიანებთან ნუ იქნებით გულახდილი, მოერიდეთ ყველანაირ სადავო და კონფლიქტურ სიტუაციებს, ასევე, ყურადღება არ მიაქციოთ ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნას.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

არახელსაყრელი დღეა. საქმეები მეტ ძალისხმევას მოითხოვს თქვენგან და, ამავე დროს, არსებითი შედეგები არ მოაქვს. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. არახელსაყრელი ტენდენციების შეცვლა თქვენი მხრიდან საქმეებისადმი და პრობლემების გადაჭრისადმი არასტანდარტულ დამოკიდებულებას შეუძლია. ემოციური თვალსაზრისით, ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. საღამოს ფეხით გასეირნება ძალიან წაგადგებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0