დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 სექტემბერი

© photo: courtesy of Mari Nebieridzeყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის დასაწყისი ძალზე მშფოთვარეა. გარშემომყოფები ერევიან თქვენ საქმეებში, ხელს გიშლიან ყურადღების კონცენტრირებაში. რჩევები და დახმარება ყოველთვის არ გშველით, პირიქით, ხანდახან სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, რის გამოც დათქმული შეხვედრების გადადება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ დაისვენოთ.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ სექტემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. ბევრი რამ იღბლიანად მიდის, სწრაფად წყვეტთ რთულ ამოცანებს, უმკლავდებით სერიოზულ საქმეებს. გაერკვევით სამომავლო გეგმებში. ზოგიერთი თქვენგანი სასიამოვნო ინფორმაციას გაიგებს, ან ძველ ნაცნობს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ საინტერესო წინადადება მიიღოთ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის დასაწყისში მოსალოდნელია გაუგებრობები. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა; თუმცა, სიტუაციაში გარკვევას სწრაფად შეძლებთ და მიხვდებით, როგორ ჯობია მოქმედება. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება, შეძლებთ იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც ამ ბოლო დროს ძალიან გაღელვებთ. კარგი იქნება, თუ საღამოს ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

რთული დღეა. ვერ ეწყობით ვერც საკუთარ თავს და გარშემომყოფებზეც ხშირად ბრაზობთ. გეჩვენებათ, რომ სპეციალურად გამოჰყავხართ წონასწორობიდან, გაიძულებენ ნერვიულობას. მაგრამ საქმე აქ არა ვინმეს ინტრიგებშია, არამედ თქვენს საკუთარ მწვავე რეაქციაში მიმდინარე მოვლენებზე. როგორც კი რამე ახალ საქმეს მოკიდებთ ხელს, ვითარება შეიცვლება. მაღალია თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი.

მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

ერთ-ერთი ის რთული დღეა, როდესაც აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. სწორედ ამის წყალობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში. გარშემომყოფებისგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებთ. შესაძლებელია უჩვეულო წინადადების მიღება თანამშრომლობაზე. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მომავალში, შესაძლოა, რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. მაგრამ ინიციატივის გამოვლენა არ იჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. მოახერხებთ თქვენ მხარეს იმ ადამიანების გადმობირებას, რომლებიც სხვის მოსაზრებებს ყურადღებას არ აქცევენ. თქვენი თამამი და უჩვეულო იდეები ბევრს მოსწონს. ოჯახში რაღაც სასიამოვნო მოვლენაა მოსალოდნელი. შესაძლებელია ნათესავებთან ერთად დროის სასიამოვნო გატარება. ზოგიერთ თქვენგანს სიურპრიზი ელოდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღის უმეტესი ნაწილი ხელსაყრელი იქნება. მხოლოდ საღამოს შეგახსენებთ თავს ნეგატიური ტენდენციები, მაგრამ მათი გავლენა ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერ შეგიშლით. მოგიწევთ სიფრთხილის გამოჩენა და დაფიქრება, რომ გადაწყვეტილებების სხვისი გავლენით არ მიიღოთ. მოსალოდნელია შემთხვევითი თანხვედრები, შეხვედრები. შუადღისას იქნება შესაძლებლობა, რომ რაღაც ძველი შეცდომები გამოასწოროთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კარგი დღეა. გიმართლებთ ყველაფერში, რაც ფულს უკავშირდება. მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებების დადება. ზოგიერთი თქვენგანი თანამშრომლობის შესახებ წინადადებას მიიღებს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, გექნებათ შანსი, რომ ძველი კავშირები აღადგინოთ. იქნებით ყურადღებიანი, არ უშინდებით უჩვეულო გადაწყვეტილებების მიღებას. ეს წარმატებების მიღწევის შანსს ზრდის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

დღე მშვიდად იწყება. დილით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება და საღამომდე მოწყენილი იქნებით. მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე სიურპრიზი გელოდებათ, თან ზოგიერთი, შესაძლოა, არასასიამოვნოც აღმოჩნდეს. იყავით მზად, რადგან მოგიწევთ იმპროვიზირება, ტრადიციების დარღვევა, საოცარი და უჩვეულო რამეების გაკეთება. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იყავით, ფულს ქარაფშუტულად ნუ გაფლანგავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის შეხვედრები არაფორმალურ ვითარებაში, რომელზეც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საქმესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მოსალოდნელია უჩვეულო წინადადებები, მაგრამ დათანხმება არ იჩქაროთ - შესაძლოა, რაღაცას ბოლომდე არ გეუბნებიან. თქვენი დახმარება შეიძლება გარშემომყოფებს დასჭირდეს. მოსალოდნელია თანხის მიღება.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ემოციური ფონი დაძაბულია. განწყობა იმაზე ხშირად იცვლება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ხანდახან გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება, გაღიზიანებთ რაღაც წვრილმანები, ნერვიულობთ, ზოგიერთი ახლობლებზე გაბრაზდება. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ - თუ ამას მოახერხებთ, დღე ბევრ კარგ და საინტერესო მოვლენას გაჩუქებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

დღეს განსაკუთრებულად კაშკაშა და დასამახსოვრებელი მოვლენები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ის სასიამოვნოდ ჩაივლის. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მცირე სირთულეები გამორიცხული არაა. მათ საკმაოდ იოლად გაუმკლავდებით, ისე, რომ დახმარების თხოვნაც არ დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევრის მოვლენები რაღაც მნიშვნელოვანზე ჩაგაფიქრებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0