სიყვარულის პლანეტა ქალწულის თანავარსკვლავედში: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

© Pixabay / Erik_Karitsპეპელა
პეპელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა ვენერა 21 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ქალწულის ნიშანში იქნება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო პრაქტიკული, მიწიერი, ყურადღებიანი გახდებიან

ვენერა სიყვარულის, ურთიერთობების, ფინანსების, მატერიალური კეთილდღეობის პლანეტაა. რადგან ის 21 აგვისტო - 14 სექტემბრის პერიოდში ქალწულის - მიწიერი ნიშნის თანავარსკვლავედში იქნება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უფრო პრაქტიკული, ურთიერთობებში ყურადღებიანი გახდებიან. სასიყვარულო კავშირი უფრო თავშეკავებული და გონივრული გახდება. იგივე ეხება ცხოვრების ფინანსურ ნაწილსაც.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები კრიტიკულობას, მომთხოვნელობას, საიმედოობას დაეყრდნობა. ასევე, ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობებში შეიპარება გარკვეული სიცივე, ამიტომ საყვარელ ადამიანს ხშირად უნდა უთხრათ თბილი სიტყვები.

რა გავლენას მოახდენს ვენერა ქალწულის ნიშანში ზოდიაქოს ნიშნებზე:

ვერძი: ვენერა სამუშაოს სფეროში წარმატებასა და ხელსაყრელ მომენტებს მოგიტანთ. კარგ ურთიერთობებს დაამყარებთ კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან. მოსალოდნელია ხელფასის მომატება. ამას გარდა, ბევრი თქვენგანი გაიუმჯობესებს ჯანმრთელობას. გექნებათ საშუალება, რომ მატერიალური ცხოვრება მოაწესრიგოთ. სასიყვარულო სფეროში შესაძლებელია ნაცნობობა სამსახურში. თუ გყავთ პარტნიორი, ის ყველანაირად შეგიწყობთ ხელს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ურანი რეტროგრადული გახდა: როგორ იმოქმედებს გენიოსებისა და შეშლილების პლანეტა ადამიანებზე

კურო: კუროები დასვენების, თვითგამოხატვის, გართობის საჭიროებას იგრძნობთ. სურვილი გაგიჩნდებათ, გამოხატოთ საკუთარი ნიჭი, აკეთოთ მხოლოდ საყვარელი საქმე. რუტინა და ყოველდღიურობა დაგღლით, ამიტომ სჯობს, წვრილ-წვრილი საქმეებისგან გათავისუფლდეთ. მოსალოდნელია თანხის მიღება - მოგება, ფულადი პრემია, სასიამოვნო სიურპრიზები. იღბალი თქვენ გვერდით იქნება. ურთიერთობებში იქნება მეტი მგზნებარება. კარგი დროა საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებისთვის. ასევე, ვინც მარტოხელაა, ახალი ნაცნობობისთვის.

ტყუპი: ვენერა ამ პერიოდში თქვენს სახლში მოიტანს ჰარმონიას, სიხარულს. სწორედ ოჯახში ურთიერთობები, საოჯახო საქმეები იქნება თქვენთვის სიამოვნების წყარო. შესანიშნავი დროა სხვაგან საცხოვრებლად გადასვლისთვის, სახლში რამის ყიდვისთვის, რემონტისთვის, ყველა საქმისთვის, რაც სახლთან არის დაკავშირებული. ასევე კარგი პერიოდია ნათესავებთან შეხვედრის, ქორწილისთვის, დანიშვნისთვის და სხვა.

კირჩხიბი: ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, გახდებით უფრო გულღია, ურთიერთობებში მსუბუქი. შესანიშნავი პერიოდია სოციალური აქტიურობისთვის, ნაცნობობისთვის, რეკლამის, პრეზენტაციებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში მოიმატებს რომანტიკა, სიმსუბუქე, ურთიერთგაგება. ასევე, ურთიერთობების დაწყების დიდი ალბათობაა იმ კირჩხიბებისთვის, ვისაც არ ჰყავს პარტნიორი. ასევე, კარგი პერიოდია სწავლისთვის.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ლომი: ლომებს ვენერა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძებნა, პრემიის მიღება ან კარგი მოგების. ძალზე წარმატებული პერიოდია. ყურადღებით იყავით ხარჯებთან დაკავშირებით, რადგან საყიდლები უდიდეს სიხარულს მოგანიჭებთ და ამან, შესაძლოა, თქვენი მადა გააძლიეროს. ურთიერთობებში მეტად მგრძნობიარე გახდებით.

ქალწული: ქალწულები ძალზე მომხიბლავი და მიმზიდველი იქნებით. ვენერა დაგეხმარებათ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეთ, უფრო გალამაზდეთ და ადამიანების გულები დაიპყროთ. დიპლომატიურობისა და ტაქტიანობის წყალობით, იღბალი მუდამ თქვენი თანმდევი იქნება, გააუმჯობესებთ სასიყვარულო ურთიერთობებს და ასევე, საქმიან სფეროს.

სასწორი: სასწორები მთლიანად შინაგან სამყაროში ჩაიძირებით და იქ მრავალ სასიხარულო რამეს აღმოაჩენთ. გახდებით უფრო მეოცნებე, კეთილი. ვენერა გრძნობების მხრივ წარმატებას მოგიტანთ სულიერ ძიებებში, შემოქმედებით საქმეებში, იდუმალ ჩანაფიქრში. ძალზე სახარბიელო პერიოდია ნებისმიერი საიდუმლო საქმის ან რომანისთვის. თქვენი სასიყვარულო მდგომარეობის თანმდევი იქნება დიდი ფანტაზიები და ოცნებები.

ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო
სიყვარულის პლანეტა და 2019 წლის იდეალური პერიოდები ქორწინებისთვის

მორიელი: თქვენ თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთობლივ საქმეებში გაგიმართლებთ. იქნებით უფრო მეგობრული, მიმზიდველი. რომანტიკული ურთიერთობები მეგობრობასა და თვითგამოხატვასთან გადაჯაჭვული გახდება. მარტოხელა მორიელები სიყვარულს შეიძლება მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში შეხვდეთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, შეძლებთ ერთობლივად გართობას, მეგობრული საღამოების მოწყობას ან პროექტებზე მუშაობას.

მშვილდოსანი: მშვილდოსნებს მუშაობაში, კარიერასა და ბიზნესში დიდი წარმატებები გელოდებათ. იქნებით მომხიბლავი, დიპლომატიური, მიზანსწრაფული, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო ურთიერთობები სამუშაოზე იმოქმედებს და პირიქით, შესაძლებელია ნაცნობობა ოფისში ან რამე პროფესიულ ღონისძიებაზე. თქვენს ამბიციებს, პარტნიორები მხარს დაუჭერენ. ხელსაყრელი დროა ახალ-ახალი მიღწევებისთვის.

თხის რქა: შესანიშნავი დროა საზოგადოებრივი, პედაგოგიური თუ პოლიტიკური საქმიანობისთვის. ძალიან კარგი პერიოდია, რომ დაიწყოთ სწავლა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, დაიწყოთ კვლევითი საქმიანობა. წარმატებული იქნება საზღვარგარეთ გამგზავრება და უცხოელ კოლეგებთან მუშაობა. მოსალოდნელია უცხოელის გაცნობა მოგზაურობის, მგზავრობის დროს. არის დიდი ალბათობა, რომ ეს ნაცნობობა დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. შესაძლოა, დაიწყოს ცხოვრების ახალი ეტაპი. ბევრი თქვენგანი შეძლებს ცხოვრების ახალი ჰორიზონტების გახსნას.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ აგვისტოს მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

მერწყული: მერწყულებს წარმატება გელოდებათ საერთო ფულთან, კომპანიის ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებში. ასევე, შესაძლებელია, რომ თანხა საყვარელი ადამიანისგან მიიღოთ. შესანიშნავი დროა ფინანსურ საკითხებზე მუშაობისთვის, ფულის საკითხების გადაჭრისთვის. სიყვარულში გაძლიერდება ვნება, მგრძნობელობა. ურთიერთობები, შესაძლოა, სხვა დონეზე გადავიდეს. მარტოხელებისთვის ახალი ნაცნობობა არასერიოზული, მაგრამ ძალზე მგზნებარე იქნება.

თევზები: თევზები ძალზე მომხიბლავი, კეთილმოსურნე, სასიამოვნო იქნებით, რაც თქვენს ურთიერთობებს ადამიანებთან გააუმჯობესებს. შესაძლებელია ძალზე საინტერესო ნაცნობობა, თქვენი პოპულარობის გაზრდა. სხვებისთვის თვალში ძალზე სიმპათიური გამოჩნდებით. სასიყვარულო ურთიერთობები, შესაძლოა, ქორწინებით დასრულდეს. ვენერა მოგიტანთ წარმატებებს რეკლამასთან, ხელოვნებასთან, სილამაზესა და გართობასთან დაკავშირებულ მუშაობაში, ბიზნესში.

ყველა ახალი ამბავი
0