21:45 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
865640

სექტემბერი პერსპექტიული თვეა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, მაგრამ ზოგიერთ ნიშანს განსაკუთრებული იღბალი ელოდება

სექტემბრის დასაწყისში ბევრი წინააღმდეგობრივი მოვლენაა მოსალოდნელი, მაგრამ თვის მეორე ნახევარში ბევრად მშვიდი და წარმატებული პერიოდი დადგება.

ზოდიაქოს ყველა ნიშანს ელოდება წარმატება სექტემბერში, მაგრამ სხვადასხვა სფეროში.

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად ფინანსურად სექტემბერში.

ლომი

ლომების იღბალი სექტემბერში ფულის სფეროში გადადის. შეგიძლიათ გქონდეთ მატერიალური კეთილდღეობის, კარგი თანხის მიღების იმედი. განსაკუთრებით კარგი თვე იქნება მათთვის, ვინც სიმდიდრეს საძირკველი უკვე აგვისტოში ჩაუყარა, ასევე, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს.

სასწორი

სასწორების იღბალი ფულის სფეროში გადაინაცვლებს. სექტემბრის მეორე ნახევარში ფულის თვალსაზრისით ძალზე იღბლიანი იქნებით. მოგებას მიიღებთ თქვენი იმიჯის, მომხიბვლელობისა და პროფესიული უნარების გამო. შეძლებთ ადამიანების სიმპათიის მოპოვებას.

ქალწული

ქალწულებს ფულის სფეროში ცვლილებების თვე ელოდება. იქნება მატერიალურ მხარესთან დაკავშირებული კაშკაშა მოვლენები. თუ ღიად და პატიოსნად მოქმედებდით, საოცარი წარმატება გეწვევათ. თანხები შემოგივათ ინტელექტუალური შრომის, ვაჭრობის, ასევე, სასარგებლო კავშირების წყალობით.

მერწყული

მერწყული თანხის შემოსვლა სასიყვარულო პარტნიორისგან უნდა ელოდოს, ან მოულოდნელი წყაროსგან. შეძლებთ ძველი ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 14 სექტემბრის სავსემთვარეობა ფინანსების სფეროში დიდ ცვლილებებს გპირდებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს გელოდებათ ჯილდო ფულის სახით, წარმატებები ფინანსებში. ბევრ თქვენგანს აღიარებენ დამსახურებების გამო, შესაძლებელია წინსვლა სამსახურში. ხელმძღვანელობა თქვენით კმაყოფილი დარჩება და გაიზრდება პრემიისა და მოგების ზრდის შანსი. თვე სავსე იქნება მუშაობით, მტკიცე ნაბიჯებითა და კარგი შედეგებით.

მორიელი

თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ სექტემბრის ბოლოსთვის დიდი ჯილდო და იღბალი გელით თანხების თვალსაზრისით. თუ ამტანობას გამოიჩენთ და, ამასთან, ცხოვრებაში ცვლილებებს მიიღებთ, შემოსავალი რამდენჯერმე შეიძლება გაიზარდოს. ასევე, უნდა იყოთ მოქნილი და გახსოვდეთ საკუთარი მიზნები.

მთავარი თემები