დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აგვისტო

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დაძაბული და არცთუ იღბლიანი დღეა. მიუხედავად ბოლო დღეებში გაზრდილი საქმიანი აქტიურობისა, მატერიალური მდგომარეობა მაინც შეუცვლელი რჩება. შეხვედრებს პარტნიორებთან და თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან მხოლოდ იმედგაცრუება და ცრუ იმედები მოაქვს. არ არის გამორიცხული, რომ ემოციურად ძალიან დაიძაბოთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდეს, ხოლო დღე პესიმისტური განწყობით დასრულდეს.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

დღევანდელი ვითარება ვარსკვლავებთან დაკავშირებით არის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციების მატარებელი. საქმეების წარმატებები დამოკიდებული იქნება თქვენს ამტანობასა და ჯანსაღად აზროვნების უნარზე. ცხოვრება გამოგცდით ამპარტავნებაზე, ადამიანების მიმართ ყურადღებაზე. იყავით თავშეკავებული გარშემომყოფების მიმართ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

დღეს გელოდებათ აქტიური ბრძოლა, საკუთარი პრინციპების დაცვა, გარკვეული დაპირისპირება გარშემომყოფების მიმართ. დილით კარგი დროა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეცდომები სამუშაოს შესრულებისას, დაძაბული სიტუაციები, რომელთა გამოსწორებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ამ პრობლემებთან გასამკლავებლად, პირველ რიგში, საკუთარი საქციელი კრიტიკულად უნდა შეაფასოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღეს მნიშვნელოვანია გონივრულობა და ძალების კონცენტრაცია. კარგი დღეა კომერციული საქმიანობისთვის, იღბალი თქვენი თანმდევი იქნება ფინანსურ საკითხებში. პროფესიულ სარბიელზე, სჯობს, ძველ, ნაცად ხერხებს მიმართოთ, მოერიდოთ ნოვატორობასა და ზედმეტ რისკს. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა ემოციური თვალსაზრისით, გამოვლინდება წინა დღეების დაძაბულობა და დაღლილობა. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ზრუნვა და ყურადღება ახლობლების მიმართ, რათა აღკვეთოთ ეჭვიანობა და შური მათი მხრიდან. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და საზოგადოებაში ენამახვილობით გაიბრწყინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღეს ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ თქვენში შემოქმედებითი უნარების გამოვლენას სხვადასხვა სფეროში. ხელსაყრელი დღეა სახლის მოწესრიგებისთვის. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში გართულებები მოსალოდნელი არ არის, პირიქით, თქვენს სახლში ჰარმონია და ურთიერთნდობა გამეფდება. საღამოს მოაწყვეთ პატარა ზეიმი ოჯახურ გარემოში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

რთული და წინააღმდეგობებით სავსე დღეა. თქვენი სულიერი მდგომარეობა გარემოზე სარკისებურად აისახება. თვალი ადევნეთ მინიშნებებს, ეცადეთ, სწორად გააანალიზოთ ისინი. შესაძლოა, გაჩნდეს ახლებური შეხედულება უახლოეს მომავალზე, მაგრამ თქვენს ფიქრებს ნურავის გაანდობთ, რათა არაკეთილმოსურნეების ყურადღება არ მიიპყროთ. მოერიდეთ არასანდო ადამიანებს.

ვარსკვლავური სისტემა ეტა–კილია - Sputnik საქართველო
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევა ის, რაც თქვენს სულიერ წონასწორობასთან არის დაკავშირებული. არახელსაყრელი დროა სერიოზული საყიდლებისთვის. ეცადეთ, დღეს ფინანსურ ხარჯებს მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხილული მიზეზების გარეშე მცირე უთანხმოებები და ჩხუბი გარშემომყოფებთან. სავარაუდოა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, არის ტრავმების მიღების ალბათობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღეს ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი სფეროში დაკავებულებისთვის, მათთვის, ვინც სწავლობს. ასევე, კარგი დღეა საბიუჯეტო სფეროს მოღვაწეებისთვის. არ არის გამორიცხული თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, შესთავაზონ წინადადება, რომელიც საქმიანობის სფეროს შეცვლას მოითხოვს. ამ შემთხვევაში არ ენდოთ ინტუიციას, არამედ გააანალიზეთ ყველაფერი, რჩევა ჰკითხეთ ახლობლებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხართ ძალზე აქტიური. თქვენი შრომა მოიტანს იმ ნაყოფს, რომელსაც დიდი ხანია, ელოდებოდით. შესაძლოა, განახორციელოთ ოცნება და შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი, რომლის ყიდვასაც აქამდე ვერ ახერხებდით. ყოველდღიურ საქმეებს იოლად ართმევთ თავს. საღამოს იქნებით ძალზე მომხიბლავი, რაც კარგ გავლენას მოახდენს გარშემომყოფებთან ურთიერთობებზე.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

იყავით ფრთხილად, დღეს დიდია ტრავმების მიღების ალბათობა. შესაძლოა, დაგაფიქროთ საკუთრებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. ყველა ნეგატიურ მოვლენასთან გამკლავებაში ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ. დღეს სხვების რჩევებს ნუ დაუგდებთ ყურს, უსმინეთ მხოლოდ შინაგან ხმას. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა დასვენება ბუნებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ბევრ რამეში იღბლიანი დღეა. ხელსაყრელი დროა ფინანსურ სფეროში საქმიანობისთვის. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში, ამავე დროს, უარი არ თქვათ დახმარებაზე, გამოცდილი და სანდო ადამიანების რჩევებზე. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი რამ მოხდეს, ან გაიგოთ ისეთი ამბავი, რომელიც კარგად იმოქმედებს თქვენს შემდგომ საქმიანობაზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0