21:08 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
1111413

ზოდიაქოს ექვსი ნიშნისთვის 2019 წლის სექტემბერი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელ ნიშნებს მოუტანს იღბლიანობას ეს თვე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

2019 წლის სექტემბერი არცთუ მარტივი, ცვლილებებითა და მოვლენებით სავსე თვე იქნება, მაგრამ ასევე იქნება წარმატებებიც. ეს პერიოდი გვპირდება უამრავ პერსპექტივას, შესაძლებლობას, სასიამოვნო მომენტებს. მაგრამ განსაკუთრებული წარმატება ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს ელოდება.

ტყუპი

ტყუპებს წარმატებული თვე ელოდება ოჯახურ საქმეებში, შემოქმედებით პროექტებში. ეს უფრო სექტემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ბევრს ელოდება თანხის მიღება პარტნიორისგან ან სხვა ადამიანისგან. სახლისა თუ ოჯახის, საცხოვრებელთან დაკავშირებული საქმეები თვის პირველ ნახევარში უფრო იოლად გადაწყდება, ხოლო მეორე ნახევარი კარგი დროა სიყვარულისა და შემოქმედებისთვის.

თხის რქა

თხის რქებს წარმატებები ელოდება მოგზაურობასა და სამსახურში, სწავლის საკითხებში, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობაში. თხის რქების წინაშე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, იქნება ბევრი ცვლილება და მოვლენა თვის დასაწყისში, მეორე ნახევარში კი წარმატებებია მოსალოდნელი სამსახურში და მიზნების მიღწევაში.

თევზები

თევზებს წარმატებები სიყვარულსა და რომანტიკულ ურთიერთობებში ელოდება. თვის პირველი ნახევარი ძალზე ხელსაყრელი იქნება ურთიერთობების დასაწყებად ან საყვარელ ადამიანთან დასვენებისთვის. სექტემბრის მეორე ნახევარში კი ისინი ბევრად უფრო მარტივად გადაწყვეტენ ძველ რთულ საკითხებს. შესაძლებელია თანხის მიღება პარტნიორისგან ან მოულოდნელი წყაროსგან.

ვერძი

ვერძებს სექტემბერში გაუმართლებს სამუშაოზე, ყოფით საქმეებში, საკუთარი ცხოვრების ორგანიზებაში. ამიტომ თვის პირველი ორი კვირა მნიშვნელოვან საქმეებსა და რუტინას უნდა დაუთმონ, ხოლო მეორე ნახევარში დაიწყება ძალზე იღბლიანი პერიოდი სიყვარულისთვის, რომანტიკისთვის, ურთიერთობების დაწყებისთვის. ურთიერთობები სავსე იქნება გრძნობებითა და ურთიერთგაგებით.

კურო

კუროები სექტემბრის პირველ ნახევარში იქნებიან ძალზე მგზნებარე, შემოქმედებითი და აქტიურ დასვენებაზე განწყობილი. ძალზე იღბლიანი პერიოდია ურთიერთობებში მეტი რომანტიკისა და ვნების შეტანისთვის, ასევე, ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებისთვის. თვის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება, როდესაც მეტი დრო სამუშაოს უნდა დაუთმონ. გაგიმართლებთ ყოფით საკითხებსა და რუტინულ საქმეებში.

კირჩხიბი

კირჩხიბებს წარმატება ელოდება ურთიერთობების სფეროში, კავშირების მოგვარებაში, ახალ ნაცნობობაში. ისინი იქნებიან უფრო გულგახსნილი, თამამი, კომუნიკაბელური. კარგად გამოუვათ ახალი ცოდნის მიღება, ამიტომ კარგი დროა სწავლის დაწყებისთვის. თვის მეორე ნახევარში წარმატება მოელით საოჯახო და სახლის საქმეებში.

მთავარი თემები