რა გველოდება სექტემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

© Pixabay / RomanBaderმზის ჩასვლა შრი-ლანკაზე
მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოდგომის პირველ თვეში განწყობისა და ფსიქიკის გადაწყობა ხდება. გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა სექტემბერში და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

2019 წლის სექტემბერი ენერგეტიკის თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იქნება. ვარსკვლავები და პლანეტები ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან. შესანიშნავი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად და ძველის დასამთავრებლად.

ვერძი

ვარსკვლავები და პლანეტები პოზიტიურად განწყობილი იქნებიან, მაგრამ სექტემბრის ბოლოს ეს განწყობა ცოტა შემცირდება. ეს, შესაძლოა, ადამიანების ნეგატიურ დამოკიდებულებაში გამოვლინდეს. მოგიწევთ თავდაცვა მანიპულატორებისა და ენერგეტიკული ვამპირებისგან.

სასიყვარულო და სამუშაო სფეროებში გეგმიდან მოქმედებებზე უნდა გადახვიდეთ. ძალზე პროდუქტიული თვე იქნება მნიშვნელოვანი გარიგებების, შენაძენების, ახალი ნაცნობობის თვალსაზრისით.

ფრანები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს და რომელ სფეროში ელოდება წარმატება სექტემბერში

კურო

ვარსკვლავების განწყობა ცვალებადი იქნება. თვის დასაწყისში, შესაძლოა, დეპრესიული აზრები მოგეძალოთ და ნეგატიურ ფიქრებს აჰყვეთ. ეს თქვენს პროდუქტიულობაზე აისახება.

14 სექტემბრიდან კი თქვენთვის აქტიური ქმედებების დრო დადგება როგორც სიყვარულში, ისე სამუშაო სფეროში. ასტროლოგები გირჩევენ, ენდოთ ინტუიციას და გარშემო მოვლენებს უფრო მარტივად შეხედოთ. თუ თვის პირველ ნახევარში დეპრესიული განწყობის გადატანა რეკომენდებულია ახლობლების წრეში, თვის მეორე ნახევარში, სჯობს, დიდხანს არ დარჩეთ მარტო. დანიშნეთ შეხვედრები, მათ შორის, რომანტიკული.

ტყუპი

სექტემბრის დასაწყისი ტყუპებისთვის პოზიტიური პერიოდი იქნება. თვე დაიწყება ახალი ემოციებით, ამაღლებული განწყობით, ენთუზიაზმითა და კაშკაშა შეგრძნებებით. თვის მეორე ნახევარში თქვენს სახლში, შესაძლოა, უარყოფითი ენერგეტიკა დაგროვდეს, ამიტომ სახლი ამ ნეგატივისგან უნდა გაწმინდოთ, უნდა გადაყაროთ ძველმანი და უსარგებლო ნივთები.

სექტემბრის მეორე ნახევარში ასტროლოგები გირჩევენ, არ დაარღვიოთ ნებადართულის საზღვრები, არ გარისკოთ და არ მისცეთ იმპულსურობას ნება, კონტროლის ფარგლებიდან გამოვიდეს. თუ მოახერხებთ დიპლომატიურობის შენარჩუნებას და ყველას აჩვენებთ, რომ მზად ხართ, დათმოთ და კომპრომისზე წახვიდეთ, ადამიანები თქვენ გვერდით დადგებიან.

ფული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ფინანსურად სექტემბერში

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი თვე დადგება. ერთადერთი, რაშიც ცვლილებებია მოსალოდნელი, ეს მოტივაციაა - ის ხან გექნებათ და ხან დაკარგავთ, განსაკუთრებით, თვის პირველ ნახევარში. ეცადეთ, რომ იაზროვნოთ პოზიტიურად, რომ მიზიდულობის კანონით დადებითი მიიზიდოთ ცხოვრებაში.

ფინანსურ სფეროში მნიშვნელოვანია, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ. უნდა შეინარჩუნოთ ძალები, გავლენა, ავტორიტეტი და ფული. ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ ნივთებს. ამ თვეში უნდა გამოიმუშაოთ და არა ხარჯოთ.

ლომი

საკმაოდ ენერგიული და პოზიტიური იქნებით 23 სექტემბრამდე, ხოლო თვის ბოლო თქვენთვის მარტივი ნამდვილად არ იქნება. მოსალოდნელია პრობლემები და გაუგებრობები საიყვარულსა და სამუშაოზე.

თუ თვის დასაწყისში შესაძლებელია ყურადღების სასიყვარულო სფეროზე, გართობაზე კონცენტრირება, 23 სექტემბრის მერე მნიშვნელოვანია, რომ დრო მშვიდ მუშაობასა და საოჯახო საქმეებს, ახლობლებს დაუთმოთ. თუ ნეგატიურ ემოციებს არ შეუშვებთ ცნობიერებაში, შეძლებთ ცხოვრებით ტკბობას.

პეპელა - Sputnik საქართველო
სიყვარულის პლანეტა ქალწულის თანავარსკვლავედში: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

ქალწული

ქალწულებმა ნეგატიურ ადამიანებთან სწორი დამოკიდებულების ფორმა უნდა შეარჩიოთ, რათა დაიცვათ თავი დესტრუქციული გავლენისგან. ეს რჩევა უფრო აქტუალურია თვის მეორე ნახევარში, როდესაც პლანეტები კი იქნებიან პოზიტიურად განწყობილი, მაგრამ ძალების გარკვეულ მოცულობას დაკარგავენ. შესაძლოა, დაუცველი და ადვილად სამართავი დარჩეთ მანიპულატორების მხრიდან.

მთლიანობაში, ძალიან კარგი თვეა ფინანსური აქტიურობისთვის, შოპინგისთვის. სექტემბრის დასაწყისი კარგი თვეა შემოსავლების ახალი წყაროს საძებნელად ან ინვესტიციების ჩასადებად. ასევე შეგიძლიათ ფულის ჩადება ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში.

სასწორი

სასწორებმა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები 14-30 სექტემბრის პერიოდში უნდა დაგეგმოთ. ამ დროს ვარსკვლავები უფრო აღმშენებლობითი იქნებიან. მიუხედავად ამისა, თქვენ თავად შეძლებთ საკუთარი ბედის მართვას. ასტროლოგები გირჩევენ, თვის დასაწყისში ფინანსურად არ იაქტიუროთ. დარჩით ის, ვინც ხართ და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს - ასე იღბალს შეინარჩუნებთ.

ძალზე აქტუალური იქნება გუნდური მუშაობა, მიტომ უნდობლობის საფუძველი არ გაქვთ - თქვენი მთავარი იმედი და საყრდენი თქვენი კოლეგები და პარტნიორები იქნებიან. დიდი წარმატება ელოდება მარტოხელა სასწორებს - გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა. უკვე არსებულ ურთიერთობებში კი უნდა გამოხატოთ მეტი სითბო და სიკეთე პარტნიორის მიმართ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მორიელი

სექტემბერში ლოგიკა და გონება მეორე პლანზე გადაიწევს, ხოლო წინა პლანზე ინტუიცია გამოვა. დანარჩენში თვე პროგნოზირებადი და სასიამოვნო იქნება. ის შესანიშნავად მიესადაგება შემოქმედებით მუშაობას, სიყვარულის ძებნას, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.

სექტემბერი კარგი თვეა ახალი წამოწყებებისთვის. არ ღირს მთელი ყურადღების მოსაწყენ და მონოტონურ სამუშაოზე კონცენტრირება. თქვენი განწყობა სტაბილური გახდება, გაჩნდება წინსვლის სურვილი. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ უმოქმედობას, ძლიერ გადაღლას. უკიდურესობა არაფერ კარგს არ მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა მომავალს უნდა მიაპყროთ მზერა. დადგა დაგეგმვისა და პრობლემების გადაჭრის დრო. სექტემბერი თქვენთვის სულიერი ძიებებისა და შინაგანი განვითარების პერიოდი გახდება.

ყოველი დღე იმ საქმით უნდა დაიწყოთ, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონთ. კმაყოფილების სასიამოვნო გრძნობა წვრილმანების გამო გაღიზიანების საშუალებას არ მოგცემთ. მნიშვნელოვან საკითხებში გარშემომყოფების რჩევები გაითვალისწინეთ. ექსპერტები გირჩევენ, მოერიდოთ განმარტოებას და ენდოთ საყვარელ ადამიანებს.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს თვე ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: 17 სექტემბერამდე ყველაფერი თავისი გზით წავა, თქვენ ცხოვრებაში უპირატესი რუტინული საქმეები იქნება. 18 სექტემბერს სატურნი შეწყვეტს რეტროგრადულ სვლას - ეს დიდი ასტროლოგიური მოვლენა იქნება, რომელიც თქვენს იღბალზე და განწყობაზე პოზიტიურად აისახება.

სექტემბრის ბოლოს მოსალოდნელია წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე. კარგი პერიოდია ნაცნობობის, ფლირტის, რომანტიკისთვის. სატურნი განწყობასა და მოტივაციას განსაზღვრავს; პლანეტის პირდაპირი სვლა დაგეხმარებათ, გადალახოთ გამაოგნებელი წარმატების ზღვარი. ასევე, შესაძლოა, თქვენზე აღმოჩნდეს დამოკიდებული სხვა ადამიანების ბედი.

მერწყული

მერწყულებმა სექტემბერში აუცილებლად უნდა მოიზიდოთ პოზიტიური აზრები, რადგან ვარსკვლავებმა, შესაძლოა, გარკვეული დროით ოპტიმიზმის გრძნობა გამოგაცალონ. ჯანსაღი აზროვნება დაგეხმარებათ, რომ პლანეტების ნეგატიურ განწყობას წინ აღუდგეთ და გაანეიტრალოთ ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების შემცირება.

საკმაოდ საშიში თვეა თქვენთვის, მაგრამ თუ ფრთხილად იმოქმედებთ, დაუგეგმავ საქმეებში პრობლემები არ შეგექმნებათ. სჯობს, თუ არავის გაუზიარებთ თქვენს განცდებსა და პრობლემებს, რათა ადამიანებმა საპასუხო ნეგატივი არ გამოავლინონ. გადაწყვიტეთ ამოცანები ეტაპობრივად და საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის

თევზები

პლანეტები და ვარსკვლავები სექტემბერში თქვენ გვერდით იდგებიან. ძალზე პოზიტიური თვეა იმ თევზებისთვის, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ მიზნები ჩამოყალიბებული. თქვენი მთავარი მტერი სექტემბერში უმოქმედობა და სიზარმაცეა. მეორე მხრივ, მუდმივმა დინამიკამ, შესაძლოა, ძალების სწრაფი დაკარგვა გამოიწვიოს. ხანდახან ბედნიერება სარ უნდა გაედევნოთ, არამედ მშვიდად დაელოდოთ მის მოვლას კომფორტის ზონაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ თვეში აღმშენებლობითი აზროვნება. უნდა ისწავლოთ ადამიანების პატიება, საკუთარი თავისთვის და მათთვის მეორე შანსის მიცემა. ბედნიერების ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სიკეთე და ყურადღება. არ ღირს ყურების ჩამოყრა და საკუთარ თავში დაეჭვება. შიშები და ეჭვები უნდა განდევნოთ ცხოვრებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0